ეტიოლოგია

ორგანიზაციული პმევმონია (OP) შეიძლება იყოს კრიპტოგენური, სადაც ვერ ვლინდება გამომწვევი მიზეზი, ან იყოს მეორეული, გამოვლენილი წყაროთი. მეორეული ორგანიზაციული პმევმონიის შესაძლო მიზეზები ჩამოთვლილია ქვემოთ.

ინფექციები

  • ქლამიდია, ლეგიონელა და მიკოპლაზმა

  • Adenoviridae, Cytomegalovirus და გრიპის ვირუსი

  • მალარია

  • პნევმოცისტურ[10]

  • კრიპტოკოკი

მედიკამენტები[11]

  • ანტიბიოტიკები: ამფოტერიცინი B, ცეფალოსპორინები, მინოციკლინი, ნიტროფურანტოინი[12]

  • კარდიოვასკულარული მედიკამენტები: ამიოდარონი, აცებუტოლოლი

  • ონკოლოგიური ქიმიოთერაპიის მედიკამენტები: ბლეომიცინი, ბუსულფანი, მეთოტრექსატი, დოქსორუბიცინი, თალიდომიდი, ციტოზინ-არაბინოზიდი (ARA-C), ციტარაბინი, ქლორამბუცილი, რიტუქსიმაბი

  • ანთების საწინააღმდეგო აგენტები: ოქროს პრეპარატები, სულფასალაზინი, მესალაზინი, ბუცილამინი, ინფლიქსიმაბი

  • იმუნოსუპრესიული აგენტები: აზათიოპრინი, მერკაპტოპურინი, ტაკროლიმუსი, სიროლიმუსი, ევეროლიმუსი

  • ანტიკონვულსანტები: კარბამაზეპინი, ფენიტოინი

  • სხვადასხვა სამკურნალო საშუალებები: ინტერფერონი, ტიკლოპიდინი, L-ტრიპტოფანი, რისედრონატი, კოკაინის არაკანონიერი მოხმარება.

რევმატოლოგიური ან შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები

  • რევმატოიდური ართრიტი[13][14]

  • წითელი მგლურა

  • შეგრენის სინდრომი

  • სუიტის სინდრომი[15]

  • პოლიმიოზიტი/დერმატომიოზიტი

  • სკლეროდერმა - პროგრესირებადი სისტემური სკლეროზი

  • მაანკილოზებელი სპონდილიტი

  • რევმატიული პოლიმიალგია

  • ბეჰჩეტის დაავადება

იმუნოლოგიური დარღვევები

  • ვარიაბელური არა-კლასიფიცირებადი იმუნოდეფიციტის სინდრომი

  • ესენციური შერეული კრიოგლობულინემია.

ორგანოთა ტრანსპლანტაცია

  • ფილტვები[16]

  • ძვლის ტვინი[17][18]

  • თირკმელები და ღვიძლი

სხივური თერაპია

  • ძუძუს დასხივების შემდგომ (პაციენტთა 1-3%).[19][20][21][22]

ექსპოზიცია პროფესიულ ან გარემოს ფაქტორებთან

  • ტექსტილური საბეჭდი საღებავი

  • პენიცილინის სოკოს მტვერი

  • ხანძარი

  • საკვები სანელებლების დამუშავება[23]

  • პარაფინული მინერალური ზეთი.[24]

  • ელექტრო სიგარეტის მოწევა[25]

სხვადასხვა

  • ნაწლავთა ანთებითი დაავადება

  • HIV ინფექცია

  • კოკაინის არაკანონიერი მოხმარება

  • მიელოდსპლაზიური სინდრომი

  • ჰანერის ინტერსტიციური ცისტიტი

  • ქრონიკული თიროიდიტი და ალკოჰოლური ციროზი

  • სეზონური სინდრომი ქოლესტაზით

  • პირველადი ბილიარული ციროზი

  • კორონარული არტერიების შუნტირების ოპერაცია

  • კიბო და ჰემატოლოგიური ავთვისებიანი სიმსივნე[26][27]

  • ასპირაცია[28][29]

  • ჰიდატიდური ცისტა.[30]

პათოფიზიოლოგია

ორგანიზაციული პმევმონია არის ფილტვების ანთებითი დაავადება, რომელიც განპირობებულია ციტოკინური მოვლენების სპეციფიკური კასკადით. იგი განსხვავებულია ანთებითი პროცესებისგან, რომელიც ვლინდება ასთმის და ქრონიკული ბრონქიტის დროს. პათოგენეზი არ მოიცავს ფიბროზულ პროცესს, როგორც ეს ხდება ჩვეულებრივი ინტერსტიციური პნევმონიის (UIP) დროს. ბუნებრივად პროგრამირებული აპოპტოზი შესაძლოა წარმოადგენდეს მნიშვნელოვან განმასხვავებელს ორგანიზაციული პმევმონიასა (ანთებით პროცესს) და ჩვეულებრივ ინტერსტიციულ პნევმონიას (ფიბროზულ პროცესს) შორის, რადგან აპოპტოზური აქტიურობა ფიბრომიქსოიდურ შემაერთებელ ქსოვილში მატულობს ორგანიზაციული პმევმონიის დროს, ხოლო არ გვხვდება ჩვეულებრივი ინტერსტიციული პნევმონიის შემთხვევაში.[37] ორგანიზაციული პმევმონიის ციტოკინურ პროფილში ვლინდება მაკროფაგების და ლიმფოციტების აქტივაციის გაზრდილი ხარისხი T-1 პასუხის თანხლებით.[38] რეოვირუსული მოდელის ფარგლებში, T უჯრედებს გააჩნიათ მნიშვნელოვანი როლი ორგანიზაციული პმევმონიის პათოგენეზში, რაც ვლინდება იმ ფაქტით, რომ CD4+ და CD8+ უჯრედების განლევა და კორტიკოსტეროიდებით მკურნალობა ამცირებს პროანთებითი და პროფიბროზული ციტოკინების ექსპრესიას.[39]

დაბალი და საშუალო სიმძლავრის სინათლის მიკროსკოპით ჩანს ეპითელური კვირტები, რომლებიც შედგება გრანულაციური ქსოვილისგან, რომელიც ხვდება დისტალურ ჰაეროვან სივრცეებში. ფიბრინი და პროლიფერირებული ფიბრობლასტები და მიოფიბრობლასტები შეადგენენ უჯრედულ მატრიცას. კრიპტოგენური ორგანიზაციული პმევმონია წარმოდგენილია სამი ძირითადი მიმდევრობით:

  • მრავლობითი ლაქოვანი ალვეოლური დაჩრდილვა, რომელიც განაწილებულია პერილობულურად

  • ფოკალური კვანძები

  • დიფუზური ინფილტრაციული დაჩრდილვები, რომელიც განლაგებულია პერიფერიულად და ორმხრივად.

ნაკლებად გავრცელებული მიმდევრობებია საპირისპირო ჰალო (ატოლის) ნიშანი, რომელიც შედგება ანთებითი უბნისგან და აქვს "სუფთა" ცენტრი, ზოლის მსგავსი დაჩრდილვებით ან ქვაფენილისებრი განლაგებით.[32][40] დროთა განმავლობაში, ფიბროზული მიმდევრობა შეიძლება ვიზუალიზდეს სუბპლევრული რეტიკულაციებით და მოცულობის მსუბუქი დაკარგვით.

კლასიფიკაცია

კლინიკური კლასიფიკაცია[3]

ორგანიზაციული პმევმონია შეიძლება კლასიფიცირებული იყოს კლინიკო-რენტგენოლოგიური ნიმუშის მიმდევრობის:

  • იდიოპათიური ორგანიზაციული პმევმონია, ე.ი. კრიპტოგენური ორგანიზაციული პნევმონია (COP) (გამომწვევი მიზეზი დადგენილი არ არის)[1][2][3]

  • სწრაფად პროგრესირებადი ორგანიზაციული პმევმონია[6][7]

  • ფოკალური კვანძოვანი ორგანიზაციული პმევმონია[8][9]

  • მეორეული ორგანიზაციული პმევმონია

მეორეული ორგანიზაციული პმევმონია შესაძლებელია იყოს კლასიფიცირებული ეტიოლოგიური ფაქტორების მიხედვით:

  • პოსტ-ინფექციური ორგანიზაციული პმევმონია

    • ქლამიდია, ლეგიონელა და მიკოპლაზმა

    • Adenoviridae, Cytomegalovirus და გრიპის ვირუსი

    • მალარია

    • პნევმოცისტურ[10]

    • კრიპტოკოკი

    • მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომის კორონავირუსი 2 (SARS CoV-2).

  • წამლით გამოწვეული ორგანიზაციული პმევმონია[11]

    • ანტიბიოტიკები: ამფოტერიცინი B, ცეფალოსპორინები, მინოციკლინი, ნიტროფურანტოინი[12]

    • კარდიოვასკულარული მედიკამენტები: ამიოდარონი, აცებუტოლოლი

    • ონკოლოგიური ქიმიოთერაპია: ბლეომიცინი, ბუსულფანი, მეთოტრექსატი, დოქსორუბიცინი, თალიდომიდი, ციტოზინ-არაბინოზიდი (ARA-C), ციტარაბინი, ქლორამბუცილი, რიტუქსიმაბი

    • ანთების საწინააღმდეგო აგენტები: ოქროს პრეპარატები, სულფასალაზინი, მესალაზინი, ბუცილამინი, ინფლიქსიმაბი

    • იმუნოსუპრესიული აგენტები: აზათიოპრინი, მერკაპტოპურინი, ტაკროლიმუსი, სიროლიმუსი, ევეროლიმუსი

    • ანტიკონვულსანტები: კარბამაზეპინი, ფენიტოინი

    • სხვადასხვა სამკურნალო საშუალებები: ინტერფერონი, ტიკლოპიდინი, L-ტრიპტოფანი, რისედრონატი, კოკაინი (არაკანონიერი მოხმარება).

  • რევმატოლოგიური ან შემაერთებელი ქსოვილის დაავადებებთან დაკავშირებული ორგანიზაციული პმევმონია

    • რევმატოიდური ართრიტი[13][14]

    • წითელი მგლურა

    • შეგრენის სინდრომი

    • სუიტის სინდრომი[15]

    • პოლიმიოზიტი, დერმატომიოზიტი

    • სკლეროდერმა - პროგრესირებადი სისტემური სკლეროზი

    • მაანკილოზებელი სპონდილიტი

    • რევმატიული პოლიმიალგია

    • ბეჰჩეტის დაავადება

  • იმუნურ დარღვევებთან დაკავშირებული ორგანიზაციული პმევმონია

    • ვარიაბელური არა-კლასიფიცირებადი იმუნოდეფიციტის სინდრომი

    • ესენციური შერეული კრიოგლობულინემია

  • ორგანოთა ტრანსპლანტაციასთან დაკავშირებული ორგანიზაციული პმევმონია

    • ფილტვები[16]

    • ძვლის ტვინი[17][18]

    • თირკმელები და ღვიძლი

  • სხივურ თერაპიასთან დაკავშირებული ორგანიზაციული პმევმონია

    • ძუძუს დასხივების შემდგომ (პაციენტთა 1-3%).[19][20][21][22]

  • ექსპოზიცია პროფესიულ ან გარემოს ფაქტორებთან

    • ტექსტილური საბეჭდი საღებავი

    • პენიცილინის სოკოს მტვერი

    • ხანძარი

    • საკვები სანელებლების დამუშავება[23]

    • პარაფინული მინერალური ზეთი.[24]

    • ელექტრო სიგარეტის მოწევა[25]

  • სხვადასხვაგვარი (Miscellaneous) ორგანიზაციული პმევმონია

    • ნაწლავთა ანთებითი დაავადება

    • HIV ინფექცია

    • კოკაინის არაკანონიერი მოხმარება

    • მიელოდსპლაზიური სინდრომი

    • ჰანერის ინტერსტიციური ცისტიტი

    • ქრონიკული თიროიდიტი და ალკოჰოლური ციროზი

    • სეზონური სინდრომი ქოლესტაზით

    • პირველადი ბილიარული ციროზი

    • კორონარული არტერიების შუნტირების ოპერაცია

    • კიბო და ჰემატოლოგიური ავთვისებიანი სიმსივნე[26][27]

    • ასპირაცია[28][29]

    • ჰიდატიდური ცისტა.[30]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას