შემთხვევის ანამნეზი
შემთხვევის ანამნეზი #1
48 წლის ქალი გვიან ღამით ოჯახთან ერთად საავადმყოფოში მოვიდა. უჩივის შფოთვას, პერიორალურ დაბუჟებას, ყლაპვის გაძნელებას, მზარდ სისუსტეს, ფეხზე დგომის გაძნელებასა და ქოშინს. პაციენტი შიშობს, რომ "მალე მოკვდება". მან ოჯახის წევრებთან ერთად ადგილობრივ პლაჟზე მიდიების მოსავალი აღნიშნა დa ზღვის პროდუქტი მიირთვა. მიდიები საღამოს, ზღვის მიმოქცევის დროს შეაგროვა. პაციენტის ანამნეზში საყურადღებოა ჰიპერტენზია და ჰიპერლიპიდემია, თუმცა არ აღენიშნება ფილტვის ან ნევროლოგიური დაავადების ანამნეზი. ოჯახის რამდენიმე სხვა წევრიც უჩიოდა პერიორალურ დაბუჟებას საკვების მიღებისას. ერთ-ერთი მათგანი უჩივის სისუსტეს. გასინჯვით ვლინდება პროქსიმალური კუნთების სისუსტე (5-დან 3-4) და პაციენტს არ შეუძლია წამოდგომა სიარულის ტესტირების ჩასატარებლად. სასიცოცხლო ნიშნები ნორმის ფარგლებშია, გარდა ჰიპერტენზიისა (არტერიული წნევა 178/98 მმ ვწყ სვ). გასინჯვით სხვამხრივ პათოლოგია არ ვლინდება. ლაბორატორიულად ელექტროლიტური დარღვევა არ ფიქსირდება. ამოსუნთქვის ნაკადის სიჩქარის პიკი დაბალია - 140 ლ/წუთში (პროგნოზული 500 ლ/წუთში). პაციენტის თქმით , სიმპტომები უარესდება გამოკვლევების პერიოდშიც. რეგიონული ტოქსიკოლოგიურ ცენტრი საქმის კურსშია. პლაჟი, სადაც ოჯახმა მიდიები შეაგროვა დახურული იყო ჯანდაცვის ადგილობრივი დეპარტამენტის მიერ, მოლუსკებში საქსიტოქსინის მომატებული დონის გამო. ოჯახმა სიბნელეში ვერ შენიშნა დახურვის სანიშნე აბრა. პაციენტი საავადმყოფოში მიიღეს დაკვირვებისა და მონიტორინგის მიზნით. ორი საათის შემდეგ, სატურაცია ეცემა 86%-მდე და ამოსუნთქვის შემდგომი CO₂ იზრდება 58 მმ.ვწყ.სვ.-მდე. პაციენტს ჩაუტარდა სედაცია, ოროტრაქეული ინტუბაცია და ვენტილაცია. მომდევნო დღეს სისუსტემ მზარდად იკლო. არტერიული წნევა დაქვეითდა. ვენტილაცია გაგრძელდა 18 საათი და შემდეგ აღინიშნა წარმატებული სპონტანური სუნთქვა და ჩატარდა ექსტუბაცია. 24 საათის შემდეგ პაციენტი გაეწერა. სისუსტე გრძელდებოდა, თუმცა მდგომარეობა უმჯობესდებოდა.
შემთხვევის ანამნეზი #2
27 წლის მამაკაცი სოლომონის კუნძულებიდან ყვინთვის ექსპედიციიდან დაბრუნდა. მას აღენიშნება მზარდი სისუსტე, კოორდინაციის დარღვევა, ყლაპვის გაძნელება და ქოშინი. ის უკანა რეისით მას შემდეგ დაბრუნდა, რაც წინა ღამე ყვინთვისას ლამაზი ნიჟარების შეგროვებაში გაატარა. როგორც მას ახსოვს, მარჯვენა ხელზე მწვავე ტკივილს გრძნობდა და 30 წუთის შემდეგ სისუსტე გამოუვლინდა. ფრენისას გამოიხატა მზარდი სისუსტე და სიარულის გაძნელება, საავადმყოფოში გადაიყვანა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ. გასინჯვისას მარჯვენა ხელის გულზე აღმაოაჩნდა ნაჩხვლეტი ჭრილობა ერითემისა და შეშუპების გარეშე. უჭირს ლაპარაკი, შეინიშნება ორმხრივი პტოზი და არ აქვს პირღებინების რეფლექსი. ყველა პერიფერიული კუნთის ჯგუფი სუსტია (5-დან 3-4) პაციენტი დისკოორდინირებულია, მათ შორის დარღვეულია სიარული და მოძრაობის სწრაფი შეცვლა. ამოსუნთქვის ნაკადის სიჩქარის პიკი შეადგენს 200 ლ/წუთში (პროგნოზული 600 ლ/წუთში). გასინჯვით სასიცოცხლო მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია. პაციენტის თქმით, სიმპტომები უარესდება გამოკვლევების პერიოდშიც. დაუკავშირდნენ რეგიონულ ტოქსიკოლოგიურ ცენტრს. შესაბამისი ნიჟარები შეისწავლეს და აღმოჩნდა, რომ კონუსისებრი ლოკოკინის ნიჟარა Conus geographus, წააგავს პაციენტის მიერ შეგროვებულ ნიჟარებს.
სხვა გამოვლინებები
ტეტროდოტოქსინით მოწამვლის სიმპტომები, მაგალითად, მუცელნემსას საკვებად მიღების ან ლურჯრგოლებიან რვაფეხასთან კონტაქტის შემდეგ, შეიძლება იყოს: შფოთვა, პირის დაბუჟება, პროგრესირებადი სისუსტე და პროგრესირებადი დამბლა, რაც იწვევს სუნთქვის უკმარისობას.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას