გართულებები
საქსიტოქსინმა, ტეტროდოტოქსინმა და კონოტოქსინმა შეიძლება გამოიწვიოს დროებითი დამბლა, რომელიც განსაკუთრებულად აზიანებს სასუნთქ კუნთებს.[24]
ტოქსინით გამოწვეული დამბლა შეიძლება გამოვლინდეს სუნთქვის უკმარისობითა და გაჩერებით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი. ლაპარაკის, სუნთქვის და ყლაპვის გაძნელებამ ან სასიცოცხლო ნიშანების დარღვევებმა უნდა დააჩქარონ მექანიკური ვენტილაციის განხილვა. აღნიშნული ხდება მწვავე ინტოქსიკაციის პერიოდის განმავლობაში (ანუ, პირველი 24-48 საათი) და შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის ან გულის გაჩერება.[3][24][28]
ტეტროდოტოქსინმა შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოტენზია და როგორც შედეგი, სამიზნე ორგანოების დაზიანება. კონოტოქსინს შეუძლია გამოიწვიოს გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა და შედეგად, სამიზნე ორგანოების დაზიანება.[24]მკურნალობა ამ შემთხვევაში გულისხმობს დამხმარე თერაპიას.
გასტროინტესტინური ტრაქტის დაავადების შედეგად, გულისრევამ, ღებინებამ და დიარეამ შეიძლება გამოიწვიოს დეჰიდრატაცია, რომლის მკურნალობა დამხმარე თერაპიის მეშვეობით უნდა მოხდეს.
მიუხედავად იმისა, რომ დამხმარე მკურნალობა საჭიროა ზღვის ტოქსინით მოწამლულ პაციენტებში, თავისმხრივ თერაპიასთან მრავალი რისკია ასოცირებული. ექიმებმა უნდა განიხილონ ინტუბაციის, სედაციური საშუალებით ზემოქმედების, წნევის ამწევის ან სხვა გულ - სისხლძარღვთა მხარდაჭერის და აღდგენის რისკები და გვერდითი მოვლენები.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას