ორგანიზაციული პნევმონია
- მიმოხილვა
- თეორია
- დიაგნოზი
- მართვა
- მეთვალყურეობა
- წყაროები
მკურნალობის ალგორითმი
მიაქციეთ ყურადღება, რომ ფორმულა/შეყვანის გზა და დოზა შეიძლება განსხვავებული იყოს მედიკამენტების დასახელების და ბრენდის, ფორმულარის ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. მკურნალობის შესახებ რეკომენდაციები სპეციფიკურია პაციენტის ჯგუფების მიხედვით: იხილეთ გაფრთხილება
სწრაფად პროგრესირებადი ორგანიზაციული პმევმონია
მექანიკურ ვენტილაციას + ი/ვ კორტიკოსტეროიდები, რასაც მოსდევს კორტიკოსტეროიდების დანიშნვა პერორალურად
სწრაფად პროგრესირებადი ორგანიზაცული პნევმონია იწყება გრიპის მაგვარი ავადმყოფობით, რომელსაც მოსდევს სუნთქვის გაძნელების და რესპირატორული უკმარისობის სწრაფი პროგრესირება რამდენიმე დღის განმავლობაში. პაციენტი ჰოსპიტალიზებულია ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში (ICU ) და ღებულობს სუნთქვით მხარდაჭერას მექანიკური ვენტილაციის სახით.
ინტრავენური მეთილპრედნიზოლონი ინიშნება 3 დღით, რასაც სდევს პერორალური პრედნიზოლონის დანიშნვა დოზით, რომელიც განპირობებულია პაციენტის სხეულის წონით. შემდგომ ხდება ამ დოზის თანდათან შემცირება კვირების და თვეების განმავლობაში, შესაბამისად, გაწერისას პაციენტები უნდა ღებულობდნენ პერორალურ კორტიკოსტეროიდებს.
პირველადი პარამეტრები
მეთილპრედნიზოლონი: 250 მგ ინტრავენურად ყოველ 6 საათში 3 დღის განმავლობაში
და
პრენდიზოლონი: ინიციალურად 2 მგ/კგ/დღეში პერორალურად, რაც სდევს მეთილპრედნიზოლონის კურსს და ექვემდებარება დოზის თანდათან შემცირებას კვირების და თვეების განმავლობაში
ციკლოფოსფამიდი
მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში
ავტორის გამოცდილების თანახმად, ორგანიზაციული პნევმონიის აღნიშნული ტიპის მკურნალობა ზოგადად ხდება მწვავე ინტერსტიციური პნევმონიის მკურნალობის ანალოგიურად, თუმცა საჭიროებს კორტიკოსტეროიდების და ციკლოფოსფამიდის შედარებით მაღალ დოზებს.
პირველადი პარამეტრები
ციკლოფოსფამიდი: დაუკავშირდით სპეციალისტს დოზირებასთან დაკავშირებით.
განმაპირობებელი დაავადების მკურნალობა/მიზეზობრივი ფაქტორის მოშორება
მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში
მედიკამენტებთან დაკავშირებული ორგანიზაცული პნევმონია შექცევადია მიზეზობრივი მედიკამენტის მიღების შეწყვეტასთან ერთად.
ტოქსინთან ექსპოზიციით განპირობებული ორგანიზაცული პნევმონიის მკურნალობა შესაძლებელია ტოქსინთან კონტაქტის არიდებით.
პოსტრადიაციული ორგანიზაცული პნევმონია შესაძლოა გამოვლინდეს ფილტვის ყველა სეგმენტში და ალაგდეს მკურნალობის გარეშე.
პოსტ-ინფექციური ორგანიზაცული პნევმონიის შემთხვევაში მიზეზობრივი ინფექცია შესაძლოა ალაგდეს თავისთავად (ზოგიერთი ვირუსული პნევმონიისას), ან განიკურნოს შესაბამისი ანტიბიოტიკების ან ანტიმალარიული საშუალებების გამოყენებით.
პულმონალური რეაბილიტაცია

ეს წარმოადგენს ორგანიზაცული პნევმონიის შუა და გვიანი ფაზების მართვის მნიშვნელოვან ნაწილს (მკურნალობის ინიციალური რამდენიმე დღის შემდეგ, პაციენტის ამბულატორულ ეტაპზე და სიმპტომების და რადიოგრაფიული ნიშნების გაუმჯობესების კვალდაკვალ). იგი ითვალისწინებს სავარჯიშო პროგრამას კუნთების ფორმის, კუნთთა ოქსიგენაციის ეფექტიანობის და ზოგადი კეთილდღეობის განცდის გაუმჯობესების მიზნით. პაციენტები აგრეთვე ღებულობენ ინსტრუქციებს სავარჯიშო პროგრამის გაგრძელებისთვის ბინაზე, ან კომერციულ სავარჯიშო დარბაზებში.
კრიპტოგენური ორგანიზაციული პმევმონია
პერორალური კორტიკოსტეროიდები
პრედნიზოლონი რჩება ორგანიზაციული პნევმონიის მკურნალობის არჩევის მედიკამენტი.
პაციენტების უმრავლესობისთვის ეფექტურია 6-თვიანი მკურნალობა. დანარჩენებს მკურნალობისთვის შესაძლოა დასჭირდეს 12 თვემდე.
პაციენტთა დაახლოებით 5%-ს შეიძლება დასჭირდეს წყვეტილი დოზები 3-დან 5 წლამდე და, როგორც ჩანს, ეს არ იმოქმედებს სიკვდილობაზე ან ავადობაზე.[54]Lazor R, Vandevenne A, Pelletier A, et al. Cryptogenic organizing pneumonia: characteristics of relapses in a series of 48 patients. Am J Respir Crit Care Med. 2000 Aug;162(2 Pt 1):571-7. https://www.atsjournals.org/doi/10.1164/ajrccm.162.2.9909015 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/10934089?tool=bestpractice.com
პირველადი პარამეტრები
პრენდიზოლონი: 40-60 მგ პერორალურად დღეში ერთხელ 4 კვირის განმავლობაში, რასაც სდევს 30-40 მგ დღეში ერთხელ მომდევნო 4 კვირის განმავლობაში, შემდეგ 20 მგ დღეში ერთხელ მომდევნო 4 კვირის განმავლობაში, შემდეგ 10 მგ დღეში ერთხელ მომდევნო 6 კვირის განმავლობაში, შემდეგ 5 მგ დღეში ერთხელ მომდევნო 6 კვირის განმავლობაში
პულმონალური რეაბილიტაცია
მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში
ეს წარმოადგენს ორგანიზაცული პნევმონიის შუა და გვიანი ფაზების მართვის მნიშვნელოვან ნაწილს (მკურნალობის ინიციალური რამდენიმე დღის შემდეგ, პაციენტის ამბულატორულ ეტაპზე და სიმპტომების და რადიოგრაფიული ნიშნების გაუმჯობესების კვალდაკვალ). იგი ითვალისწინებს სავარჯიშო პროგრამას კუნთების ფორმის, კუნთთა ოქსიგენაციის ეფექტიანობის და ზოგადი კეთილდღეობის განცდის გაუმჯობესების მიზნით. პაციენტები აგრეთვე ღებულობენ ინსტრუქციებს სავარჯიშო პროგრამის გაგრძელებისთვის ბინაზე, ან კომერციულ სავარჯიშო დარბაზებში.
მაკროლიდის ჯგუფის ანტიბიოტიკი
დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ზოგიერთი პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან
მსუბუქი დაავადება შეიძლება პასუხობდეს მაკროლიდურ ანტიბიოტიკებზე.[55]Stover DE, Mangino D. Macrolides: a treatment alternative for bronchiolitis obliterans organizing pneumonia? Chest. 2005 Nov;128(5):3611-7. https://www.sciencedirect.com/science/article/pii/S0012369215529383?via%3Dihub http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/16304320?tool=bestpractice.com თუმცა, ყველა მიმდინარე კვლევა ობსერვაციული დიზაინისაა და საჭიროა კრიპტოგენული ორგანიზაცული პნევმონიის დროს მაკროლიდების გამოყენების შესწავლა კლინიკურ კვლევებში. ერითრომიცინი წარმატებით იყო გამოყენებული 6 იაპონელი ქალის შემთხვევაში, რომალთაგან 1-ს აღენიშნა მკურნალობაზე პასუხი 2 თვის შემდეგ, ხოლო 5-ს პასუხი გაუვითარდა 3 თვის შემდეგ.[56]Ichikawa Y, Ninomiya H, Katsuki M, et al. Low-dose/long-term erythromycin for treatment of bronchiolitis obliterans organizing pneumonia (BOOP). Kurume Med J. 1993;40(2):65-7. https://www.jstage.jst.go.jp/article/kurumemedj1954/40/2/40_2_65/_article http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/8231065?tool=bestpractice.com აგრეთვე წარმატებით იყო გამოყენებული კლარიტრომიცინი.[55]Stover DE, Mangino D. Macrolides: a treatment alternative for bronchiolitis obliterans organizing pneumonia? Chest. 2005 Nov;128(5):3611-7. https://www.sciencedirect.com/science/article/pii/S0012369215529383?via%3Dihub http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/16304320?tool=bestpractice.com აზიტრომიცინი ასევე შესაძლოა აღმოჩნდეს ეფექტური. მაკროლიდები შესაძლოა გამოსადეგი იყოს რეციდივების პრევენციისთვისაც.
პირველადი პარამეტრები
ერითრომიცინი: დაუკავშირდით სპეციალისტს დოზირებასთან დაკავშირებით.
ან
აზიტრომიცინი: დაუკავშირდით სპეციალისტს დოზირებასთან დაკავშირებით.
ან
კლარითრომიცინი: დაუკავშირდით სპეციალისტს დოზირებასთან დაკავშირებით.
კორტიკოსტეროიდების დამზოგველი აგენტი
დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ზოგიერთი პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან
თუ პრედნიზოლონი არ არის ეფექტური ან მისი დოზის შემცირება შეუძლებელია 40 მგ/დღე-ზე ქვემოთ, ციკლოფოსფამიდი, აზათიოპრინი და ციკლოსპორინი გამოიყენება, როგორც კორტიკოსტეროიდების დამზოგველი აგენტები (კორტიკოსტეროიდების მცირე ხანგრძლივი დოზით).[57]Purcell IF, Bourke SJ, Marshall SM. Cyclophosphamide in severe steroid-resistant bronchiolitis obliterans organizing pneumonia. Respir Med. 1997 Mar;91(3):175-7. https://www.sciencedirect.com/science/article/pii/S095461119790055X?via%3Dihub http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/9135858?tool=bestpractice.com
მსგავს ვითარებებში ძალიან მნიშვნელოვანია იმის დადასტურება, რომ პირველადი პროცესი წარმოადგენს ორგანიზაცულ პნევმონიას (არ ვლინდება ფიჭისებრი სურათი მაღალი რეზოლუციით კომპიუტერულ-ტომოგრაფიული სკანირებისას), რადგან კორტიკოსტეროიდების მიმართ ფაქტობრივი რეზისტენტობის მქონე ბევრ პაციენტს არ აღენიშნება პირველადი ორგანიზაცული პნევმონია, სამაგიეროდ აღენიშნება თანმხლები მაფიბროზებელი პროცესი, როგორიცაა ინტერსტიციული პნევმონია ან არა-სპეციფიკური ინტერსტიციული პნევმონია, რომელიც არ პასუხობს კორტიკოსტეროიდულ თერაპიას. ამ შემთხვევაში, ორგანიზაცული პნევმონია წარმოადგენს მეორად ანთებით პროცესს, რომელიც პასუხობს კორტიკოსტეროიდულ თერაპიას.
პირველადი პარამეტრები
ციკლოფოსფამიდი: დაუკავშირდით სპეციალისტს დოზირებასთან დაკავშირებით.
ან
აზათიოპრინი: დაუკავშირდით სპეციალისტს დოზირებასთან დაკავშირებით.
ან
ციკლოსპორინი: დაუკავშირდით სპეციალისტს დოზირებასთან დაკავშირებით.
მეორეული ორგანიზაციული პმევმონია
განმაპირობებელი დაავადების მკურნალობა/მიზეზობრივი ფაქტორის მოშორება
მედიკამენტებთან დაკავშირებული ორგანიზაცული პნევმონია შექცევადია მიზეზობრივი მედიკამენტის მიღების შეწყვეტასთან ერთად.
ტოქსინთან ექსპოზიციით განპირობებული ორგანიზაცული პნევმონიის მკურნალობა შესაძლებელია ტოქსინთან კონტაქტის არიდებით.
პოსტრადიაციული ორგანიზაცული პნევმონია შესაძლოა გამოვლინდეს ფილტვის ყველა სეგმენტში და ალაგდეს მკურნალობის გარეშე.
პოსტ-ინფექციური ორგანიზაცული პნევმონიის შემთხვევაში მიზეზობრივი ინფექცია შესაძლოა ალაგდეს თავისთავად (ზოგიერთი ვირუსული პნევმონიისას), ან განიკურნოს შესაბამისი ანტიბიოტიკების ან ანტიმალარიული საშუალებების გამოყენებით.
პულმონალური რეაბილიტაცია
მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში
ეს წარმოადგენს ორგანიზაცული პნევმონიის შუა და გვიანი ფაზების მართვის მნიშვნელოვან ნაწილს (მკურნალობის ინიციალური რამდენიმე დღის შემდეგ, პაციენტის ამბულატორულ ეტაპზე და სიმპტომების და რადიოგრაფიული ნიშნების გაუმჯობესების კვალდაკვალ). იგი ითვალისწინებს სავარჯიშო პროგრამას კუნთების ფორმის, კუნთთა ოქსიგენაციის ეფექტიანობის და ზოგადი კეთილდღეობის განცდის გაუმჯობესების მიზნით. პაციენტები აგრეთვე ღებულობენ ინსტრუქციებს სავარჯიშო პროგრამის გაგრძელებისთვის ბინაზე, ან კომერციულ სავარჯიშო დარბაზებში.
პერორალური კორტიკოსტეროიდები
დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ზოგიერთი პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან
კორტიკოსტეროიდების დამატება უნდა მოიაზრებოდეს ტოქსინთან ექსპოზიციით განპირობებული ორგანიზაცული პნევმონიის მკურნალობის აუცილებელ შემადგენელ ნაწილად, ისევე, როგორც პოსტ-ინფექციური ორგანიზაცული პნევმონიის და სწრაფად პროგრესირებადი ორგანიზაცული პნევმონიის მძიმე შემთხვევებისთვის. პერორალური კორტიკოსტეროიდების დამატება აგრეთვე უნდა მოიაზრებოდეს მედიკამენტებთან დაკავშირებული და პოსტ-რადიაციული ორგანიზაცული პნევმონიის მკურნალობისას, თუ არ აღინიშნა მოპასუხეობა მიზეზობრივი აგენტის მოშორებაზე. როდესაც ორგანიზაცული პნევმონია დაკავშირებულია რევმატოლოგიურ ან შემაერთებელი ქსოვილის დაავადებებთან, იგი ხშირად პასუხობს კორტიკოსტეროიდულ თერაპიას.
პაციენტების უმრავლესობისთვის ეფექტურია 6-თვიანი მკურნალობა. დანარჩენებს მკურნალობისთვის შესაძლოა დასჭირდეთ 12 თვემდე. პაციენტთა დაახლოებით 5%-ს შეიძლება დასჭირდეს წყვეტილი დოზები 3-დან 5 წლამდე და, როგორც ჩანს, ეს არ იმოქმედებს სიკვდილობაზე ან ავადობაზე.[54]Lazor R, Vandevenne A, Pelletier A, et al. Cryptogenic organizing pneumonia: characteristics of relapses in a series of 48 patients. Am J Respir Crit Care Med. 2000 Aug;162(2 Pt 1):571-7. https://www.atsjournals.org/doi/10.1164/ajrccm.162.2.9909015 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/10934089?tool=bestpractice.com
პირველადი პარამეტრები
პრენდიზოლონი: 40-60 მგ პერორალურად დღეში ერთხელ 4 კვირის განმავლობაში, რასაც სდევს 30-40 მგ დღეში ერთხელ მომდევნო 4 კვირის განმავლობაში, შემდეგ 20 მგ დღეში ერთხელ მომდევნო 4 კვირის განმავლობაში, შემდეგ 10 მგ დღეში ერთხელ მომდევნო 6 კვირის განმავლობაში, შემდეგ 5 მგ დღეში ერთხელ მომდევნო 6 კვირის განმავლობაში
კორტიკოსტეროიდების დამზოგველი აგენტი
დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ზოგიერთი პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან
თუ პრედნიზოლონი არ არის ეფექტური ან მისი დოზის შემცირება შეუძლებელია 40 მგ/დღე-ზე ქვემოთ, ციკლოფოსფამიდი, აზათიოპრინი და ციკლოსპორინი გამოიყენება, როგორც კორტიკოსტეროიდების დამზოგველი აგენტები (კორტიკოსტეროიდების მცირე ხანგრძლივი დოზით).[57]Purcell IF, Bourke SJ, Marshall SM. Cyclophosphamide in severe steroid-resistant bronchiolitis obliterans organizing pneumonia. Respir Med. 1997 Mar;91(3):175-7. https://www.sciencedirect.com/science/article/pii/S095461119790055X?via%3Dihub http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/9135858?tool=bestpractice.com
მსგავს ვითარებებში ძალიან მნიშვნელოვანია იმის დადასტურება, რომ პირველადი პროცესი წარმოადგენს ორგანიზაცულ პნევმონიას (არ ვლინდება ფიჭისებრი სურათი მაღალი რეზოლუციით კომპიუტერულ-ტომოგრაფიული სკანირებისას), რადგან კორტიკოსტეროიდების მიმართ ფაქტობრივი რეზისტენტობის მქონე ბევრ პაციენტს არ აღენიშნება პირველადი ორგანიზაცული პნევმონია, სამაგიეროდ აღენიშნება თანმხლები მაფიბროზებელი პროცესი, როგორიცაა ინტერსტიციული პნევმონია ან არა-სპეციფიკური ინტერსტიციული პნევმონია, რომელიც არ პასუხობს კორტიკოსტეროიდულ თერაპიას. ამ შემთხვევაში, ორგანიზაცული პნევმონია წარმოადგენს მეორად ანთებით პროცესს, რომელიც პასუხობს კორტიკოსტეროიდულ თერაპიას.
პირველადი პარამეტრები
ციკლოფოსფამიდი: დაუკავშირდით სპეციალისტს დოზირებასთან დაკავშირებით.
ან
აზათიოპრინი: დაუკავშირდით სპეციალისტს დოზირებასთან დაკავშირებით.
ან
ციკლოსპორინი: დაუკავშირდით სპეციალისტს დოზირებასთან დაკავშირებით.
რეკურენტული ორგანიზაციული პნევმონია, სწრაფად პროგრესირებადი
ი/ვ კორტიკოსტეროიდები, რასაც მოსდევს კორტიკოსტეროიდების დანიშნვა პერორალურად
ორგანიზაცული პნევმონია შესაძლებელია ხელახლა განუვითარდეს პაციენტების ერთ მესამედს. სიმპტომები ამ შემთხვევაში საწყისი ეპიზოდის მსგავსია და რადიოგრაფიული მონაცემები, ჩვეულებრივ, იმავე ნიშნებით ხასიათდება, თუმცა შესაძლოა პროცესის გავრცელება ფილტვების ახალ უბნებზე.
თუ რეკურენტული ორგანიზაციული პნევმონია სწრაფ-პროგრესირებად ხასიათს ატარებს, აუცილებელია პაციენტის ჰოსპიტალიზაცია ინტენსიურ განყოფილებაში და სუნთქვის მხარდაჭერა მექანიკური ვენტილაციის საშუალებით.
ინტრავენური მეთილპრედნიზოლონი ინიშნება 3 დღით, რასაც სდევს პერორალური პრედნიზოლონის დანიშნვა დოზით, რომელიც განპირობებულია პაციენტის სხეულის წონით. შემდგომ ხდება ამ დოზის თანდათან შემცირება კვირების და თვეების განმავლობაში, შესაბამისად, გაწერისას პაციენტები უნდა ღებულობდნენ პერორალურ კორტიკოსტეროიდებს.
თუ რეციდივი ვლინდება სიმპტომების და რადიოგრაფიული მონაცემების რეციდიული განვითარებით და დიფუზური ტევადობის გაუარესებით, ი/ვ მეთილპრედნიზოლონის კვალდაკვალ ხდება პერორალური პრედნიზოლონის აღდგენა 20 მგ-ით/დღეში მეტი დოზით რეციდივის მომენტისთვის მიმდინარე დოზასთან შედარებით. აღნიშნული, ხელახალი დოზა ინიშნება 3 თვით, შემდეგ ხდება მისი თანდათანობრივი შემცირება.[54]Lazor R, Vandevenne A, Pelletier A, et al. Cryptogenic organizing pneumonia: characteristics of relapses in a series of 48 patients. Am J Respir Crit Care Med. 2000 Aug;162(2 Pt 1):571-7. https://www.atsjournals.org/doi/10.1164/ajrccm.162.2.9909015 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/10934089?tool=bestpractice.com
იმ შემთხვევებში, როდესაც მიზეზი ცნობილია, საჭიროა განმაპირობებელი დაავადების მკურნალობა ან მიზეზობრივი ფაქტორის მოშორება.
მეორე და მესამე რეციდივის მკურნალობა შესაძლებელია იგივე გზით.
პირველადი პარამეტრები
მეთილპრედნიზოლონი: 250 მგ ინტრავენურად ყოველ 6 საათში 3 დღის განმავლობაში, რასაც სდევს პერორალური პრედნიზოლონის დანიშნვა
და
პრენდიზოლონი: ინიციალურად 2 მგ/კგ/დღეში პერორალურად, რაც სდევს მეთილპრედნიზოლონის კურსს და ექვემდებარება დოზის თანდათან შემცირებას კვირების და თვეების განმავლობაში.
პულმონალური რეაბილიტაცია
მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში
ეს წარმოადგენს ორგანიზაცული პნევმონიის შუა და გვიანი ფაზების მართვის მნიშვნელოვან ნაწილს (მკურნალობის ინიციალური რამდენიმე დღის შემდეგ, პაციენტის ამბულატორულ ეტაპზე და სიმპტომების და რადიოგრაფიული ნიშნების გაუმჯობესების კვალდაკვალ). იგი ითვალისწინებს სავარჯიშო პროგრამას კუნთების ფორმის, კუნთთა ოქსიგენაციის ეფექტიანობის და ზოგადი კეთილდღეობის განცდის გაუმჯობესების მიზნით. პაციენტები აგრეთვე ღებულობენ ინსტრუქციებს სავარჯიშო პროგრამის გაგრძელებისთვის ბინაზე, ან კომერციულ სავარჯიშო დარბაზებში.
ფილტვის ტრანსპლანტაცია
დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ზოგიერთი პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან
ძალიან იშვიათ შემთხვევებში, თუ პაციენტს არ აღენიშნა პასუხი მკურნალობაზე, ან აქვს უჩვეულო ან ჰიბრიდული ფორმა, შესაძლოა საჭირო გახდეს ფილტვის ტრანსპლანტაცია.
რეკურენტული ორგანიზაციული პნევმონია, არ არის სწრაფად პროგრესირებადი
პერორალური კორტიკოსტეროიდები
ორგანიზაცული პნევმონია შესაძლებელია ხელახლა განუვითარდეს პაციენტების ერთ მესამედს. სიმპტომები ამ შემთხვევაში საწყისი ეპიზოდის მსგავსია და რადიოგრაფიული მონაცემები, ჩვეულებრივ, იმავე ნიშნებით ხასიათდება, თუმცა შესაძლოა პროცესის გავრცელება ფილტვების ახალ უბნებზე.
თუ BOOP-ს რეციდივი ვლინდება სიმპტომების და რადიოგრაფიული მონაცემების რეციდიული განვითარებით და დიფუზიური ტევადობის გაუარესებით, ხდება პერორალური პრედნიზოლონის აღდგენა 20 მგ-ით/დღეში მეტი დოზით რეციდივის მომენტისთვის მიმდინარე დოზასთან შედარებით. აღნიშნული დოზა ინიშნება 3 თვით, შემდეგ ხდება მისი თანდათანობრივი შემცირება.[54]Lazor R, Vandevenne A, Pelletier A, et al. Cryptogenic organizing pneumonia: characteristics of relapses in a series of 48 patients. Am J Respir Crit Care Med. 2000 Aug;162(2 Pt 1):571-7. https://www.atsjournals.org/doi/10.1164/ajrccm.162.2.9909015 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/10934089?tool=bestpractice.com
იმ შემთხვევებში, როდესაც მიზეზი ცნობილია, საჭიროა განმაპირობებელი დაავადების მკურნალობა ან მიზეზობრივი ფაქტორის მოშორება.
მეორე და მესამე რეციდივის მკურნალობა შესაძლებელია იგივე გზით.
პირველადი პარამეტრები
პრენდიზოლონი: 20 მგ-ით/დღეში მეტი დოზით რეციდივის მომენტისთვის მიმდინარე დოზასთან შედარებით, პერორალურად დღეში ერთხელ 12 კვირის განმავლობაში, შემდეგ დოზის თანდათანობრივი შემცირება მკურნალობაზე მოპასუხეობის გათვალისწინებით
პულმონალური რეაბილიტაცია
მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში
ეს წარმოადგენს ორგანიზაცული პნევმონიის შუა და გვიანი ფაზების მართვის მნიშვნელოვან ნაწილს (მკურნალობის ინიციალური რამდენიმე დღის შემდეგ, პაციენტის ამბულატორულ ეტაპზე და სიმპტომების და რადიოგრაფიული ნიშნების გაუმჯობესების კვალდაკვალ). იგი ითვალისწინებს სავარჯიშო პროგრამას კუნთების ფორმის, კუნთთა ოქსიგენაციის ეფექტიანობის და ზოგადი კეთილდღეობის განცდის გაუმჯობესების მიზნით. პაციენტები აგრეთვე ღებულობენ ინსტრუქციებს სავარჯიშო პროგრამის გაგრძელებისთვის ბინაზე, ან კომერციულ სავარჯიშო დარბაზებში.
ფილტვის ტრანსპლანტაცია
დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ზოგიერთი პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან
ძალიან იშვიათ შემთხვევებში, თუ პაციენტს არ აღენიშნა პასუხი მკურნალობაზე, ან აქვს უჩვეულო ან ჰიბრიდული ფორმა, შესაძლოა საჭირო გახდეს ფილტვის ტრანსპლანტაცია.
აირჩიეთ პაციენტების ჯგუფი ჩვენი რეკომენდაციების სანახავად
მიაქციეთ ყურადღება, რომ ფორმულაცია/შეყვანის გზა და დოზირება შეიძლება განსხვავებული იყოს მედიკამენტების დასახელების და ბრენდების, წამლების ფორმულარის ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. მკურნალობის შესახებ რეკომენდაციები სპეციფიკურია პაციენტის ჯგუფების მიხედვით. იხილეთ გაფრთხილება
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას