პროგნოზი
ენდეთ მითითებებს
ebpracticenet პრიორიტეტი მიანიჭეთ ჩამოთვლილ ადგილობრივ გაიდლაინებს:
Richtlijn acute rinosinusitisავტორი: Werkgroep Ontwikkeling Richtlijnen Eerste Lijn (Worel)ბოლო გამოქვეყნება: 2023Guide de pratique clinique rhinosinusite aiguëავტორი: Groupe de travail Développement de recommandations de première ligneბოლო გამოქვეყნება: 2023ზოგადად, მწვავე სინუსიტი განიხილება თვით-ლიმიტირებულ დაავადებად, რომელიც ჩვეულებრივ განიცდის უკუგანვითარებას 1 თვის ფარგლებში. მიუხედავად ამისა, პაციენტთა შესაბამისად შერჩეულ ჯგუფში ანტიბიოტიკების გამოყენება შესაძლოა ზღუდავდეს სიმპტომების ხანგრძლივობას და სიმძიმეს.
რეციდივები
სტრუქტურული ანატომიური ვარიანტების მქონე პაციენტები (მაგ. ნიჟარის ბულოზური დეფორმაცია [concha bullosa], ძგიდის გამრუდება, ინფრა-ორბიტალური ეთმოიდური წიაღი) უფრო მიდრეკილნი არიან რეციდიული მწვავე სინუსიტის, ან სულაც პერსისტიული სინუსიტის განვითარებისკენ. რეციდივები აგრეთვე დამოკიდებულია გამამწვავებელი მდგომარეობის ზეგავლენაზე, როგორიცაა ვირუსული ბუნების ზედა სასუნთქი გზების ინფექცია.
გართულებები
გართულებები უფრო ხშირია პედიატრიულ პოპულაციაში და განპირობებულია მოსაზღვრე სტრუქტურებზე ინფექციის პირდაპირი გავრცელებით. ყველაზე ხშირ გართულებას წარმოადგენს ინფექციის ორბიტალური გავრცელება ორბიტალური ცელულიტის, ან ორბიტალური აბსცესის განვითარებით. გაცილებით იშვიათია ინფექციის ინტრაკრანიული გავრცელება მენინგიტის ან აბსცესის განვითარებით.
მძიმე გართულებების რისკის შიში ხელს უწყობს ანტიბიოტიკების დანიშვნას გავრცელებული ინფექციებისთვის, როგორიცაა მაგ. მწვავე სინუსიტი, ხოლო ანტიბიოტიკების არასასურველი დანიშვნა წარმოადგენს მათ მიმართ რეზისტენტობის გაჩენის მთავარ მამოძრავებელს. ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ანტიბიოტიკების გამოყენება მწვავე სინუსიტის შემდეგ უზრუნველყოფს თავის ტვინის აბსცესის რისკის შემცირებას; თუმცა, საჭიროა ათასობით პაციენტის მკურნალობა, რომ მოხერხდეს ამ გართულების ერთი შემთხვევის პრევენცია. სტრატიფიცირებული ანალიზის თანახმად, ანტიბიოტიკების გამოწერა დაკავშირებული აღოჩნდა მხოლოდ თვალის ცელულიტის რისკის შემცირებასთან მწვავე სინუსიტის შემდეგ <20 წლის ასაკის პაციენტებში. თავის ტვინის აბსცესის შემთხვევები მწვავე სინუსიტის შემდეგ დაფიქსირდა მხოლოდ >20 წლის ასაკის პაციენტებში, ხოლო ამ ასაკობრივ ჯგუფში ანტიბიოტიკების დანიშვნა მნიშვნელოვნად ამცირებდა თვის ტვინის აბსცესის რისკს. შესაბამისად, ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობის ამჟამინდელი საფრთხის, ამ მდგოამრეობების დროს ანტიბიოტიკების გამოყენებით სიმპტომური სარგებელის ნაკლებობის და ანტიბიოტიკების არასასურველი ეფექტების საფრთხეების გათვალისწინებით, ზემოთ აღწერილი მონაცემები არ უნდა გახდეს ანტიბიოტიკების გამოწერის შესახებ რეკომენდაციის შეცვლის საფუძველი მწვავე სინუსიტის შემთხვევათა უმრავლესობაში.[64]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას