ანამნეზი და გასინჯვა
ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები
ხშირი
რისკფაქტორების არსებობა
რისკფაქტორები მოიცავს მოლუსკების ან მოყვითალო კიბორჩხალას მიღებას (საქსიტოქსინი); ზღვის პროდუქტის მიღებას ან ლურჯრგოლებიან რვაფეხასთან კონტაქტს (ტეტროდოტოქსინი); კონტაქტს კონუსისებრ ლოკოკინასთან (კონოტოქსინი).
ორალური დაბუჟება
სიმპტომი, რომელიც გამოვლინდება ზღვის ტოქსინთან კონტაქტის ყველა აღწერილ შემთხვევაში.
დისფაგია
სიმპტომი, რომელიც გამოვლინდება ზღვის ტოქსინთან კონტაქტის ყველა აღწერილ შემთხვევაში.
დიზართრია (ხშირი)
სიმპტომი, რომელიც გამოვლინდება ზღვის ტოქსინთან კონტაქტის ყველა აღწერილ შემთხვევაში.
გულისრევა (საქსიტოქსინი, ტეტროდოტოქსინი)
სიმპტომი, რომელიც გამოვლინდება მოლუსკისა და ხორკლიანი თევზით მოწამვლის უმეტეს შემთხვევაში.
ღებინება (საქსიტოქსინი, ტეტროდოტოქსინი)
სიმპტომი, რომელიც გამოვლინდება მოლუსკისა და ხორკლიანი თევზით მოწამვლის უმეტეს შემთხვევაში.
დიარეა (საქსიტოქსინი, ტეტროდოტოქსინი)
სიმპტომი, რომელიც გამოვლინდება მოლუსკისა და ხორკლიანი თევზით მოწამვლის უმეტეს შემთხვევაში.
სისუსტე
სიმპტომი, რომელიც გამოვლინდება ზღვის ტოქსინთან კონტაქტის ყველა აღწერილ შემთხვევაში.
ატაქსია/არასაკმარისი კოორდინაცია
შეიძლება იყოს ზღვის ტოქსინთან კონტაქტის ნიშანი.
ჰიპერტენზია (საქსიტოქსინი)
ნიშანი, რომელიც გამოვლინდება მოლუსკით მოწამვლის მრავალ შემთხვევაში.
უკიდურესი ტკივილი (კონოტოქსინი)
კონუსისებრი ლოკოკინის შხამით ინტოქსიკაციის შედეგად.
იშვიათი
ჰიპოტენზია ან გულ-სისხლძარღვთა სისტემისხმრივი არასტაბილურობა
შეიძლება იყოს ზღვის ტოქსინით მოწამვლის ნიშანი.
თუ მძიმეა, შეიძლება გამოვლინდეს ნებისმიერი ზღვის ტოქსინით მოწამვლისას.
სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები
ხშირი
თავბრუსხვევა
შეიძლება იყოს ზღვის ტოქსინთან კონტაქტის ნიშანი.
პოსტურული არასრული-სინკოპე / სინკოპე
შეიძლება იყოს ზღვის ტოქსინთან კონტაქტის ნიშანი.
შფოთვა
შეიძლება იყოს ზღვის ტოქსინთან კონტაქტის ნიშანი.
იშვიათი
სასუნთქი გზების დამცველობითი რეფლექსების კარგვა
ავადმყოფობის გაუარესების მტკიცებულება და სასუნთქი გზების კონტროლის საჭიროება ზღვის ტოქსინით მოწამვლის მძიმე ფორმის შემთხვევაში.
საკმარისი ვენტილაციის დანაკლისი
ავადმყოფობის გაუარესების მტკიცებულება და ვენტილაციის საჭიროება ზღვის ტოქსინით მოწამვლის მძიმე ფორმის შემთხვევაში.
ჰიპოქსია
ავადმყოფობის გაუარესების მტკიცებულება და ოქსიგენაციის საჭიროება ზღვის ტოქსინით მოწამვლის მძიე ფორმის შემთხვევაში.
ბრადიკარდია
ავადმყოფობის გაუარესებისა და მოსალოდნელი გულსისხლძარღვთა კოლაფსის მტკიცებულება ზღვის ტოქსინით მოწავლის მძიმე ფორმის შემთხვევაში.
აპნოე
ავადმყოფობის გაუარესების მტკიცებულება და ოქსიგენაციის და ვენტილაციის საჭიროება ზღვის ტოქსინით მოწამვლის მძიმე ფორმის შემთხვევაში.
პარკუჭოვანი არითმია
ავადმყოფობის გაუარესებისა და მოსალოდნელი გულსისხლძარღვთა კოლაფსის მტკიცებულება ზღვის ტოქსინით მოწავლის მძიმე ფორმის შემთხვევაში.
რისკფაქტორები
ძლიერი
თბილი წყლები
გლობალური დათბობა ზრდის ზღვის ტოქსინებთან კონტაქტის რისკს იმ რეგიონებში, რომლებშიც ადრე მსგავს მოვლენებს ადგილი არ ჰქონია.[2] ტოქსიკური წყალმცენარეების ყვავილობისათვის და ზღვის ძირითადი ორგანიზმებისათვის საჭიროა თბილი წყალი. ზღვის ტემპერატურის გაზრდასთან ერთად იზრდება ზღვის ტოქსინების ზემოქმედების რისკიც.[22]
მოლუსკის მიღება (საქსიტოქსინი)
მოლუსკით მოწამვლა, მათ შორის საქსიტოქსინით გამოწვეული პარალიზური მოწამვლა ფიქსირდება დაბინძურებული ყურედან მოპოვებული მოლუსკების საკვებად მიღების შემდეგ.
მოყვითალო კიბორჩხალის მიღება (საქსიტოქსინი)
საქსიტოქსინით მოწამლვა შესაძლებელია საქსიტოქსინით დაბინძურებული კიბორჩხალას მიღების შემდეგ.
ზღვის პროდუქტის მიღება (ტეტროდოტოქსინი)
ტეტროდოტოქსინით მოწამვლა ყველაზე ხშირად ვლინდება იმ თევზის საკვებად მოხმარების შემდეგ, რომელიც მოგვიანებით იდენტიფიცირდება, როგორც მუცელნემსა (რომელიც კონტამინირებულია ტეტრაოდონტიდით).
ლურჯრგოლებიანი რვაფეხას ზემოქმედება (ტეტროდოტოქსინი)
ტეტროდოტოქსინით მოწამვლა ფიქსირდება ლურჯრგოლებიან რვაფეხასთან, Hapalochlaena-სთან კონტაქტის შემდეგ.
კონუსისებრი ლოკოკინას ნიჟარასთან კონტაქტი (კონოტოქსინი)
კონოტოქსინით მოწამვლა უმეტესად დაფიქსირდა კონუსისებრი ლოკოკინას ნიჟარის დამუშავების შემდეგ Conus geographus.
ექსპოზიცია ტოქსინებზე კვლევით/ლაბორატორიულ პირობებში
პირები, რომლებიც მუშაობენ ზღვის ტოქსინებზე კვლევით/ლაბორატორიულ პირობებში, უნდა იღებდნენ სიფრთხილის შესაბამის ზომებს.[1]
სუსტი
ბიოტერორიზმი
საქსიტოქსინი, ტეტროდოტოქსინი და კონოტოქსინი აშშ-ს შესაბამისი ორგანოების მიერ გამოცხადებულია საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების პოტენციურ მნიშვნელოვან რისკად, როგორც ბიოტერორიზმის შესაძლო აგენტები.[23]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას