ანამნეზი და გასინჯვა

ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

რისკ-ფაქტორების არსებობა

რისკ ფაქტორები მოიცავენ ინფექციური პნევმონიის არსებობას, გარკვეული მედიკამენტების მოხმარებას, შემაერთებელი ქსოვილის ან იმუნური დაავადების ანამნეზს, ორგანოთა ახლახან ჩატარებულ ტრანსპლანტაციას, ძუძუს რადიოთერაპიას, აგრეთვე ექსპოზიციას გარემოს ტოქსიურ ფაქტორებთან.

გრიპის-მაგვარი დაავადება სუბფებრილური ცხელებით, დაღლილობის შეგრძნებით და ართრალგიით

ხშირია კრიპტოგენური ორგანიზაცული პნევმონიის დროს.

სიმპტომები გრძელდება რამდენიმე დღე, ჩვეულებრივ <2 თვის ფარგლებში.

სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

ხველა

ხველა, ჩვეულებრივ, მსუბუქ ხასიათს ატარებს, ნახველის პროდუქციის გარეშე.

სუნთქვის გაძნელება

არ წარმოადგენს დაავადების ადრეულ სიმპტომს, თუმცა ვლინდება ორგანიზაცული პნევმონიის გავრცელების კვალდაკვალ ფილტვების პარენქიმაზე.

ორმხრივი სველი ხიხინი

ორმხრივი სველი ხიხინი ჩასუნთქვის პიკზე აღენიშნება ორგანიზაცული პნევმონიის დიაგნოზის მქონე პაციენტთა 80%-ს.

მშრალი ხიხინი არ ვლინდება.

რისკფაქტორები

ძლიერი

ინფექციური პნევმონია

ორგანიზაციული პმევმონია შესაძლოა განვითარდეს ინფექციური პნევმონიების შემდეგ. მიკროორგანიზმები მოიცავს ვირუსულ აგენტებს, ბაქტერიულ აგენტებს, ატიპურ მიკროორგანიზმებს და პარაზიტებს.[10]

შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები

ორგანიზაციული პმევმონია შეიძლება განვითარდეს შემაერთებელი ქსოვილის ყველა დარღვევის ფონზე, მათ შორის რევმატოიდული ართრიტის, სისტემური წითელი მგლურას, პოლიმიოზიტის და დერმატომიოზიტის, შოგრენის სინდრომის, შერეული შემაერთებელი ქსოვილის და ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის დროს.[13][14] ზოგიერთ სიტუაციაში, მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება შემაერთებელი ქსოვილის დაავადებების სამკურნალოდ, თავად იწვევენ ორგანიზაციულ პმევმონიას (მაგ. ოქრო შემცველი პრეპარატები ან მეთოტრექსატი რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ).

იმუნური დაავადებები და ნაწლავთა ანთებითი დაავადება

ორგანიზაციული პმევმონია ვითარდება იმუნურ დაავადებებთან კავშირში, როგორიცაა ვარიაბელური არა-კლასიფიცირებადი იმუნოდეფიციტის სინდრომი და ნაწლავთა ანთებითი დაავადება. სულფასალაზინი, რომელიც გამოიყენება ნაწლავთა ანთებითი დაავადების სამკურნალოდ, აგრეთვე შეიძლება იწვევდეს ორგანიზაციული პმევმონიის განვითარებას.

ორგანოთა ტრანსპლანტაცია

ორგანიზაციული პმევმონია შესაძლოა განუვითარდეს ფილტვის და ძვლის ტვინის ტრანსპლანტატის რეციპიენტების 10%-მდე ნაწილს.[16][17] ორგანიზაციული პმევმონია აგრეთვე აღინიშნა ღვიძლის და თირკმლის რეციპიენტთა შორის.

მედიკამენტების გამოყენება

ორგანიზაციული პმევმონია შესაძლოა განვითარდეს 30-ზე მეტი მედიკამენტის ზეგავლენით, ანტიბიოტიკების, კარდიოვასკულარული მედიკამენტების (მაგ. ამიორდარონის), ონკოლოგიური ქიმიოთერაპიის მედიკამენტების (მაგ. ბლეომიცინის), ანთების-საწინააღმდეგო აგენტების, იმუნოსუპრესიული აგენტების და ანტიკონვულსანტების ჩათვლით.

ძუძუს რადიოთერაპია

ძუძუს რადიოთერაპიის შემდეგ ორგანიზაციული პმევმონია შესაძლოა განუვითარდეს პაციენტთა 1%-დან 3%-ს, რაც შესაძლოა ალაგდეს კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის გარეშე.[19][20][21][22]

ექსპოზიცია ტოქსინების მიმართ

დოკუმენტურად დაფიქსირებული ორგანოფოსფატებით მოწამვლა, რომელიც უკავშირდება პროფესიული ან გარემოს ფაქტორების მიმართ ტოქსიურ ექსპოზიციას, იშვიათია. პროფესიულ ექსპოზიციასთან დაკავშირებული ყველაზე კარგად დოკუმენტირებული ნივთიერებები იყო ტექსტილის საბეჭდი საღებავი, ასევე პენიცილიუმის ობის მტვერი, ხანძარი ან ცეცხლი სახლში, საკვები სანელებლების დამუშავება, და პარაფინის მინერალური ზეთი.[23][24][41]

სუსტი

ელექტო სიგარეტის მოწევა

ელექტრონულ სითხეებში ბევრი არომატიზატორი ასოცირდება ფილტვების დაზიანების სპორადულ ცნობებთან, მათ შორის AP, ელექტრონული სიგარეტის ან ორთქლის პროდუქტების გამოყენების გამო.[25]​ფილტვის მწვავე დაზიანების ნიმუში ტიპიურია AP-სთვის, დიფუზური ალვეოლარული დაზიანების ან ორივესთვის.[25]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას