კვლევები

1-ად შესაკვეთი გამოკვლევები

გულმკერდის რენტგენოგრაფია (რენტგენი)

ტესტი
შედეგი
ტესტი

ორგანიზაცული პნევმონიის ყველაზე მნიშვნელოვანი საწყისი დიაგნოსტიკური ტესტი.

შედეგი

ორმხრივი ლაქოვანი ინფილტრატები; ცვალებადი დაჩრდილვები შეიძლება განვითარდეს რამდენიმე კვირაში; ფოკალური ორგანიზაცული პნევმონია შეიძლება გამოვლინდეს წრიული კვანძის სახით 1 ფილტვში ან 3-დან 5 კვანძამდე ორივე ფილტვში

გულმკერდის CT სკანირება მაღალი რეზოლუციით (HRCT)

ტესტი
შედეგი
ტესტი

მაღალი რეზოლუციის კომპიუტერული ტომოგრაფია წარმოადგენს ფუნდამენტურ მეთოდს ორგანიზაცული პნევმონიის დიაგნოზის დასადგენად და შესაძლოა იყოს გამოყენებული პაციენტის მონიტორინგის მიზნით მკურნალობის ან მკურნალობაზე პასუხის შესაფასებლად.

"სამკუთხედის ნიშანი" (სამკუთხა ფორმის "დაბურული მინის" ტიპის ჩრდილები ფუძით პლევრისკენ და მწვერვალით შუასაყრისკენ) ხშირად წარმოადგენს ორგანიზაცული პნევმონიის მახასიათებელ ნიშანს.[2]

შედეგი

ორმხრივი ლაქოვანი ინფილტრატები; ცვალებადი დაჩრდილვები შეიძლება განვითარდეს რამდენიმე კვირაში; ფოკალური ორგანიზაცული პნევმონია შეიძლება გამოვლინდეს წრიული კვანძის სახით 1 ფილტვში ან 3-დან 5 კვანძამდე ორივე ფილტვში; ორგანიზაციული პნევმონიის დროს ასევე შეიძლება გამოვლინდეს სხვა რადიოგრაფიული მიმდევრობები, მათ შორის: დიფუზური ინფილტრაციული განლაგება, ატოლის ნიშანი, ქვაფენილისებრი განლაგება, ფიბროზული ცვლილებები და ზოლები.

FBC

ტესტი
შედეგი
ტესტი

არა-სპეციფიური მაჩვენებელია.

შედეგი

ლეიკოციტების (WBC) რაოდენობა იდიოპათიური ორგანიზაცული პნევმონიის დროს შესაძლოა ნორმალური იყოს, მაგრამ ხშირად მატულობს 10,000-15,000/მიკროლიტრმდე

ერითროციტების დალექვის სიჩქარე

ტესტი
შედეგი
ტესტი

არა-სპეციფიური მაჩვენებელია.

შედეგი

მოამტებულია

გასათვალისწინებელი კვლევები

C- რეაქტიული ცილა

ტესტი
შედეგი
ტესტი

შეიძლება დაეხმაროს ინფექციის გამორიცხვას.

შედეგი

მომატებულია ინფექციის დროს

ნახველის დათესვა

ტესტი
შედეგი
ტესტი

შეიძლება დაეხმაროს ინფექციის გამორიცხვას.

შედეგი

შეუძლია ინფექციასთან დაკავშირებული პათოგენის იდენტიფიცირება

სკრინინგი ატიპურ ვირუსზე

ტესტი
შედეგი
ტესტი

შეიძლება დაეხმაროს ინფექციის გამორიცხვას.

შედეგი

შეიძლება გამოავლინოს ინფექციასთნ დაკავშირებული ვირუსი

სუნთქვის ფუნქციური სინჯები

ტესტი
შედეგი
ტესტი

გარდა სასიცოცხლო ტევადობის და ფილტვების მოცულობის, დიფუზიური ტევადობის დამატებითი განსაზღვრა აგრეთვე მნიშვნელოვანია დაავადების სიმძიმის განსაზღვრის და მისი მიმდინარეობის მონიტორინგისთვის.

შედეგი

შემცირებული სასიცოცხლო ტევადობა და დიფუზიური ტევადობა აირნაკადის ობსტრუქციის გარეშე

ფილტვის ქირურგიული ბიოფსია

ტესტი
შედეგი
ტესტი

აუცილებლად განსახილველია, განსაკუთრებით პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ატიპური კლინიკური სურათი, როგორიცაა სწრაფად პროგრესირებადი დაავადება, დიფუზური ინფილტრაციული დაავადება, უცნობი ეტიოლოგია ან ასოცირებული დარღვევა, უჩვეულო სურათი გულმკერდის კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე ან ზომიერად მძიმე სიმპტომები. პათოლოგიური კრიტერიუმები აგრეთვე ითვალისწინებს, რომ შემდეგი მახასიათებლები არ უნდა არსებობდეს: გავრცობილი ინტერსტიციული ფიბროზი, ტრაქციული ბრონქოექტაზი და ჰისტოლოგიური ფოროვნება.[1][2]

ქსოვილოვანი ნიმუშის მიღების უპირატეს მეთოდს წარმოადგენს თორაკოსკოპიური პროცედურა ვიდეო-მხარდაჭერით.[28]

კომპიუტერული ტომოგრაფიით მართული ტრანსთორაკალური ნემსის ბიოფსია და ტრანსბრონქული ფილტვის კრიობიოფსია არის მინიმალური ინვაზიური პროცედურები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ფილტვის ქირურგიული ბიოფსიის ალტერნატივად.[49][50][51]​ეს შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი ვარიანტი ხანდაზმულ ან სუსტ პაციენტებში ან პაციენტებში ფოკალური დაზიანებებით. თუმცა, ორივე პროცედურა იძლევა შედარებით მცირე ბიოფსიის ნიმუშებს, რომლებიც უნდა იქნას ინტერპრეტირებული შესაბამისი კლინიკური და რადიოლოგიური დასკვნების კონტექსტში.[50]

შედეგი

ორგანიზაციული პოლიპოიდური გრანულაციური ანთებითი ქსოვილის არსებობას დისტალურ ბრონქიოლურ სასუნთქ გზებში, რესპირატორულ ბრონქიოლებში, ალვეოლურ სადინრებში და საკუთრივ ალვეოლებში.

კრეატინკინაზის

ტესტი
შედეგი
ტესტი

აღნიშნული ტესტი ჩასატარებელია ცხადი მიზეზობრივი ფაქტორების არასებობისას, რადგან ორგანიზაციული პმევმონია შესაძლებელია წინ უსწრებდეს შემაერთებელი ქსოვილის დაავადების დიაგნოზის დადგენას რამდენიმე თვით ან წლით. კრეატინ კინაზა სასარგებლოა პოლიმიოზიტური ორგანიზაციული პმევმონიის სკრინინგისთვის.

შედეგი

ჩვეულებრივ ნეგატიურია; მომატებულია, თუ მიზეზობრივ ფაქტორს წარმოადგენს პოლიმიოზიტი

ზოგადი აუტოიმუნური და მიოზიტური პროფილი

ტესტი
შედეგი
ტესტი

უნდა ჩატარდეს შემაერთებელი ქსოვილის დაავადების სკრინინგისთვის, თუ არ არსებობს ორგანიზაციული პმევმონიის აშკარა მიზეზი, რადგან ის შეიძლება წინ უსწრებდეს შემაერთებელი ქსოვილის დაავადებების დიაგნოზს რამდენიმე თვით ან წლით. პროფილი უნდა შეიცავდეს ტესტირებას: ანტინუკლეურ ანტისხეულებზე, რევმატოიდულ ფაქტორზე, ანტი-Scl-70 ანტისხეულებზე, ანტი-შოგრენის სინდრომთან დაკავშირებული ანტიგენ A-ის ანტისხეულებზე, ანტი-შოგრენის სინდრომთან დაკავშირებული ანტიგენ B-ის ანტისხეულებზე, ციკლურ ციტრულინირებულ პეპტიდურ ანტისხეულებზე, ანტი-რიბონუკლეოპროტეინულ ანტისხეულებზე, ანტისინთეტაზას ანტისხეულებზე, ანტიკარდიოლიპინის ანტისხეულებზე, ლუპუსის ანტიკოაგულაციურ ანტისხეულებზე, ანტი-გლომერულური ბაზალური მემბრანის ანტისხეულებზე და ანტინეიტროფილური ციტოპლაზმური ანტისხეულები/მიელოპეროქსიდაზას ანტისხეულები/პროტეინაზა 3 ანტისხეულებზე.

შედეგი

მომატებულია ანტისხეულების დონე, თუ შემაერთებელი ქსოვილის დაავადება არის გამომწვევი მიზეზი

პოზიტრონ-ემისიური ტომოგრაფიული სკანირება

ტესტი
შედეგი
ტესტი

შეიძლება სასარგებლო იყოს ზოგიერთ პაციენტში, რომელსაც აქვს ფოკალური კვანძოვანი ორგანიზაცული პნევმონია.

შედეგი

ჩვეულებრივ დაბალი დადებითი შეთვისება პოზიტრონ-ემისიურ ტომოგრაფიულ სკანირებაზე

ბრონქოსკოპია

ტესტი
შედეგი
ტესტი

ბრონქოსკოპიული გამოკვლევები, მათ შორის ბრონქოალვეოლარული ლავაჟის სითხის ანალიზი, შეიძლება სასარგებლო იყოს ზოგიერთ პაციენტში, რომელსაც აღენიშნება აქვთ ორგანიზაცული პნევმონია.

შედეგი

შეიძლება დაეხმაროს სხვა დიფერენციული დიაგნოზის გამორიცხვას, როგორიცაა ეოზინოფილური პნევმონია და დაადასტუროს, რომ არ არსებობს აქტიური ინფექცია, გამორიცხოს მისი არსებობა

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას