შემთხვევის ანამნეზი
შემთხვევის ანამნეზი #1
48 წლის სკოლის მასწავლებელს განუვითარდა გრიპის მაგვარი დაავადება სუბფებრილური ცხელებით, სუსტი ხველით და გენერალიზებული სისუსტით. გასინჯვის შედეგად ორმხრივად აღინიშნება სველი ხიხინი ჩასუნთქვის პიკზე. გულმკერდის რენტგენოგრაფია ორმხრივად ავლენს ლაქოვანი ინფილტრატების არსებობას. ანტიბიოტიკებით მკურნალობის 10-დღიან კურსს სიმპტომების გაუმჯობესება არ მოჰყვა, რის შემდეგაც იცვლება ანტიბიოტიკი და ინიშნება ფთორქინოლონი. აღნიშნულის შემდეგ ვითარდება სუნთქვის უკმარისობა, გულმკერდის კომპიუტერულ-ტომოგრაფიული სკანირება (CT კვლევა) მაღალი რეზოლუციით, ორმხრივად ავლენს "დაბურული მინის" ტიპის სამკუთხა ფორმის დაჩრდილვებს აიროვან ბრონქოგრამებზე. სასიცოცხლო ტევადობა შემცირებულია პროგნოზირებული მაჩვენებლის 72%-მდე, ფორსირებული ამოსუნტქვის მოცულობა 1 წამში (FEV1)/ფორსირებული სასიცოცხლო ტევადობის (FVC) თანაფარდობა ნორმალურია და შეესაბამება 81%-ს, ხოლო დიფუზიური ტევადობა შემცირებულია პროგნოზირებული მაჩვენებლის 58%-მდე.
შემთხვევის ანამნეზი #2
60 წლის მამაკაცს, რომელსაც აქვს 70 კოლოფი წელიწადზე მოწევის ანამნეზი, უტარდება გულმკერდის დაბალი დოზის სკანირება ფილტვის კიბოს სკრინინგის ფარგლებში. გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფია ავლენს 4 სმ x 3 სმ ზომის წარმონაქმნს მარჯვენა ქვედა წილის სუბპლევრულ არეში. ანამნეზის შეკრებისას, პაციენტი აღნიშნავს "მსუბუქი" პნევმონიის არსებობას 4 თვით ადრე, რომელსაც მისი მკურნალი ექიმი დოქსიციკლინით მკურნალობდა 7 დღის განმავლობაში და ასევე იყენებდა ალბუტეროლის ინჰალატორს მსტვინავი სუნთქვისთვის. ის უარყოფს ხველას, ცხელებას, ნახველის არსებობას ან წონის დაკლებას. მან განაახლა ჩვეული ფიზიკური დატვირთვა და გაიარა ნახევარი მილი და აღენიშნა მსუბუქი მსტვინავი სუნთქვა დატვირთვის ბოლოს, თუმცა სუნთქვა სწრაფად აღდგა და არ დასჭირვებია ინჰალაციური თერაპია. თავდაპირველად პაციენტმა რენტგენი პნევმონიის დიაგნოზის დროს ჩაიტარა, თუმცა ანტიბიოტიკების მიღბის შემდეგ თავს უკეთ გრძნობდა და არ იყო შემდგომი დაკვირების ქვეშ ოჯახის ექიმის მიერ. პოზიტრონ-ემისიურმა ტომოგრაფიულმა სკანირებამ გამოავლინა შეთვისება მარჯვენა ქვედა წილის მასაში მხოლოდ სტანდარტული შეთვისების მაჩვენებლით - (SUV) 3.1. პაციენტი იგზავნება ტრანსთორაკალური ბიოფსიისთვის.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას