ეტიოლოგია
ენდეთ მითითებებს
ebpracticenet პრიორიტეტი მიანიჭეთ ჩამოთვლილ ადგილობრივ გაიდლაინებს:
Richtlijn acute rinosinusitisავტორი: Werkgroep Ontwikkeling Richtlijnen Eerste Lijn (Worel)ბოლო გამოქვეყნება: 2023Guide de pratique clinique rhinosinusite aiguëავტორი: Groupe de travail Développement de recommandations de première ligneბოლო გამოქვეყნება: 2023მწვავე სინუსიტის ყველაზე გავრცელებულ მიზეზს წარმოადგენს ვირუსული ინფექცია.[10] ვირუსული სინუსიტის ეპიზოდის შემდეგ, მწვავე ვირუსული სინუსიტების 0.5%-დან 2%-მდე განიცდის პროგრესირებას მწვავე ბაქტერიულ სინუსიტამდე.[7] ყველაზე ხშირი ბაქტერიებია: Streptococcus pneumoniae (შემთხვევების 35%), Haemophilus influenzae (შემთხვევების 40%), Moraxella catarrhalis (შემთხვევების 20%), ბეტა ჰემოლიზური სტრეპტოკოკი, როგორიცაა S pyogenes (შემთხვევების 8%).[11]
მიუხედავად იმისა, რომ ბაქტერიული პათოგენები დროთა განმავლობაში არ იცვლებიან, ცვლილებას განიცდის მათი ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის მახასიათებლები.[12] ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა დამოკიდებულია გეოგრაფიულ ადგილმდებარეობაზე; აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის ლოკალური მახასიათებლების გაგება.[1][7][12]
მიუხედავად იმისა, რომ მწვავე სინუსიტის უმეტესობა გამოწვეულია ვირუსული ინფექციით, ბაქტერიული ინფექციაზე ეჭვისას ხშირად ინიშნება ანტიბიოტიკები. თუმცა, ეს მიუღებელია ზედა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციების, რინიტის ან ბრონქიტისთვის. არსებობს იმის რისკი, რომ ისინი შეიძლება არასწორად იყოს კლასიფიცირებული როგორც სინუსიტი, რათა გაციების მკურნალობისას ექიმებმა, რომლებიც ნიშნავენ პრეპარატს, თავიდან აიცილონ შემოწმება .ამიტომ აღირიცხება სინუსიტის შემთხვევების ზედმეტად რაოდენობა.[13][14]
პათოფიზიოლოგია
მწვავე რინოსინუსიტის განვითარებას დიდი ალბათობით განაპირობებს მაპროვოცირებელი ფაქტორები (როგორიცაა გარემოს ტრიგერები), ვირუსული ინფექციის და სინონაზალური ლორწოვანი გარსის წიაღში განვითარებული მომდევნო ანთებითი რეაქციის ურთიერთქმედება.[15] მზარდი შეშუპების და ლორწოვანი სეკრეციის პირობებში, სინუსის შესართავი ხვრელი განიცდის ობსტრუქციას, რასაც სდევს ნორმალური ვენტილაციის და სინუსის დრენირების შეფერხება. მუკოცილიარული სანაციის დაქვეითებასთან ერთად ვითარდება სეკრეტების სტაზი და ჩნდება ბაქტერიული ინფექციის შეღწევის შესაძლებლობა. ანთებითი რეაქციის კუთხით, სიმსივნის ნეკროზის ფაქტორი-ბეტას და გამა ინტერფერონის მაღალი დონეების არსებობა ასოცირებულია სხვადასხვა პრო-ანთებთი ციტოკინების გამოთავისუფლებასთან.
კლასიფიკაცია
სინუსიტის ტიპები
სიმპტომების ხანგრძლივობა:[1]
მწვავე: ≤4 კვირა ან ნაკლები
ქვემწვავე: 4-12 კვირა
ქრონიკული: ≥12 კვირა
მწვავე მორეციდივე: ≥4 ეპიზოდი წელიწადში.
სიმძიმე:[2]
ხასიათდება ცხელებით, ცხვირიდან ჩირქოვანი გამონადენით, სახის ან კბილის ზომიერი ან მძიმე ტკივილით, ან პერიორბიტალური შეშუპებით, რომელიც მინიმუმ 3-4 დღე გრძელდება.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას