პირველადი პრევენცია
პროფესიულ და გარემო ფაქტორებთან დაკავშირებული ორგანიზაციული პმევმონიის პრევენცია შესაძლებელია გამომწვევ აგენტთან ექსპოზიციის ელიმინაციის, პროდუქციის ჩანაცვლების, ვენტილაციის, ან პროფესიული რისკის პრევენციული პროგრამების დანერგვის გზით.
მეორეული პრევენცია
პროფესიული და გარემოს ფაქტორებით განპირობებული პნევმონიის შემთხვევაში პაციენტები უნდა აცნობიერებდნენ მიზეზობრივი აგენტის გავლენას და შესაბამისი პრევენციული ზომების მნიშვნელობას. ფილტვის ტრანსპლანტაციის რეციპიენტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადრეული რეციდივების სიმპტომების ცოდნა, რადგან პნევმონიის ადრეული და აქტიური მკურნალობა შესაძლოა უზრუნველყოფდეს გრძელვადიანი და ქმედითუნარიანობის შემზღუდავი ობლიტერაციული ბრონქიოლიტის და ინტერსტიციური ფიბროზის პრევენციას.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას