დიფერენციული დიაგნოზები

ენდეთ მითითებებს

ebpracticenet პრიორიტეტი მიანიჭეთ ჩამოთვლილ ადგილობრივ გაიდლაინებს:

Richtlijn acute rinosinusitisავტორი: Werkgroep Ontwikkeling Richtlijnen Eerste Lijn (Worel)ბოლო გამოქვეყნება: 2023Guide de pratique clinique rhinosinusite aiguëავტორი: Groupe de travail Développement de recommandations de première ligneბოლო გამოქვეყნება: 2023

ალერგიული რინიტი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ოკულარული და/ან ნაზალური ქავილი.

ცემინება.

რინორეა.

თავის ტკივილი, ჩირქოვანი გამონადენი და სახის არეში ტკივილი/ზეწოლის შეგრძნება ნაკლები სიხშირით ვლინდება.

კვლევები

კანის სინჯი ალერგენებზე: დაუყონებლივი ტიპის ურტიკარული რეაქცია სპეციფიური ანტიგენის კანში შეყვანაზე 3 მმ-ით მეტია ნეგატიურ (მარილოვანი ხსნარის) კონტროლთან შედარებით.

In vitro-სპეციფიური IgE-ს განსაზღვრა: სპეციფიური ალერგიული პასუხი.[23]

არა-ალერგიული რინიტი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ნაზალურ დაავადებათა ჰეტეროგენული ჯგუფი, რომელსაც ძირითადი ფაქტორების სახით ახასიათებს ცხვირის ობსტრუქცია (დახშობა) ან რინორეა.

ანამნეზში ორსულობა, ბარომეტრიული ცვლილებები, საკვებთან ასოცირებული სიმპტომები ან ჰიპოთირეოზი, ჰიპოთიროიდიზმი.

კვლევები

დიაგნოზი დგინდება კლინიკურად: განმასხვავებელი ტესტები არ არსებობს.

შაკიკი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

პაციენტები აღნიშნავენ 'სინუსების რეციდიული ინფექციის' ანამნეზს, რომლისთვისაც ყველაზე გამორჩეულ სიმპტომს წარმოადგენს ზომიერი ან ძლიერი ინტენსივობის თავის ტკივილი.

მგრძნობელობა სინათლის ან ხმაურის მიმართ.

აურა.

გულისრევა.

სიმპტომები კლებულობს მშვიდ, ბნელ ოთახში ჯდომის ან წოლისას.

ცხვირიდან ჩირქოვანი გამონადენის არარსებობა.

კვლევები

დიაგნოზი დგინდება კლინიკურად: განმასხვავებელი ტესტები არ არსებობს.[26] რადიოლოგიური ტესტების საშუალებით შესაძლებელია მწვავე ბაქტერიული სინუსიტის ნიშნების გამორიცხვა.

ადენოიდიტი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ძნელადაა განსასხვავებელი პედიატრიულ პოპულაციაში, რადგან ორივე მდგომარეობას მსგავსი სიმპტომები ახასიათებს.

კვლევები

ელასტიური ნაზალური ენდოსკოპია გამოსადეგია ინფექციის წყაროს განსაზღვირსთვის, როგორც ადენოიდებიდან, ასევე სინუსებიდანაც.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას