კვლევები
ენდეთ მითითებებს
ebpracticenet პრიორიტეტი მიანიჭეთ ჩამოთვლილ ადგილობრივ გაიდლაინებს:
Richtlijn acute rinosinusitisავტორი: Werkgroep Ontwikkeling Richtlijnen Eerste Lijn (Worel)ბოლო გამოქვეყნება: 2023Guide de pratique clinique rhinosinusite aiguëავტორი: Groupe de travail Développement de recommandations de première ligneბოლო გამოქვეყნება: 20231-ად შესაკვეთი გამოკვლევები
კლინიკური დიაგნოზი
ტესტი
ლაბორატორიული ტესტები და ვიზუალიზაციის კვლევები არ არის ნაჩვენები რუტინული, გაურთულებელი მწვავე სინუსიტის შესაფასებლად. ვიზუალიზაცია შესაძლოა გამართლებული იყოს ისეთ შემთხვევებში, როგორიც არის გართულებები, სინუსიტის განმეორებითი ეპიზოდები, ეჭვი ანატომიური ანომალიების არსებობაზე, სწრაფად პროგრესირებადი ან საეჭვო მწვავე ინვაზიური სოკოვანი სინუსიტი, ან თუ არსებობს ეჭვი ალტერნატიულ დიაგნოზზე, როგორიცაა შაკიკის თავის ტკივილი ან ავთვისებიანი მდგომარეობები.[22]
შედეგი
დიაგნოზი დგინდება ანამნეზის და ფიზიკალური გასინჯვის საფუძველზე.
გასათვალისწინებელი კვლევები
ნაზალური ენდოსკოპია
ტესტი
რეკომედებულია პაციენტთა შერჩეული ჯგუფისთვის (მაგ. ემპირიული ანტიბიოტიკოთერაპიის მიმართ რეფრაქტერული პაციენტები, ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის შესაძლებლობა, იმუნოკომპრომენტირებული პაციენტები), რადგან მას შეუძლია უზრუნველყოს ცხვირის ღრუს და სინუსების შესანიშნავი ვიზუალიზაცია.
არსებობს ორი ტიპის ენდოსკოპი: რიგიდული და ელასტიური.
რიგიდული: გააჩნია უპირატესი რეზოლუცია და მისი მართვა ხდება ერთი ხელის დახმარებით. ეს აადვილებს საჭიროების შემთხვევაში კულტურის მოპოვებას ცხვირის ღრუდან ან სინუსიდან.
ელასტიური.: პაციენტებისთვის უფრო კომფორტულია, თუმცა მისი მართვა ხდება ორივე ხელის დახმარებით. იგი უპირატესია ბავშვთა ასაკში, რადგან ახასიათებს უკეთესი ამტანობა.
თუმცა როგორც მოზრდილების, ისე ბავშვთა გამოსაკვლევად შესაძლებელია ორივე ტიპის ენდოსკოპის გამოყენება. არჩევანი დამოკიდებულია შემსრულებლის გამოცდილებაზე და შემთხვევათა უმეტესობაში შედის ყელ-ყურ-ცხვირის სპეციალისტის კომპეტენციაში.
[Figure caption and citation for the preceding image starts]: ცხვირის ღრუს მარცხენამხრივი ენდოსკოპია ავლენს მცირე ზომის პოლიპის არსებობას და ჩირქგროვას შუა გასასვლელშიJoseph K. Han-ის კოლექციიდან [Citation ends].
შედეგი
ლორწოვანის ერითემა, ჩირქოვანი გამონადენი
სინუსის კულტურა
ტესტი
დიაგნოზის დასადგენად არ არის საჭირო, თუმცა, შესაძლოა სასარგებლო გახდეს მართვის გეგმის შერჩევისთვის, განსაკუთრებით თუ პაციენტი აღმოჩნდა რეფრაქტერული ემპირიული ანტიბიოტიკოთერაპიის მიმართ, გაჩნდა ეჭვი ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის შესაძლებლობაზე, ან თუ პაციენტი იმუნოკომპრომენტირებულია.
ენდოსკოპიური კულტურა, რომელიც აღებულია სინუსის დრენირების გაყოლებით, ხასიათდება კარგი ამტანობით და იმყოფება მაღალ კორელაციულ დამოკიდებულებაში პათოგენურ ბაქტერიასთან, განსაკუთრებით თუ ვლინდება შუა სავალის დაჩირქება; აქედან გამომდინარე, იგი წარმოადგენს არჩევის პროცედურას, როდესაც საჭირო ხდება კულტურის მიღება.[20]
კულტურები, რომლებიც მიღებულია უშუალოდ სინუსიდან (მაგ. სინუსის პუნქციით), ხასიათდება მაღალი სიზუსტით, თუმცა შეიძლება იყოს ძალიან მტკივნეული. ენდოსკოპიურ კულტურებს გააჩნია უპირატესობა.
კულტურები, რომელნიც მიღებულია ცხვირის ღრუდან ან ცხვირხახიდან, როგორიცა შესაბამისი ნაცხები, ცუდად კორელირებს მიზეზობრივ პათოგენთან.
შედეგი
დადებითი ორგანიზმზე
სინუსების CT (კონტრასტით)
ტესტი
მოთხოვნილია, თუ საეჭვოა გართულებების არსებობა, ან თუ საჭიროა ჩაღრმავებული გამოკვლევის ჩატარება (მაგ. რეციდიული ეპიზოდების ან საეჭვო ანატომიური ანომალიების არსებობისას) ალტერნატიული დიაგნოზის გამორიცხვის მიზნით.
CT სკანირება კონტრასტით არის არჩევითი ვიზუალიზაციის კვლევა მწვავე რინოსინუსიტის საეჭვო გართულებების შემთხვევაში.[1][22] მწვავე რინოსინუსინუსიტისთვის დამახასიათებელი, მაგრამ არა დიაგნოსტიკური, ნიშნები მოიცავენ სინუსის დაჩრდილვას, აირ-სითხის დონეს, ან ლორწოვანი გარსის გამოკვეთილ ან ძლიერ შესქელებას.[1] სკანირების აბსოლუტურად ნორმალური მონაცემები სინუსიტის დიაგნოზს გამორიცხავს.
CT ვერ განასხვავებს მწვავე ვირუსულ და მწვავე ბაქტერიულ სინუსიტებს, ამიტომ კლინიკური დიაგნოზი გადამწყვეტია.[14][22]
[Figure caption and citation for the preceding image starts]: სინუსების უკონტრასტო კომპიუტერული ტომოგრაფიით ჩანს ზედა ყბის სინუსის არასპეციფიურ აირ-სითხის დონესექ. Melissa Pynnonen-ის კოლექციიდან [Citation ends].
[Figure caption and citation for the preceding image starts]: სინუსების უკონტრასტო კომპიუტერული ტომოგრაფიის ნორმალური სურათიექ. Melissa Pynnonen-ის კოლექციიდან [Citation ends].
შედეგი
ავლენს სინუსის დაავადების გავრცელებას, ანომალურ ავნატომიურ სტრუქტურებს
სინუსების რენტგენოგრაფია
ტესტი
მიზანშეწონილი არ არის სინუსიტის შესაფასებლად რბილი ქსოვილების ვიზუალიზაციის შეზღუდული შესაძლებლობის გამო. თუ საჭიროა ვიზუალიზაცია, უნდა ჩანაცვლდეს CT სკანირებით.[22]
სინუსების ღრუების მიმოხილვითი რენტგენოგრაფია სხვადასხვა პროექციაში (პირდაპირი, ოქციპიტო-მენტალური, გვერდითი) სინუსის პუნქციასთან შედარებით ხასიათდება 76%-იანი სენსიტიურობით და 79%-იანი სპეციფიურობით.[1]
ვერ უზრუნველყოფს მწვავე ვირუსული და მწვავე ბაქტერიული სინუსიტების დიფერენცირებას, რადგან გადამწყვეტი მნიშვნელობა გააჩნია კლინიკურ დიაგნოსტიკას.[23]
შედეგი
შესაძლოა ავლენდეს აირ-სითხის დონეს დაზიანებულ სინუსში
მაგნიტურ რეზონანსული გამოსახვა (MRI)
ტესტი
MRI ინტრავენური კონტრასტით და მის გარეშე შესაძლოა სარგებლის მომტანი იყოს ექსტრა-სინუსური გართულებების საეჭვო შემთხვევაში.[1][22]
ორბიტების, სახის და კისრის MRI კვლევას ინტრავენური კონტრასტით და მის გარეშე შეუძლია დაადასტუროს პარანაზალური სინუსის ანთება და გამოავლინოს ორბიტალური და მიმდებარე ინტრაკრანიალური გართულებები.[22]
შედეგი
შესაძლოა ავლენდეს აირ-სითხის დონეს ან ლორწოვანი გარსის გასქელებას დაზიანებულ სინუსში, ან დაავადების გავრცელებას მოსაზღვრე სტრუქტურებზე, როგორიცაა ორბიტები ან თავის ტვინი
კისრის გვერდითი რენტგენოგრაფია
ტესტი
კისრის გვერდითი რენტგენოგრაფია შესაძლოა იყოს ინფორმატიული ბავშვთა ასაკის პაციენტების შესაფასებლად ადენოიდური ჰიპერტროფიის არსებობაზე ნაზალური ობსტრუქციის გამოვლენისას. ალტერნატივას წარმოადგენს ფლექსიბილური ნაზალური ენდოსკოპია, რომელიც ადასტურებს ადენოიდიტის არსებობას.
შედეგი
შესაძლოა ავლენდეს ადენოიდურ ჰიპერტროფიას ბავშვებში
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას