პირველადი პრევენცია

პარალიზური მოლუსკებით მოწამვლა (საქსიტოქსინი)

  • პროფილაქტიკა მოიცავს პოტენციურად დაბინძურებული ორსარქველიანი მოლუსკების (მაგალითად, ორკარედიანი ნიჟარები, საჭმელი მოლუსკები, ნიჟარები, ზღვის კაჭკაჭები) თავიდან არიდებას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წყალმცენარეების ყვავილობისას ან ყვავილობის შემდეგ იმ ადგილებში, რომლებიც ცნობილია როგორც წითელი მოქცევა ან ყავისფერი მოქცევა. ადამიანებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მიუხედავად სახელისა, ნებისმიერი ფერის წყალი შეიძლება შეიცავდეს საზიანო წყალმცენარეების მაღალ დონეს.[2]

  • ჯანდაცვის უწყებები, წესისამებრ, ახორციელებენ ტოქსინის დონეების მონიტორინგს საეჭვო მოლუსკებში და აქვეყნებენ ინფორმაციას პლაჟების დახურვასთან დაკავშირებით როგორც ვებგვერდებზე, ასევე - აბრებზე. ადამიანებმა, რომლებსაც სურთ მოლუსკების შეგროვება, უნდა გამოიკვლიონ შესაბამისი წყაროები, რათა უზრუნველყონ, რომ ტოქსინების დონეები გაზომილია და უსაფრთხოა.

  • განვითარებად ქვეყნებში მოგზაურებმა თავიდან უნდა აირიდონ ნებისმიერი მოლუსკის მიღება, ვინაიდან მაღალია ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების რისკი. ზღვის მოლუსკების ტოქსინების განადგურება მოხარშვით ან გაყინვით ვერ ხერხდება.[2]​​[13]

ტეტროდოტოქსინთან კონტაქტი

  • პროფილაქტიკის მიზნით, რეკომენდებულია საეჭვო თევზის მოხმარებისგან თავის შეკავება. ხორკლიანი თევზის სხვადასხვა სახეობები არ უნდა იქნას მოხმარებული თუ ზედმიწევნით არ არის მომზადებული სერტიფიცირებული მზარეულის მიერ.

  • ლურჯრგოლიან რვაფეხასთან კონტაქტისგან თავის არიდებით ავირიდებთ ტეტროდოტოქსინის მოხვედრას ორგანიზმში. სახიფათო სახეობის ამოცნობა შეიძლება გართულდეს, ამიტომ რეკომენდებულია ავსტრალიისა და აზიის ოკეანის წყლებში სიფრთხილის გამოჩენა რვაფეხას ნებისმიერ სახეობასთან კონტაქტისას.[16]

კონოტოქსინთან კონტაქტი

  • პროფილაქტიკა ხდება კონუსისებრი ლოკოკინა Conus geographus-ის მიერ გამომუშავებული კონოტოქსინის ორგანიზმში მოხვედრისაგან თავის აცილებით.

  • მყვინთავებმა და ნიჟარების შემგროვებლებმა უნდა ისწავლონ ამ სახეობების ამოცნობა და მათთან კონტაქტის თავიდან აცილება. ღამის მყვინთავები განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ, ვინაიდან კონუსისებრი ლოკოკინები ღამით იკვებებიან და ამ დროს ინტოქსიკაციის რისკი შეიძლება უფრო მაღალი იყოს.[24]

მეორეული პრევენცია

აღნიშნული მოითხოვს ზღვის ტოქსინის სინდრომის ამოცნობას საეჭვო ანამნეზისა და გასინჯვის დასკვნების, შესაბამის უწყებაში საეჭვო მოვლენის შეტყობინების და მოქმედებების დაწყების მეშვეობით. უმეტეს შემთხვევებში, აღნიშნული საჭიროა კონკრეტულ ტოქსინთან კონტაქტის დადსტურებამდე გაცილებით ადრე.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას