კრიტერიუმები

ტოქსინის ამოცნობა

ზღვის ტოქსინთან კონტაქტის გავლენა მოსახლეობის ჯანმრთელობაზე საჭიროებს გამოკვლევას კონკრეტული ტოქსინის და ტოქსინის წყაროს ამოსაცნობად და შემდგომი კონტაქტის აღმოსაფხვრელად. სპეციფიკური ამოცნობა, ჩვეულებრივ, ხდება მასური სპექტროსკოპიით.

პარალიზური მოლუსკით მოწამვლა[31] 

A. დიაგნოზის კლინიკური კრიტერიუმები: ნევროლოგიური სიმპტომების გამოვლინება (მაგალითად, პარესთეზია, ატაქსია, კრანიალური ნერვების დარღვევები, დამბლა); შეიძლება არ გამოვლინდეს ან გამოვლინდეს გასტროინტესტინურ ტრაქტთან დაკავშირებული სიმპტომები; სიმპტომები ვითარდება მოლუსკის მიღებიდან წუთების/საათების შემდეგ.

B. დიაგნოზის ლაბორატორიული კრიტერიუმები: საქსიტოქსინის ამოცნობა/იდენტიფიცირება ეპიდემიოლოგიურად მითითებულ საკვებში.

C. შემთხვევის განსაზღვრება - შესაძლო: კლინიკურად თავსებადი შემთხვევა, რომელიც არ არის ლაბორატორიულად დადასტურებული და ეპიდემიოლოგიურად დაკავშირებული დადასტურებულ შემთხვევასთან. დადასტურებული: შემთხვევა, რომელიც ლაბორატორიულად დადასტურებულია ან შემთხვევა, რომელიც აკმაყოფილებს კლინიკური შემთხვევის განსაზღვრებას, არ არის ლაბორატორიულად დადასტურებული და ეპიდემიოლოგიურად დაკავშირებულია ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევასთან.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას