შემთხვევის ანამნეზი

ენდეთ მითითებებს

ebpracticenet პრიორიტეტი მიანიჭეთ ჩამოთვლილ ადგილობრივ გაიდლაინებს:

Richtlijn acute rinosinusitisავტორი: Werkgroep Ontwikkeling Richtlijnen Eerste Lijn (Worel)ბოლო გამოქვეყნება: 2023Guide de pratique clinique rhinosinusite aiguëავტორი: Groupe de travail Développement de recommandations de première ligneბოლო გამოქვეყნება: 2023

შემთხვევის ანამნეზი #1

19 წლის ქალი პაციენტი, რომელსაც აღენიშნება ცხვირიდან ჩირქოვანი გამონადენის და ცხვირის დახშობის12 დღის ანამნეზი, რასაც თან ახლევს ცხელება, მიალგია და ზეწოლის შეგრძნება სახის არეში. სხვა მხრივ პაციენტი ჯანმრთელია და მუშაობს მასწავლებლად. ავადმყოფობის 5 დღის შემდეგ პაციენტის სიმპტომებმა გაუმჯობესება დაიწყო; თუმცა, მომდევნო რამდენიმე დღეა მდგომარეობა კვლავ გაუარესდა, არარეცეპტული ტკივილგამაყუჩებლების გამოყენების მიუხედავად. ფიზიკური გასინჯვით ვლინდება ცხვირის ქვედა ნიჟარების შეშუპება და სქელი, მოყვითალო ლორწო ცხვირის ღრუში. ნაზალური ენდოსკოპიით აღინოშნება ჩირქოვან დრენაჟი და მცირე პოლიპის არსებობას ოსტიომეატალურ კომპლექსში. ადენოიდები მცირე ზომისაა და ერითემატოზული.

შემთხვევის ანამნეზი #2

33 წლის მამაკაცი, რომელსაც ანამნეზში აღენიშნება პედიატრიულ ასაკში აღმოცენებული ასთმა, ატოპიური დერმატიტი და ალერგიული რინიტი, ბოლო 7 დღის განმავლობაში აღნიშნავს სახეზე ზეწოლის შეგრძნებას, კბილის ტკივილს, ცხვირის დახშობას და ყნოსვის დაქვეითებას (ჰიპოსმიას). პაციენტს აღნიშნული სიმპტომები განუვითარდა მალევე საკუთარი მდელოს მოთიბვის შემდეგ. სიმპტომები არ გაუმჯობესდა ინტრანაზალური კორტიკოსტეროიდის და ანტიჰისტამინის გამოყენების და ინტრანაზალური მარილოვანი გამორეცხვის მიუხედავად. ფიზიკალური გასინჯვა ავლენს ძგიდის მარცხენამხრივ გამრუდებას და მარჯვნივ ნიჟარის მოზრდილ ბულოზურ დეფორმაციას (concha bullosa). პოლიპები არ აღინიშნება, თუმცა ვლინდება ცხვირის ნიჟარების შეშუპება და თხელი, გამჭვირვალე ლორწოს არსებობა.

სხვა გამოვლინებები

სხვა სიმპტომებიდან შესაძლოა აღინიშნოს ყელის ტკივილი ან უფერო გამონადენი ცხვირიდან, რაც ჩვეულებრივ დაავადების ვირუსულ მიზეზზე მიანიშნებს.[3] პაციენტებს, განსაკუთრებით ბავშვებს ზედა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციით, ასევე შეიძლება ახასიათებდეთ ხველა პოსტნაზალური წვეთის ან ასთმის მწვავე გამწვავების გამო.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას