მკურნალობის ალგორითმი

ენდეთ მითითებებს

ebpracticenet პრიორიტეტი მიანიჭეთ ჩამოთვლილ ადგილობრივ გაიდლაინებს:

Richtlijn acute rinosinusitisავტორი: Werkgroep Ontwikkeling Richtlijnen Eerste Lijn (Worel)ბოლო გამოქვეყნება: 2023Guide de pratique clinique rhinosinusite aiguëავტორი: Groupe de travail Développement de recommandations de première ligneბოლო გამოქვეყნება: 2023

მიაქციეთ ყურადღება, რომ ფორმულა/შეყვანის გზა და დოზა შეიძლება განსხვავებული იყოს მედიკამენტების დასახელების და ბრენდის, ფორმულარის ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. მკურნალობის შესახებ რეკომენდაციები სპეციფიკურია პაციენტის ჯგუფების მიხედვით: იხილეთ გაფრთხილება

მწვავე

საეჭვო მწვავე ვირუსული სინუსიტი

Back
1-ლი რიგის –

დამხმარე თერაპია

ვირუსული სინუსიტის არსებობა ხდება საეჭვო, თუ სიმპტომები სტაბილურია და ვლინდება10 დღეზე ნაკლები დროის მანძილზე.

ზოგადად თვით-ლიმიტირებულ დაავადებას წარმოადგენს, ხოლო მკურნალობა ძირითდად სიმპტომურ ხასიათს ატარებს.

ადექვატური დასვენება, ჰიდრატაცია და სახის თბილი ნიღაბი შეიძლება სასარგებლო იყოს, ასევე C ვიტამინისა და თუთიის გამოყენება.[25]

პაციენტის მდგომარეობის ხელახალი შეფასების ჩატარებამდე აუცილებელია მკურნალობის მცდელობის გაგრძელება 5-დან 10 დღემდე.

Back
განიხილე –

ანალგეტიკები/ანტიპირეტიკები

დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ზოგიერთი პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან

რეკომენდებულია ტკივილის და/ან ცხელების აღმოცენებისას. მედიკამენტის შერჩევა განპირობებულია პაციენტის მიერ ტკივილის სუბიექტური აღქმის ხარისხით.

კოდეინის გამოყენება უკუნაჩვენებია 12 წლამდე ასაკის ბავშვებში, ამასთანავე, მისი მოხმარება არ არის რეოკმენდებული 12-18 წლის მოზარდებში, რომელთაც აღენიშნებათ სიმსუქნე ან მდგომარეობები, როგორებიცაა ძილის ობსტრუქციული აპნოე ან ფილტვის მძიმე დაავადება, რადგან ამან შეიძლება გაზარდოს სუნთქვის პრობლემების რისკი.[28] ზოგადად რეკომენდებულია 12 წლის ან მეტი ასაკის პაციენტებისთვის საშუალო ინტენსივობის მწვავე ტკივილის სამკურნალოდ, რომლის კუპირება სხვა ანალგეტიკებით ვერ ხერხდება ვერ ხერხდება. გამოიყენება მინიმალური ეფექტური დოზით, დროის უმოკლესი პერიოდის განმავლობაში, ხოლო მკურნალობის კურსი განსაზღვრულია 3-დღით,[29][30]

პირველადი პარამეტრები

პარაცეტამოლი: ბავშვები: 10-15 მგ/კგ პერორალურად, ყოველ 4-6 საათში ერთხელ საჭიროებისამებრ, 75 მგ/კგ/დღეში; მოზრდილები: 500-1000 მგ პერორალურად ყოველ 4-6 საათში ერთხელ საჭიროებისამებრ, მაქსიმუმ 4000 მგ/დღეში

ან

იბუპროფენი: ბავშვებში: 5-10 მგ/კგ პერორალურად, ყოველ 6-8 საათში ერთხელ საჭიროებისამებრ, მაქსიმუმ 40 მგ/კგ/დღე; მოზრდილებში: 300-400 მგ პერორალურად ყოველ 4-6 საათში ერთხელ საჭიროებისამებრ, მაქსიმუმ 2400 მგ/დღეში

მეორეული ვარიანტები

პარაცეტამოლი/კოდეინი: ≥12 წლის ბავშვებში: დოზის შესარჩევად გაიარეთ კონსულტაცია სპეციალისტთან; ზრდასრულებში: 30-60 მგ პერორალურად, 4-6 საათში ერთხელ, საჭიროების მიხედვით

მეტი
Back
განიხილე –

შეშუპების საწინააღმდეგო საშუალებები (დეკონგესტანტები)

დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ზოგიერთი პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან

შესაძლოა უზრუნველყოფდნენ სიმპტომურ შვებას ცხვირის დახშობის (გაჭედილობის) დროს.[1][14]

ადგილობრივი მოქმედების (ტოპიკალური) აგენტები (მაგ. ოქსიმეტაზოლინი) უპირატესია სისტემური მოქმედების აგენტებზე (მაგ. ფსევდოეფედრინზე), გაზრდილი პოტენციალის და ნაკლები გვერდითი ეფექტების განვითარების რისკის გამო

ადგილობრივი მოქმედების (ტოპიკალური) აგენტების გამოყენება უნდა იზღუდებოდეს 3-5 დღით, რიკოშეტული შეგუბებითი ეფექტის პრევენციის მიზნით.

პირველადი პარამეტრები

ნაზალური ოქსიმეტაზოლინი: 2-5 წლის ასაკის ბავშვებში: (0,025%) 2-3 შესხურება/წვეთი თითო ნესტოში დღეში ორჯერ, საჭიროების მიხედვით; >5 წლის ასაკის ბავშვებში და მოზრდილებში: (0,05%) 1-2 შესხურება/წვეთი თითო ნესტოში დღეში ორჯერ, საჭიროების მიხედვით

მეორეული ვარიანტები

ფსევდოეფედრინი: ზრდასრულებში: 30-60 მგ პერორალურად ყოველ 4-6 საათში ერთხელ საჭიროებისამებრ, მაქსიმუმ 240 მგ/დღეში

Back
განიხილე –

ინტრანაზალური კორტიკოსტეროიდები

რეკომენდებულია ცხვირის დახშობის (congestion) მქონე პაციენტებისთვის. ითვლება ეფექტურ საშუალებად და გააჩნია სისტემური გვერდითი ეფექტების დაბალი ინციდენტობა.[1][32][33][34] [ Cochrane Clinical Answers logo ]

ჩვეულებრივ, თერაპია რეკომენდებულია მინიმუმ 1 თვის განმავლობაში; თუმცა ეს დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობაზე.

პირველადი პარამეტრები

ნაზალური მომეტაზონი: 2-11 წლის ბავშვებში: 50 მიკროგრამი (1 შესხურება) თითო ნესტოში დღეში ერთხელ; ≥12 წლის ბავშვებში და ზრდასრულებში: 100 მიკროგრამი (2 შესხურება) თითო ნესტოში დღეში ერთხელ

Back
განიხილე –

იპრატროპიუმი

დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ზოგიერთი პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან

რინორეის მქონე პაციენტებისთვის შესაძლებელია ტოპიკალური ანტიქოლენერგიული საშუალებების გამოყენება, როგორიცაა, მაგალითად, იპრატროპიუმი.[35]

პირველადი პარამეტრები

ნაზალური იპრატროპიუმი: ≥6წლის ბავშვებში: (0,03%) 42 მიკროგრამი (2 შესხურება) თითო ნესტოში დღეში ორჯერ ან სამჯერ; ზრდასრულებში: (0,06%) 84 მიკროგრამი (2 შესხურება) თითო ნესტოში დღეში სამჯერ

Back
განიხილე –

ინტრანაზალური მარილოვანი ხსნარი

დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ზოგიერთი პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან

მარილოვანი ხსნარით შესხურება შესაძლოა იყოს გამოსადეგი ცხვირის დახშობის/გაჭედილობის (congestion) სამკურნალოდ ანთებითი რეაქციის შემცირების და ლორწოს გათხელებნის გზით, აგრეთვე გააჩნია დამატებითი უპირატესობა,რაც მდგომარეობს სხვა მედიკამენტების ნაკლებად გამოყენებაში.

ცხვირში ფიზიოლოგიური ხსნარის შესხურებები შესაძლოა ხელს უწყობდეს ნაზალური სიმპტომების შემსუბუქებას; თუმცა მათი გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილე, რადგან თუ პაციენტს არ ჩატარებია სინუსის ენდოსკოპიური ქირურგიული მანიპულაცია, შესაძლოა განვითარდეს ზეწოლის შეგრძნება ან დისკომფორტი სახის არეში ხსნარის არა-ოპერირებულ სინუსში ჩარჩენის შედეგად.[36]

პაციენტებისთვის შესაძლოა სარგებლის მომტანი იყოს თვით-ნაკეთი მარილოვანი ხსნარებით შესხურება. University of Michigan Health System: saltwater washes (nasal saline lavage or irrigation) for sinusitis Opens in new window

პირველადი პარამეტრები

ნაზალური მარილოვანი ხსნარები: ბავშვებში და ზრდასრულებში: 1-2 შესხურება/წვეთი თითო ნესტოში ყოველ 2-3 საათში ერთხელ ან საჭიროების მიხედვით

საეჭვო მწვავე ბაქტერიული სინუსიტი

Back
1-ლი რიგის –

ანტიბიოტიკთერაპია

გაიდლაინების თანახმად, ანტიბიოტიკოთერაპია ზოგადად რეკომენდებულია იმუნოკომპრომენტირებული, ან მძიმე ფორმის ავადობის მქონე პაციენტებისთვის.[1][2][40]

მიუხედავად იმისა, რომ გაიდლაინები შეიძლება განსხვავდებოდეს ემპირიული ანტიბიოტიკების მიხედვით, კვლევებმა ვერ დაადასტურეს რაიმე სხვაობა კლინიკურ შედეგში ანტიბიოტიკების სხვადასხვა სქემის გამოყენებისას.[44]

დაავადების მძიმე ფორმის მქონე ან იმუნოკომპრომისული პაციენტებისთვის პირველი რიგის პრეპარატის სახით რეკომენდებულია ამოქსიცილინ/კლავულანატის მაღალი დოზები, ბეტა-ლაქტამაზას გამომუშავების უნარის მქონე S pneumoniae-ის ენდემურად მომატებული სიხშირის გამო.[1] ამოქსიცილინ/კლავულანატის მაღალი დოზები ეფექტურია ვარიაბელური მგრძნობელობის მქონე პნევმოკოკების წინააღმდეგ.[56]

პენიცილინის მიმართ ალერგიის მქონე პაციენტებისთვის გონივრულ ალტერნატივას წარმოადგენს კომბინირებული თერაპია კლინდამიცინით და მესამე თაობის ცეფალოსპორინით (მაგ. ცეფიქსიმი, ცეფპოდოქსიმი, ცეფპროზილი). ასეთი პაციენტებისთვის არსებობს ცეფალოსპორინებზე ჯვარედინი მგრძნობელობის რისკი, თუმცა ეს რისკი დაბალია, თუ ალერგია ვლინდება მხოლოდ გამონაყარის სახით, რესპირატორული ფუნქციის დარღვევის გარეშე.[47]

ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ ალერგიულ მოზრდილი პირებისთვის მისაღებ ალტერნატივას აგრეთვე წარმოადგენს დოქსიციკლინი; თუმცა მისი გამოყენება ბავშვებში არ არის რეკომენდებული კბილების შეფერვისა და ემალის ჰიპოპლაზიის რისკის გამო.[48]

ბრიტანეთის ჯანმრთელობისა და კლინიკური დახელოვნების ეროვნული ინსტიტუტი გვირჩევს კლარითრომიცინს, ერითრომიცინს (ორსულ ქალებში), ან დოქსიციკლინს (მოზრდილებში და 12 წელზე უფროსი ასაკის ახალგაზრდებში), როგორც პირველი რიგის არჩევანს პენიცილინზე ალერგიისა და აუტანლობის მქონე ადამიანებისთვის.[46]

ფტორქინოლონები გამოიყენება მხოლოდ მწვავე ბაქტერიული სინუსიტის მქონე პაციენტებში, როდესაც მკურნალობის სხვა ალტერნატივა არ არსებობს.[49] მათი გამოყენება დასაშვებია ზრდასრულებში, თუ პენიცილინით ან ცეფალოსპორინებით მკურნალობა შეუძლებელია. ფთორქინოლონები ფრთხილად უნდა დაინიშნოს ბავშვებში, ძვალკუნთოვანი სისტემის გვერდითი ეფექტების რისკის გამო.[50] 2018 წლის ნოემბერში, ევროპის წამლის სააგენტომ (EMA) დაასრულა სისტემურ და საინჰალაციო ფტორქინოლონებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი, უნარშემზღუდველი და პოტენციურად შეუქცევადი არასასურველი ეფექტების მიმოხილვა. ეს გვერდითი ეფექტები მოიცავს ტენდინიტს, მყესის გახევას, ართრალგიას, ნეიროპათიებს და სხვა ძვალკუნთოვან ან ნერვული სისტემისმხრივ ეფექტებს. ამ მიმოხილვის შედეგად, EMA იძლევა ფტორქინოლონების შეზღუდვის რეკომენდაციას, მხოლოდ მნიშვნელოვანი ან სიცოცხლისათვის საშიში ბაქტერიული ინფექციების დროს გამოსაყენებლად. მეტიც რეკომენდებულია, რომ ფტორქინოლონები არ უნდა გამოვიყენოთ მსუბუქი და ზომიერი ინფექციების დროს, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც კონკრეტული ინფექციის სხვა შესაბამისი ანტიბიოტიკები ვერ გამოიყენება; ფტორქინოლონები ასევე არ უნდა გამოვიყენოთ არამძიმე, არაბაქტერიული, ან თვითგანკურნებადი ინფექციების დროს. მყესის დაზიანების უფრო მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან ასაკოვანი, თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტები ან პაციენტები, რომელთაც გადანერგული აქვთ პარენქიმული ორგანოები, ასევე ისინი, რომლებიც მკურნალობენ კორტიკოსტეროიდებით. თავიდან უნდა ავიცილოთ ფტორქინოლონის და კორტიკოსტეროიდის ერთდროული მიღება.[51] გაერთიანებული სამეფოს მედიკამენტებისა და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელი სააგენტო (MHRA) მხარს უჭერს ამ რეკომენდაციებს.[52] 2016 წელს აშშ-ს სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) გამოსცა უსაფრთხოების მსგავსი კომუნიკე, რომელიც ზღუდავდა ფტორქინოლონების გამოყენებას მწვავე სინუსიტის, მწვავე ბრონქიტის და საშარდე გზების გაურთულებელი ინფექციების დროს.[53] ამ შეზღუდვების გარდა, FDA-მ გაავრცელა გაფრთხილებები აორტის გაშრევების, მნიშვნელოვანი ჰიპოგლიკემიის და ფსიქიური ჯანმრთელობის მხრივ უარყოფითი გვერდითი მოვლენების გაზრდილი რისკის შესახებ იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ფტორქინოლონებს.[54][55]

მკურნალობის კურსის რეკომენდებული ხანგრძლივობა არ არის ცხადი.[40] თუმცა, მიზანშეწონილია 10-14 დღე, განსაკუთრებით იმუნოკომპრომენტირებული, ან დაავადების მძიმე ფორმის მქონე პაციენტებისთვის.[1][2]

თუ მკურნალობის 3-5 დღის შემდეგ სიმპტომების გაუმჯობესება არ აღინიშნა, გასათვალისწინებელი ხდება ალტერნატიული ანტიბიოტიკების ჩართვის აუცილებლობა.[2] ასევე საჭიროა ყელ-ყურ-ცხვირის სპეციალისტის კონსულტაციის საკითხის დაყენება.

ინფექციის მქონე პაციენტებისთვის, რომელთაც ესაჭიროება ჰოსპიტალიზაცია, მიზანშეწონილია ინტრავენური ანტიბიოტიკოთერაპიის ჩატარება.

პირველადი პარამეტრები

ამოქსიცილინ/კლავულანატი: ბავშვებში: 90 მგ/კგ/დღეში პერორალურად, 2 დაყოფილი დოზით; ზრდასრულებში: 2000 მგ პერორალურად (გახანგრძლივებული გამოთავისუფლების) დღეში ორჯერ

მეტი

მეორეული ვარიანტები

კლინდამიცინი: ბავშვებში: 30-40 მგ/კგ/დღეში პერორალურად, 3 დაყოფილი დოზით; ზრდასრულებში: 150-450 მგ პერორალურად დღეში სამჯერ

--და--

ცეფიქსიმი: ბავშვებში: 8 მგ/კგ/დღეში პერორალურად, 1-2 დაყოფილი დოზით; ზრდასრულებში: 400 მგ პერორალურად დღეში ერთხელ

იყოს

ცეფპოდოქსიმი: ბავშვებში: 10 მგ/კგ/დღეში პერორალურად, 2 დაყოფილი დოზით; ზრდასრულებში: 200 მგ პერორალურად დღეში ორჯერ

ან

დოქსოციკლინი: ზრდასრულებში: 100 მგ პერორალურად დღეში ორჯერ, ან 200 მგ პერორალურად დღეში ერთხელ

ან

ცეფტრიაქსონი: ბავშვებში: 50 მგ/კგ/დღეში ინტრავენურად, დაყოფილი დოზებით ყოველ 12 საათში ერთხელ; ზრდასრულებში: 1-2 გ ინტრავენურად ყოველ 12-24 საათში ერთხელ

ან

ცეფოტაქსიმი: ბავშვებში: 100-200 მგ/კგ/დღეში ინტრავენურად, დაყოფილი დოზებით ყოველ 6 საათში ერთხელ; ზრდასრულებში: 2 გ ინტრავენურად ყოველ 4-6 საათში ერთხელ

ან

კლარითრომიცინი: ბავშვები: 7.5 მგ/კგ პერორალურად დღეში ორჯერ, მაქსიმუმი 500 მგ/დოზაზე; მოზრდილები: 500 მგ პერორალურად დღეში ორჯერ

ან

ერითრომიცინი: ზრდასრულები: 250-500 მგ პერორალურად ოთხჯერ დღეში, ან 500-1000 მგ ორჯერ დღეში

მესამე ვარიანტები

მოქსიფლოქსაცინი: ბავშვებში: დოზირების თაობაზე მიმართეთ სპეციალისტს; ზრდასრულებში: 400 მგ პერორალურად/ინტრავენურად დღეში ერთხელ

ან

ლევოფლოქსაცინი: ბავშვებში: დოზირების თაობაზე მიმართეთ სპეციალისტს; ზრდასრულებში: 500 მგ პერორალურად/ინტრავენურად დღეში ერთხელ

Back
პლიუს –

ყელ-ყურ-ცხვირის სპეციალისტთან მიმართვა

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

სპეციალისტს გააჩნია შესაძლებლობა, განახორციელოს ანტიბიოტიკოთერაპიის კორექცია ნაკლებგავრცელებული პათოგენებური მიკროორგანიზმების დაფარვის მიზნით (მაგალითად, დაამატოს მეტრონიდაზოლი ან კლინდამიცინი ანაერობებზე გავლენის გასაძლიერებლად), აგრეთვე უზრუნველყოს ხელახალი შეფასება თანმხლები პათოლოგიების და ანატომიური ანომალიების არსებობაზე, ან სულაც დაგეგმოს ქირურგიული მკურნალობა.[2]

Back
პლიუს –

დამხმარე თერაპია

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

ადექვატური დასვენება, ჰიდრატაცია და სახის თბილი ნიღაბი შეიძლება სასარგებლო იყოს, ასევე C ვიტამინისა და თუთიის გამოყენება.[25] თერაპიული მეთოდის შერჩევა დამოკიდებულია სპეციფიური სიმპტომების არსებობაზე.

Back
განიხილე –

ანალგეტიკები/ანტიპირეტიკები

დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ზოგიერთი პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან

რეკომენდებულია ტკივილის და/ან ცხელების აღმოცენებისას. მედიკამენტის შერჩევა განპირობებულია პაციენტის მიერ ტკივილის სუბიექტური აღქმის ხარისხით.

კოდეინის გამოყენება უკუნაჩვენებია 12 წლამდე ასაკის ბავშვებში, ამასთანავე, მისი მოხმარება რეოკმენდებული არ არის 12-18 წლის მოზარდებში, რომელთაც აღენიშნებათ სიმსუქნე ან მდგომარეობები, როგორებიცაა ძილის ობსტრუქციული აპნოე ან ფილტვის მძიმე დაავადება, ვინაიდან ამგვარ პირობებში იმატებს სუნთქვის პრობლემების რისკი.[28] ზოგადად რეკომენდებულია 12 წლის ან მეტი ასაკის პაციენტებისთვის საშუალო ინტენსივობის მწვავე ტკივილის სამკურნალოდ, რომლის წარმატებული მართვა სხვა ტკივილგამაყუჩებლების საშუალებით ვერ ხერხდება. გამოიყენება მინიმალური ეფექტური დოზით, დროის უმოკლესი პერიოდის განმავლობაში, არაუმეტეს 3-დღიანი სამკურნალო კურსის სახით.[29][30]

პირველადი პარამეტრები

პარაცეტამოლი: ბავშვები: 10-15 მგ/კგ პერორალურად, ყოველ 4-6 საათში ერთხელ საჭიროებისამებრ, 75 მგ/კგ/დღეში; მოზრდილები: 500-1000 მგ პერორალურად ყოველ 4-6 საათში ერთხელ საჭიროებისამებრ, მაქსიმუმ 4000 მგ/დღეში

ან

იბუპროფენი: ბავშვებში: 5-10 მგ/კგ პერორალურად, ყოველ 6-8 საათში ერთხელ საჭიროებისამებრ, მაქსიმუმ 40 მგ/კგ/დღე; მოზრდილებში: 300-400 მგ პერორალურად ყოველ 4-6 საათში ერთხელ საჭიროებისამებრ, მაქსიმუმ 2400 მგ/დღეში

მეორეული ვარიანტები

პარაცეტამოლი/კოდეინი: ≥12 წლის ბავშვებში: დოზის შესარჩევად გაიარეთ კონსულტაცია სპეციალისტთან; ზრდასრულებში: 30-60 მგ პერორალურად, 4-6 საათში ერთხელ, საჭიროების მიხედვით

მეტი
Back
განიხილე –

შეშუპების საწინააღმდეგო საშუალებები (დეკონგესტანტები)

დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ზოგიერთი პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან

შესაძლოა უზრუნველყოფდნენ სიმპტომურ შვებას ცხვირის დახშობის (გაჭედილობის) დროს.[1]

ადგილობრივი მოქმედების (ტოპიკალური) აგენტები (მაგ. ოქსიმეტაზოლინი) უპირატესია სისტემური მოქმედების აგენტებზე (მაგ. ფსევდოეფედრინზე), გაზრდილი პოტენციალის და ნაკლები გვერდითი ეფექტების განვითარების რისკის გამო

ადგილობრივი მოქმედების (ტოპიკალური) აგენტების გამოყენება უნდა იზღუდებოდეს 3-5 დღით, რიკოშეტული შეგუბებითი ეფექტის პრევენციის მიზნით.

პირველადი პარამეტრები

ნაზალური ოქსიმეტაზოლინი: 2-5 წლის ასაკის ბავშვებში: (0,025%) 2-3 შესხურება/წვეთი თითო ნესტოში დღეში ორჯერ, საჭიროების მიხედვით; >5 წლის ასაკის ბავშვებში და მოზრდილებში: (0,05%) 1-2 შესხურება/წვეთი თითო ნესტოში დღეში ორჯერ, საჭიროების მიხედვით

მეორეული ვარიანტები

ფსევდოეფედრინი: ზრდასრულებში: 30-60 მგ პერორალურად ყოველ 4-6 საათში ერთხელ საჭიროებისამებრ, მაქსიმუმ 240 მგ/დღეში

Back
განიხილე –

ინტრანაზალური კორტიკოსტეროიდები

დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ზოგიერთი პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან

რეკომენდებულია ცხვირის დახშობის~გაჭედილობის (congestion) მქონე პაციენტებისთვის.

ითვლება ეფექტურ საშუალებად და გააჩნია სისტემური გვერდითი ეფექტების დაბალი ინციდენტობა.[1][32][34] [ Cochrane Clinical Answers logo ]

ჩვეულებრივ, თერაპია რეკომენდებულია მინიმუმ 1 თვის განმავლობაში; თუმცა ეს დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობაზე.

პირველადი პარამეტრები

ნაზალური მომეტაზონი: 2-11 წლის ბავშვებში: 50 მიკროგრამი (1 შესხურება) თითო ნესტოში დღეში ერთხელ; ≥12 წლის ბავშვებში და ზრდასრულებში: 100 მიკროგრამი (2 შესხურება) თითო ნესტოში დღეში ერთხელ

Back
განიხილე –

ინტრანაზალური მარილოვანი ხსნარი

დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ზოგიერთი პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან

მარილოვანი ხსნარით შესხურება შესაძლოა იყოს გამოსადეგი ცხვირის დახშობის/გაჭედილობის (congestion) სამკურნალოდ ანთებითი რეაქციის შემცირების და ლორწოს გათხელებნის გზით, აგრეთვე გააჩნია დამატებითი უპირატესობა,რაც მდგომარეობს სხვა მედიკამენტების ნაკლებად გამოყენებაში.

ცხვირში ფიზიოლოგიური ხსნარის შესხურებები შესაძლოა ხელს უწყობდეს ნაზალური სიმპტომების შემსუბუქებას; თუმცა მათი გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილე, რადგან თუ პაციენტს არ ჩატარებია სინუსის ენდოსკოპიური ქირურგიული მანიპულაცია, შესაძლოა განვითარდეს ზეწოლის შეგრძნება ან დისკომფორტი სახის არეში ხსნარის არა-ოპერირებულ სინუსში ჩარჩენის შედეგად.[36]

პაციენტებისთვის შესაძლოა სარგებლის მომტანი იყოს თვით-ნაკეთი მარილოვანი ხსნარებით შესხურება. University of Michigan Health System: saltwater washes (nasal saline lavage or irrigation) for sinusitis Opens in new window

პირველადი პარამეტრები

ნაზალური მარილოვანი ხსნარები: ბავშვებში და ზრდასრულებში: 1-2 შესხურება/წვეთი თითო ნესტოში ყოველ 2-3 საათში ერთხელ ან საჭიროების მიხედვით

Back
1-ლი რიგის –

ფრთხილი დაკვირვების ტაქტიკა 10 დღის განმავლობაში, ან ანტიბიოტიკების დაუყონებლივი დაწყება დამხმარე თერაპიის პირობებში

ზოგიერთი გაიდლაინი ანტიბიოტიკოთერაპიის დაწესებამდე საწყისი 10 დღის განმავლობაში რეკომენდაციას უწევს ფრთხილი დაკვირვების ტაქტიკას დამხმარე თერაპიის პირობებში,[1] რადგან მსუბუქი შემთხვევების უმეტესობა ექვემდებარება უკუგანვითარებას მათი გამოყენების გარეშეც.[39] თუმცა, რადგან დაუყონებლივი ანტიბიოტიკოთერაპიის შედეგად შესაძლებელი ხდება სიმპტომების ხანგრძლივობის შემცირება, მისი გამოყენება დასაშვებია, თუ თერაპიის სარგებლიანობა (ანუ, ინფექციის ერადიკაცია, სიმპტომების გაუმჯობესება, ავადმყოფობის ხანგრძლივობის შეზღუდვა) გადაწონის მის რისკებს (ანუ, გვერდით ეფექტები, ხარჯი, მიდევნების საჭიროება, ბაქტერიული რეზისტენტობის ზრდა).[1][2][40]

Back
განიხილე –

ანტიბიოტიკთერაპია

დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ზოგიერთი პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან

დაავადების მსუბუქი ფორმის მქონე (ანუ, ცხელების არასებობა, სახის ან კბილის მსუბუქი მტკივნეულობა) იმუნოკომპეტენტური პაციენტებისთვის ანტიბიოტიკების დაუყონებლივი ჩართვა ზოგადად არ არის რეკომენდებული, რადგან მსუბუქი შემთხვევების უმეტესობა ექვემდებარება უკუგანვითარებას მათი გამოყენების გარეშეც.[1][39]

თუმცა, რადგან დაუყონებლივი ანტიბიოტიკოთერაპიის შედეგად შესაძლებელი ხდება სიმპტომების ხანგრძლივობის შემცირება, მისი გამოყენება დასაშვებია, თუ თერაპიის სარგებლიანობა (ანუ, ინფექციის ერადიკაცია, სიმპტომების გაუმჯობესება, ავადმყოფობის ხანგრძლივობის შეზღუდვა) გადაწონის მის რისკებს (ანუ, გვერდით ეფექტები, ხარჯი, მიდევნების საჭიროება, ბაქტერიული რეზისტენტობის ზრდა).[1][2][40]

ამოქსიცილინი პირველი რიგის არჩევანია იმუნოომპეტენტურ პაციენტებში, რომელთაც არა აქვთ დაავადების მძიმე ფორმა[1][2] შესაძლებელია ამოქსიცილინ/კლავულანატის გამოყენება მეორე რიგის არჩევანის სახით, თუმცა ზოგიერთი გაიდლაინი მას უწევს რეკომენდაციას, როგორც პირველი რიგის არჩევანს.[1][2]

ბრიტანეთის ჯანდაცვისა და ექიმთა დახელოვნების ეროვნული ინსტიტუტის (NICE) გაიდლაინებით რეკომენდებულია პირველი რიგის პრეპარატის სახით ფენოქსიმეთილპენიცილინის გამოყენება პაციენტებში, რომელთაც სიმპტომები 10 დღეზე მეტხანს უგრძელდებათ, მაგრამ ზოგადად თავს ძალიან ცუდად არ გრძნობენ. თუ პაციენტი ზოგადად ძალიან ცუდად გრძნობს თავს და სინუსისტის სიმპტომები 10 დღეზე მეტხანს უგრძელდება, NICE-ის მიერ პირველი რიგის პრეპარატის სახით რეკომენდებულია ამოქსიცილინ/კლავულანატი.[46]

პენიცილინის მიმართ ალერგიის მქონე პაციენტებისთვის გონივრულ ალტერნატივას წარმოადგენს კომბინირებული თერაპია კლინდამიცინით და მეორე, ან მესამე თაობის ცეფალოსპორინით (მაგ. ცეფუროქსიმი, ცეფპოდოქსიმი, ცეფპროზილი). ასეთი პაციენტებისთვის არსებობს ცეფალოსპორინებზე ჯვარედინი მგრძნობელობის რისკი, თუმცა ეს რისკი დაბალია, თუ ალერგია ვლინდება მხოლოდ გამონაყარის სახით, რესპირატორული ფუნქციის დარღვევის გარეშე.[47]

ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ ალერგიულ მოზრდილი პირებისთვის მისაღებ ალტერნატივას აგრეთვე წარმოადგენს დოქსიციკლინი; თუმცა მისი გამოყენება ბავშვებში არ არის რეკომენდებული კბილების შეფერვისა და ემალის ჰიპოპლაზიის რისკის გამო.[48]

ბრიტანეთის ჯანმრთელობისა და კლინიკური დახელოვნების ეროვნული ინსტიტუტი გვირჩევს კლარითრომიცინს, ერითრომიცინს (ორსულ ქალებში), ან დოქსიციკლინს (მოზრდილებში და 12 წელზე უფროსი ასაკის ახალგაზრდებში), როგორც პირველი რიგის არჩევანს პენიცილინზე ალერგიისა და აუტანლობის მქონე ადამიანებისთვის.[46]

ფთორქინოლონები არ უნდა იქნას გამოყენებული მძიმე ინფექციების დროს.[50][52]

მკურნალობის კურსის რეკომენდებული ხანგრძლივობა არ არის ცხადი.[40] თუმცა, მოზრდილებისთვის მიზანშეწონილია 5-7 დღიანი კურსი, ხოლო ბავშვებისთვის 10-14 დღიანი კურსი.[1][2] NICE რეკომენდაციას უწევს 5-დღიან კურსს ზრდასრულებსა და ბავშვებში.[46][მტკიცებულების დონე A]

თუ მკურნალობის 3-5 დღის შემდეგ სიმპტომების გაუმჯობესება არ აღინიშნა, გასათვალისწინებელი ხდება ალტერნატიული ანტიბიოტიკების ჩართვის აუცილებლობა.[2] ასევე საჭიროა ყელ-ყურ-ცხვირის სპეციალისტის კონსულტაციის საკითხის დაყენება.

პირველადი პარამეტრები

ამოქსიცილინი: ბავშვებში: 45-90 მგ/კგ/დღეში პერორალურად, 2 დაყოფილი დოზით; ზრდასრულებში: 500-1000 მგ პერორალურად, დღეში სამჯერ, ან 875 მგ დღეში ორჯერ

ან

ამოქსიცილინ/კლავულანატი: ბავშვებში: 45-90 მგ/კგ/დღეში პერორალურად, 2 დაყოფილი დოზით; ზრდასრულებში: 500-875 მგ პერორალურად (გახანგრძლივებული გამოტავისუფლების), დღეში ორჯერ

მეტი

ან

ფენოქსიმეთილპენიცილინი: 1-11 თვის ბავშვებში: 62.5 მგ პერორალურად, დღეში ოთხჯერ; 1-5 წლის ბავშვებში: 125 მგ პერორალურად, დღეში ოთხჯერ; 6-11 წლის ბავშვებში: 250 მგ პერორალურად, დღეში ოთხჯერ; 12-17 წლის ბავშვებში და ზრდასრულებში: 500 მგ პერორალურად, დღეში ოთხჯერ

მეორეული ვარიანტები

კლინდამიცინი: ბავშვებში: 30-40 მგ/კგ/დღეში პერორალურად, 3 დაყოფილი დოზით; ზრდასრულებში: 150-450 მგ პერორალურად დღეში სამჯერ

--და--

ცეფუროქსიმი: ბავშვებში: 30 მგ/კგ/დღეში პერორალურად, 2 დაყოფილი დოზით; ზრდასრულებში: 250-500 მგ პერორალურად დღეში ორჯერ

იყოს

ცეფპოდოქსიმი: ბავშვებში: 10 მგ/კგ/დღეში პერორალურად, 2 დაყოფილი დოზით; ზრდასრულებში: 200 მგ პერორალურად დღეში ორჯერ

იყოს

ცეფპროზილი: ბავშვებში: 30 მგ/კგ/დღეში პერორალურად, 2 დაყოფილი დოზით; ზრდასრულებში: 250-500 მგ პერორალურად დღეში ორჯერ

ან

დოქსოციკლინი: ზრდასრულებში: 100 მგ პერორალურად დღეში ორჯერ, ან 200 მგ პერორალურად დღეში ერთხელ

ან

კლარითრომიცინი: ბავშვები: 7.5 მგ/კგ პერორალურად დღეში ორჯერ, მაქსიმუმი 500 მგ/დოზაზე; მოზრდილები: 500 მგ პერორალურად დღეში ორჯერ

ან

ერითრომიცინი: ზრდასრულები: 250-500 მგ პერორალურად ოთხჯერ დღეში, ან 500-1000 მგ ორჯერ დღეში

Back
განიხილე –

ანალგეტიკები/ანტიპირეტიკები

დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ზოგიერთი პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან

რეკომენდებულია ტკივილის და/ან ცხელების აღმოცენებისას. მედიკამენტის შერჩევა განპირობებულია პაციენტის მიერ ტკივილის სუბიექტური აღქმის ხარისხით.

კოდეინის გამოყენება უკუნაჩვენებია 12 წლამდე ასაკის ბავშვებში, ამასთანავე, მისი მოხმარება რეოკმენდებული არ არის 12-18 წლის მოზარდებში, რომელთაც აღენიშნებათ სიმსუქნე ან მდგომარეობები, როგორებიცაა ძილის ობსტრუქციული აპნოე ან ფილტვის მძიმე დაავადება, ვინაიდან ამგვარ პირობებში იმატებს სუნთქვის პრობლემების რისკი.[28] ზოგადად რეკომენდებულია 12 წლის ან მეტი ასაკის პაციენტებისთვის საშუალო ინტენსივობის მწვავე ტკივილის სამკურნალოდ, რომლის წარმატებული მართვა სხვა ტკივილგამაყუჩებლების საშუალებით ვერ ხერხდება. გამოიყენება მინიმალური ეფექტური დოზით, დროის უმოკლესი პერიოდის განმავლობაში, არაუმეტეს 3-დღიანი სამკურნალო კურსის სახით.[29][30]

პირველადი პარამეტრები

პარაცეტამოლი: ბავშვები: 10-15 მგ/კგ პერორალურად, ყოველ 4-6 საათში ერთხელ საჭიროებისამებრ, 75 მგ/კგ/დღეში; მოზრდილები: 500-1000 მგ პერორალურად ყოველ 4-6 საათში ერთხელ საჭიროებისამებრ, მაქსიმუმ 4000 მგ/დღეში

ან

იბუპროფენი: ბავშვებში: 5-10 მგ/კგ პერორალურად, ყოველ 6-8 საათში ერთხელ საჭიროებისამებრ, მაქსიმუმ 40 მგ/კგ/დღე; მოზრდილებში: 300-400 მგ პერორალურად ყოველ 4-6 საათში ერთხელ საჭიროებისამებრ, მაქსიმუმ 2400 მგ/დღეში

მეორეული ვარიანტები

პარაცეტამოლი/კოდეინი: ≥12 წლის ბავშვებში: დოზის შესარჩევად გაიარეთ კონსულტაცია სპეციალისტთან; ზრდასრულებში: 30-60 მგ პერორალურად, 4-6 საათში ერთხელ, საჭიროების მიხედვით

მეტი
Back
განიხილე –

შეშუპების საწინააღმდეგო საშუალებები (დეკონგესტანტები)

დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ზოგიერთი პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან

შესაძლოა უზრუნველყოფდნენ სიმპტომურ შვებას ცხვირის დახშობის (გაჭედილობის) დროს.[1][14]

ადგილობრივი მოქმედების (ტოპიკალური) აგენტები (მაგ. ოქსიმეტაზოლინი) უპირატესია სისტემური მოქმედების აგენტებზე (მაგ. ფსევდოეფედრინზე), გაზრდილი პოტენციალის და ნაკლები გვერდითი ეფექტების განვითარების რისკის გამო

ადგილობრივი მოქმედების (ტოპიკალური) აგენტების გამოყენება უნდა იზღუდებოდეს 3-5 დღით, რიკოშეტული შეგუბებითი ეფექტის პრევენციის მიზნით.

პირველადი პარამეტრები

ნაზალური ოქსიმეტაზოლინი: 2-5 წლის ასაკის ბავშვებში: (0,025%) 2-3 შესხურება/წვეთი თითო ნესტოში დღეში ორჯერ, საჭიროების მიხედვით; >5 წლის ასაკის ბავშვებში და მოზრდილებში: (0,05%) 1-2 შესხურება/წვეთი თითო ნესტოში დღეში ორჯერ, საჭიროების მიხედვით

მეორეული ვარიანტები

ფსევდოეფედრინი: ზრდასრულებში: 30-60 მგ პერორალურად ყოველ 4-6 საათში ერთხელ საჭიროებისამებრ, მაქსიმუმ 240 მგ/დღეში

Back
განიხილე –

ინტრანაზალური კორტიკოსტეროიდები

დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ზოგიერთი პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან

რეკომენდებულია ცხვირის დახშობის~გაჭედილობის (congestion) მქონე პაციენტებისთვის.

ითვლება ეფექტურ საშუალებად და გააჩნია სისტემური გვერდითი ეფექტების დაბალი ინციდენტობა.[1][32][34] [ Cochrane Clinical Answers logo ]

ჩვეულებრივ, თერაპია რეკომენდებულია მინიმუმ 1 თვის განმავლობაში; თუმცა ეს დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობაზე.

პირველადი პარამეტრები

ნაზალური მომეტაზონი: 2-11 წლის ბავშვებში: 50 მიკროგრამი (1 შესხურება) თითო ნესტოში დღეში ერთხელ; ≥12 წლის ბავშვებში და ზრდასრულებში: 100 მიკროგრამი (2 შესხურება) თითო ნესტოში დღეში ერთხელ

Back
განიხილე –

ინტრანაზალური მარილოვანი ხსნარი

დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ზოგიერთი პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან

მარილოვანი ხსნარით შესხურება შესაძლოა იყოს გამოსადეგი ცხვირის დახშობის/გაჭედილობის (congestion) სამკურნალოდ ანთებითი რეაქციის შემცირების და ლორწოს გათხელებნის გზით, აგრეთვე გააჩნია დამატებითი უპირატესობა,რაც მდგომარეობს სხვა მედიკამენტების ნაკლებად გამოყენებაში.

ცხვირში ფიზიოლოგიური ხსნარის შესხურებები შესაძლოა ხელს უწყობდეს ნაზალური სიმპტომების შემსუბუქებას; თუმცა მათი გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილე, რადგან თუ პაციენტს არ ჩატარებია სინუსის ენდოსკოპიური ქირურგიული მანიპულაცია, შესაძლოა განვითარდეს ზეწოლის შეგრძნება ან დისკომფორტი სახის არეში ხსნარის არა-ოპერირებულ სინუსში ჩარჩენის შედეგად.[36]

პაციენტებისთვის შესაძლოა სარგებლის მომტანი იყოს თვით-ნაკეთი მარილოვანი ხსნარებით შესხურება. University of Michigan Health System: saltwater washes (nasal saline lavage or irrigation) for sinusitis Opens in new window

პირველადი პარამეტრები

ნაზალური მარილოვანი ხსნარები: ბავშვებში და ზრდასრულებში: 1-2 შესხურება/წვეთი თითო ნესტოში ყოველ 2-3 საათში ერთხელ ან საჭიროების მიხედვით

Back
განიხილე –

ყელ-ყურ-ცხვირის (ENT) სპეციალისტთან მიმართვა

დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ზოგიერთი პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან

პაციენტები ექვემდებარებიან გადამისამართებას ყელ-ყურ-ცხვირის სპეციალისტთან, თუ მათი მდგომარეობა რეფრაქტერულია სტანდარტული ანტიბიოტიკოთერაპიის მიმართ.[1][2]

სპეციალისტს გააჩნია შესაძლებლობა, განახორციელოს ანტიბიოტიკოთერაპიის კორექცია ნაკლებგავრცელებული პათოგენებური მიკროორგანიზმების დაფარვის მიზნით (მაგალითად, დაამატოს მეტრონიდაზოლი ან კლინდამიცინი ანაერობებზე გავლენის გასაძლიერებლად), აგრეთვე უზრუნველყოს ხელახალი შეფასება თანმხლები პათოლოგიების და ანატომიური ანომალიების არსებობაზე, ან სულაც დაგეგმოს ქირურგიული მკურნალობა.[2]

ეჭვი მწვავე ინვაზიურ სოკოვან რინოსინუსიტზე

Back
1-ლი რიგის –

ყელ-ყურ-ცხვირის სპეციალისტთან მიმართვა

მწვავე ინვაზიური სოკოვანი რინოსინუსიტი არის იშვიათი და სიცოცხლისთვის საშიში ინფექცია, რომელსაც სიკვდილობის მაღალი მაჩვენებელი ახასიათებს. ამ მდგომარეობის მართვა გულისხმობს ქირურგიულ დამუშავებას, სისტემურ სოკოს საწინააღმდეგო თერაპიას და წინასწარ განმწყობი ფაქტორების კორექტირებას.[2][61]

მიმდინარე

რეციდიული ეპიზოდები

Back
1-ლი რიგის –

ყელ-ყურ-ცხვირის (ENT) სპეციალისტთან მიმართვა

პაციენტები ექვემდებარებიან გადამისამართებას ყელ-ყურ-ცხვირის (ENT) სპეციალისტთან, თუ მათი მდგომარეობა ატარებს რეციდიულ ხასიათს (მაგ. წელიწადში 4 ან მეტი ეპიზოდი), ან ახდენს მნიშვნელოვან გავლენას ცხოვრების ხარისხზე.[1][2]

სპეციალისტს გააჩნია შესაძლებლობა, განახორციელოს ანტიბიოტიკოთერაპიის კორექცია ნაკლებგავრცელებული პათოგენებური მიკროორგანიზმების დაფარვის მიზნით (მაგალითად, დაამატოს მეტრონიდაზოლი ან კლინდამიცინი ანაერობებზე გავლენის გასაძლიერებლად), აგრეთვე უზრუნველყოს ხელახალი შეფასება თანმხლები პათოლოგიების და ანატომიური ანომალიების არსებობაზე, ან სულაც დაგეგმოს ქირურგიული მკურნალობა.[2]

back arrow

აირჩიეთ პაციენტების ჯგუფი ჩვენი რეკომენდაციების სანახავად

მიაქციეთ ყურადღება, რომ ფორმულაცია/შეყვანის გზა და დოზირება შეიძლება განსხვავებული იყოს მედიკამენტების დასახელების და ბრენდების, წამლების ფორმულარის ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. მკურნალობის შესახებ რეკომენდაციები სპეციფიკურია პაციენტის ჯგუფების მიხედვით. იხილეთ გაფრთხილება

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას