კვლევები

1-ად შესაკვეთი გამოკვლევები

კლინიკური დიაგნოზი

ტესტი
შედეგი
ტესტი

კლინიკური ნიშნებისა და სიმპტომების და ზღვის პროდუქტების ან მოლუსკების მიღების ისტორიის ან მოლუსკების შეგროვების, ზღვაში ცურვის ან შესვლის, ყვინთვის ან აკვარიუმის მოვლის ისტორიის საფუძველზე.

შედეგი

ზღვის ტოქსინით მოწამვლის ნიშნები

გასათვალისწინებელი კვლევები

პულსოქსიმეტრიით

ტესტი
შედეგი
ტესტი

უნდა ჩაუტარდეს ყველა პაციენტს, რათა შეფასდეს მოწამვლის სიმძიმე და სისუსტისა და დამბლის მიმდინარეობის მონიტორინგი.[28]

შედეგი

შეიძლება იყოს ნორმის ფარგლებში; შეიძლება აჩვენოს ჰიპოქსემია

კაპნოგრაფია

ტესტი
შედეგი
ტესტი

უნდა ჩაუტარდეს ყველა პაციენტს, რათა შეფასდეს მოწამვლის სიმძიმე და სისუსტისა და დამბლის მიმდინარეობის მონიტორინგი.[28]

შედეგი

შეიძლება იყოს ნორმის ფარგლებში; შეიძლება აჩვენოს რესპირატორული დარღვევა

სუნთქვის სერიული ფუნქციური ტესტები

ტესტი
შედეგი
ტესტი

უნდა ჩაუტარდეს ყველა პაციენტს, რათა შეფასდეს მოწამვლის სიმძიმე და სისუსტისა და დამბლის მიმდინარეობის მონიტორინგი.[13][28] ტარდება სერიული ტესტები, მათ შორის ფორსირებული სასიცოცხლო ტევადობა (FVC) და/ან უარყოფითი ჩასუნთქვის ძალა. არ დაელოდოთ არტერიული სისხლის აირების მაჩვენებლების ცვლილებას, რადგან ეს კლინიკური დეკომპენსაციის შემდეგ, მოგვიანებით მოხდება.

შედეგი

შეიძლება იყოს ნორმის ფარგლებში; შეიძლება აჩვენოს რესპირატორული დარღვევა

არტერიული სისხლის აირები

ტესტი
შედეგი
ტესტი

უნდა ჩატარდეს სასუნთქი გზების კონტროლისა და ვენტილაციის პოტენციური საჭიროების მქონე პაციენტებს შორის.[28]

შედეგი

შეიძლება იყოს ნორმის ფარგლებში; შეიძლება აჩვენოს აციდოზი, ჰიპერკარბია ან ჰიპოქსია

გულმკერდის რენტგენოგრაფია (რენტგენი)

ტესტი
შედეგი
ტესტი

უნდა ჩაუტარდეთ იმ პაციენტებს, რომლებსაც შეენიშნებათ სასუნთქი გზების კონტროლის დაკარგვა და ფილტვისმიერი ასპირაცია.

შედეგი

შეიძლება იყოს ნორმის ფარგლებში; შეიძლება აჩვენოს ასპირაციის სინდრომის ნიშნები

ტავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია

ტესტი
შედეგი
ტესტი

უნდა ჩატარდეს იმ პაციენტებში, რომლებსაც გაურკვეველი გამოვლინებები და შესაძლო ინტრაკრანიალური პროცესები აღენიშნებათ.

შედეგი

შეიძლება იყოს ნორმის ფარგლებში; შეიძლება აჩვენოს ტვინის ჰიპოქსიური დაზიანება

სისხლის შრატში ელექტროლიტების შემცველობა

ტესტი
შედეგი
ტესტი

უნდა ჩატარდეს გასტროინტესტინურ ტრაქტთან დაკავშირებული ჩივილის და შესაძლო დეჰიდრატაციის მქონე პაციენტებში.

შედეგი

შეიძლება იყოს ნორმის ფარგლებში; შეიძლება აჩვენოს აციდოზი, თირკმლის ფუნქციის დარღვევა, ელექტროლიტური დარღვევები

ზღვის პროდუქტის ხორცში მაღალი ხარისხის თხევადი ქრომატოგრაფია

ტესტი
შედეგი
ტესტი

დადასტურების სტანდარტული მეთოდი.[27]  ამ გამოკვლევების ჩატარებას ხშირად რამდენიმე დღე ან კვირა სჭირდება; კლინიკური სურათის სწორად ამოცნობა და დამხმარე მართვა მნიშვნელოვანია ზღვის ტოქსინთან კონტაქტების შემთხვევების თავდაპირველი მართვისთვის.

შედეგი

დადებითია საქსიტოქსინზე, ტეტროდოტოქსინზე ან კონოტოქსინზე

ახალი ტესტები

შრატის/შარდის ტოქსინის ანალიზები

ტესტი
შედეგი
ტესტი

თანამედროვე, პოტენციური ტესტი ტოქსინთან კონტაქტზე.

შედეგი

დადებითია საქსიტოქსინზე, ტეტროდოტოქსინზე ან კონოტოქსინზე

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას