კრიტერიუმები

მოძრაობის დარღვევების საზოგადოება, პარკინსონის დაავადების კლინიკური დიაგნოსტიკური კრიტერიუმები[1][69]

მოძრაობის დარღვევების საზოგადოების 2015 წლის კრიტერიუმების თანახმად, "პარკინსონიზმი" განიმარტება, როგორც ბრადიკინეზია და სულ მცირე ერთი: მოსვენებითი ტრემორი და/ან რიგიდულობა.

პარკინსონიზმის დიაგნოსტიკის შემდეგ, იდიოპათიური PD-ს დამხმარე კრიტერიუმებია: მკაფიო პასუხი დოფამინერგულ თერაპიაზე და/ან ლევოდოპა-ინდუცირებული დისკინეზიების არსებობა; დასვენების კიდურის ტრემორი; და დადებითი შედეგები მინიმუმ ერთი დამხმარე დიაგნოსტიკური ტესტიდან, რომელსაც აქვს 80%-ზე მეტი სპეციფიკა PD-ის დიფერენციალური დიაგნოზისთვის პარკინსონის სხვა პირობებისგან.

იდიოპათიური პარკინსონის დაავადების გამორიცხვის კრიტერიუმებია: ნათხემის პათოლოგიები; მზერის დამბლა; დემენცია დაავადების დასაწყისში; პარკინსონიზმი, რომელიც 3 წელზე მეტია მხოლოდ ქვედა კიდურებზე ვლინდება; დოპამინის რეცეპტორის ბლოკერის აგენტით მკურნალობა (მედიკამენტური პარკინსონიზმი); ლევოდოპას მაღალ დოზაზე რეაქციის არქონა; კორტიკალური მგრძნობელობის დაკარგვა, აპრაქსია ან აფაზია; პრე-სინაფსური დოპამინერგული სისტემის ნორმალური ფუნქციონირება რადიოლოგიური კვლევებით.

განახლებული, გაერთიანებული შკალა პარკინსონის დაავადების შესაფასებლად (MDS-UPRDS)[96]

ოთხნაწილიანი მულტი-მოდულური შეფასების შკალა-სისტემა, რომელიც განახლებულია პარკინსონის დაავადების არა-მოტორული სიმპტომების მოცვის მიზნით. დაავადების ადრეულ სტადიაზე კლინიკური შეფასებისთვის შეცვლილია მსუბუქი/საშუალო/მძიმე დაყოფა და შემოღებულია ძალიან მსუბუქი/მსუბუქი/საშუალო/მძიმე კატეგორიზაცია.

  • I ნაწილი = არა-მოტორული სიმპტომები ყოველდღიურ ცხოვრებაში (13 ერთეული)

  • II ნაწილი = მოტორული სიმპტომები ყოველდღიურ ცხოვრებაში (13 ერთეული)

  • III ნაწილი = მოტორული გასინჯვა (33 ქულა, ეფუძნება 18 ერთეულს, რამდენიმე მარჯვენა/მარცხენა დაყოფით)

  • IV ნაწილი = მოტორული გართულებები (6 ერთეული).

დიდი ბრიტანეთის PD Society Brain Bank კრიტერიუმები (UKPDSBB) სავარაუდო პარკინსონის დაავადების დიაგნოსტირებისთვის[97]

დადასტურების კრიტერიუმები:

1. ბრადიკინეზია (ნებითი მოძრაობის ინიცირების შენელება, სიჩქარის რა განმეორებითი აქტივობების ამპლიტუდის პროგრესირებადი კლება); და სულ მცირე ერთი ჩამოთვლილი:

  • კუნთოვანი რიგიდულობა

  • 4-6 ჰც მოსვენების ტრემორი

  • პოზიციური არასტაბილურობა, რომელიც არ არის გამოწვეული მხედველობითი, ვესტიბულური, ნათხემის ან პროპრიოცეპტური დისფუნქციით.

2. პარკინსონიზმის სხვა მიზეზების გამორიცხვა.

3. სულ მცირე სამი ჩამოთვლილი დამხმარე კრიტერიუმებიდან:

  • ცალმხრივი გამოვლენა დაწყებისას

  • მოსვენებითი ტრემორი

  • პროგრესირებადი დაავადება

  • პერსისტული ასიმეტრია, რომელიც პირველად გამოვლენილ მხარეს უფრო მძიმეა

  • დადებითი პასუხი (70%-დან 100%-მდე) ლევოდოპას მიმართ

  • ლევოდოპათი გამოწვეული მძიმე ქორეა

  • ლევოდოპაზე რეაგირება 5 ან მეტი წლით

  • კლინიკური მიმდინარეობა 10 ან მეტი წლით.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას