გართულებები
ენდეთ მითითებებს
ebpracticenet პრიორიტეტი მიანიჭეთ ჩამოთვლილ ადგილობრივ გაიდლაინებს:
Richtlijn acute rinosinusitisავტორი: Werkgroep Ontwikkeling Richtlijnen Eerste Lijn (Worel)ბოლო გამოქვეყნება: 2023Guide de pratique clinique rhinosinusite aiguëავტორი: Groupe de travail Développement de recommandations de première ligneბოლო გამოქვეყნება: 2023განისაზღვრება, როგორც სიმპტომური სინუსიტი, რომელიც გრძელდება 12 კვირის, ან მეტი დროის განმავლობაში.[1]
მწვავე და ქრონიკული სინუსიტის განმაპირობებელი მიკრობული პათოგენები განსხვავებულია, აქედან გამომდინარე, ემპირიული ანტიბიოტიკების არჩევანი უნდა ასახავდეს სავარაუდო მიზეზობრივ ბაქტერიას.
მიუხედავად იმისა, რომ მწვავე სინუსიტის შედეგად განვითარებული ბაქტერიული მენინგიტის ჭეშმარიტი სიხშირე უცნობია, იგი განიხილება ნაკლებგავრცელებულ გართულებად. მისი განვითარება განპირობებულია სინუსიდან ინფექციის პირდაპირი გავრცელებით.
ინფექციის გამომწვევი გავრცელებული ორგანიზმია Streptococcus milleri, რომელიც ხშირად ძნელი გამოსაყოფია რუტინული კულტურიდან.[65]
მართვის ძირითად საყრდენს წარმოადგენენ ადექვატური ინტრავენური ანტიბიოტიკოთერაპია და ქირურგიული ინტერვენცია.
აღმოცენდება სინუსური ინფექციის სუბდურული სივრცეში პირდაპირი გავრცელების შედეგად. ყველაზე გავრცელებულია სინუსიტის ინტრაკრანიალური გართულება[66]
ხშირად გამოწვეულია S milleri- ით.[65]
სუბდურული აბსცესი უფრო ხშირია ზრდასრულებში, ვიდრე ბავშვებში.[66] თუმცა, თავის ტვინის აბსცესების 25% ზოგადად გვხვდება ბავშვებში.[67]
შესაბამისი ინტრავენური ანტიბიოტიკები, გულყრების პროფილაქტიკა და ქირურგიული ჩარევა არის მართვის ძირითადი საფუძვლები.
ცერებრალური აბსცესი არის ეპიდურული აბსცესის ან სუბდურული ემპიემის ტვინის პარენქიმაში გავრცელების შედეგი. თავის ტკივილი ყველაზე გავრცელებული ნიშანია, თუმცა ასევე შესაძლებელია ცხელება, მენტალური სტატუსის ცვლილება, გულყრები და სხვა ნევროლოგიური დეფიციტი.[66] შესაბამისი ინტრავენური ანტიბიოტიკები, ქირურგიული დრენაჟი და გულყრების პროფილაქტიკა მკურნალობის ჩვეულებრივი მიდგომებია. ცერებრალური (თავის ტვინის) აბსცესი, ეპიდურული აბსცესი და სუბდურული ემპიემა ძირითადი ჩირქოვანი ინტრაკრანიალური გართულებებია.[68] ეს არის იშვიათი მდგომარეობები, მკურნალობის ფართოდ განსხვავებული პროტოკოლებით.
ეპიდურული აბსცესი არის ჩირქი, რომელიც ვითარდება თავის ქალასა და მაგარ გარსს შორის. ყველაზე ხშირად ვითარდება ფრონტალური სინუსის უკანა კედლის ოსტეომიელიტის გამო.[68] ეს შეიძლება იყოს სინუსიტის ყველაზე გავრცელებული ინტრაკრანიალური გართულება ბავშვებში .[66]
პერი-ორბიტალური (პრე-სეპტალური) ცელულიტი უფრო ხშირად ვლინდება 3 წლამდე ასაკის ბავშვებში და არ ახდენს გავლენას მხედველობაზე.
ორბიტალური (პოსტ-სეპტალური) ცელულიტი უფრო ხშირად ვლინდება 3 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში და შესაძლოა იწვევდეს მხედველობის გაუარესებას.
შესაძლებელია პერი-ორბიტალური ცელულიტის განვითარება ორბიტალურ ცელულიტად, რომელიც წარმოადგენს გაცილებით სერიოზულ მდგომარეობას და საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას, რადგან ხასიათდება ავადობის მეტი მაჩვენებლით პერი-ორბიტალურ ცელულიტთან შედარებით.
მკურნალობის ძირითად საყრდენს წარმოადგენს ფართო სპექტრის ანტიბიოტიკოთერაპია. საწყისი მკურნალობა ყოველთვის ემპირიულია, მომდევნო დამიზნებითი თერაპიული კორექციით, თუ კულტურის შედეგები გახდება ცნობილი.
მიუხედავად იმისა, რომ ინციდენტობა უცნობია, აღნიშნული მდგომარეობა საკმაოდ ხშირია იმისთვის, რიმ მწვავე სინუსიტის მქონე პაციენტების მართვაში ჩართული ექიმები იცნობდნენ გართულების ამ ფორმას.
დიაგნოსტიკა დაფუძნებულია ფიზიკალურ გასინჯვაზე, რომელიც ავლენს ეგზოფტალმის და პერი-ორბიტალური ერითემის არსებობას. დიაგნოზის დადასტურება ხდება კომპიუტერული ტომოგრაფიით (CT).
მართვის ძირითად საყრდენს წარმოადგენენ ადექვატური ინტრავენური ანტიბიოტიკოთერაპია და ინტრავენური კორტიკოსტეროიდები (ცალკეულ შემთხვევებში). თუმცა, თუ პაციენტებს აღენიშნება >2სმ-ზე ზომის აბსცესი და >9 წელზე ასაკი, მათ მეტი ალბათობით ესაჭიროება ქირურგიული ინტერვენცია. მეტა-ანალიზის თანახმად, სუბპერიოსტალური აბსცესის მქონე პედიატრიული (18 წლამდე) პაციენტების დაახლოებით ნახევარი ექვემდებარება ქირურგიულ დრენაჟს. აბსცესის მოცულობა, როგორც ჩანს, ყველაზე მნიშვნელოვანი პროგნოზული რისკფაქტორია.[69]
უკიდურესად იშვიათია, თუმცა შესაძლო გართულებად მაინც უნდა განიხილებოდეს.
კულტურით-მართული ინტრავენური ანტიბიოტიკოთერაპია, ანტიკოაგულაცია და შესაბამისი ქირურგიული ინტერვენცია მნიშვნელოვანია ოპტიმალური გამოსავლის მისაღწევად.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას