დიფერენციული დიაგნოზები

კვანძოვანი სარკოიდოზი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

არანაირი კონკრეტული განმასხვავებელი ნიშნები და სიმპტომები.

კვლევები

გულმკერდის რენტგენოგრაფია შესაძლოა ავლენდეს ჰილარული ლიმფური კვანძების გადიდებას.

ქრონიკული ეოზინოფილური პნევმონია (CEP)

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

არანაირი კონკრეტული განმასხვავებელი ნიშნები და სიმპტომები.

კვლევები

გულმკერდის CT სკანირება მაღალი რეზოლუციით (HRCT) CEP-ის დროს ავლენს "დაბურული მინის" ტიპის პერიფერიულ ჩრდილებს ფილტვების ცენტრალური წილების დაზოგვით.

სისხლის საერთო ანალიზი ლეიკოციტური ფორმულით შესაძლოა ავლენდეს სისხლში ეოზინოფილების რაოდენობის მომატებას.

ბრონქოალვეოლარული ლავაჟი ეოზინოფილების რაოდენობა 30%-ზე მეტი.

არა-სპეციფიური ინტერსტიციული პნევმონია (NSIP)

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

სუნთქვის გაძნელება პროგრესირებად ხასიათს ატარებს და სველი ხიხინი პერსისტირებს პაციენტის მიერ კორტიკოსტეროიდული თერაპიის მიღების ფონზე.

კვლევები

მაღალი რეზოლუციის კომპიუტერული ტომოგრაფია არასპეციფიკური ინტერსტიციული პნევმონიის დროს გვიჩვენებს დაბურული მინის მაგვარ დაჩრდილვას +/- ტრაქციულ ბრონქოექტაზიას და ფიჭისებრ სურათს სუბპლევრული ნაწილის შენარჩუნებით.[52]

იდიოპათიური პულმონარული ფიბროზი ჩვეულებრივი ინტერსტიციური პნევმონიის (UIP) მახასიათებლებით

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

UIP-ის მქონე პაციენტებს აღენიშნებათ სუნთქვის პროგრესირებადი გაძნელება და მზარდი ხარისხის ორმხრივი სველი ხიხინი.

კვლევები

HRCT ავლენს ხაზოვანი ჩრდილების არსებობას ფილტვების ფუძეებზე, ტრაქციულ ბრონქოექტაზებს და სუბპლევრალურ ფოროვნებას.

გრანულომატოზი თანმხლები პოლიანგიიტით (რომელიც მანამდე ცნობილი იყო ვეგენერის გრანულომატოზის სახით)

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

პოლიანგიიტით მიმდინარე ვეგენერის (მანამდე ცნობილი იყო ვეგენერის გრანულომატოზის სახით) გრანულომატოზის მქონე პაციენტებს შესაძლოა ქონდეთ ცხვირის დანამატი სინუსების და თირკმლისეული სიმპტომები.

კვლევები

HRCT ავლენს ორმხრივ მრავლობით ღრუ კერებს.

როგორც წესი, პასუხი დადებითია ციტოპლაზმის ანტინეიტროფილურ ანტისხეულებზე.

მწვავე ინტერსტიციული პნევმონია

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

სიმპტომები და ნიშნები იგივეა, რაც სწრაფად პროგრესირებადი ორგანიზაცული პნევმონიის დროს.

კვლევები

HRCT შესაძლოა ავლენდეს ფილტვის არქიტექტურის დესტრუქციას ტრაქციული ბრონქოექტაზების და ადრეული ფოროვნების განვითარებით.

ფილტვის მეტასტაზები და პირველადი ადენოკარცინომა

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ხველა და სუნთქვის გაძნელების სიმპტომები პროგრესირებს პაციენტის მიერ კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის დაწყების ფონზე.

კვლევები

კარცინომატოზის დროს ვლინდება კერლის B ზოლების არსებობა.

გულმკერდის რენტგენოგრაფია შესაძლოა ავლენდეს სოლიტარული პულმონარული კვანძის, წარმონაქმნის, პლევრალური გამონაჟონის, ფილტვის კოლაფსის, ან შუასაყრის ან ჰილარული გაფართოების არსებობას.

გულმკერდის CT სკანირება ავლენს პირველადი სიმსივნის ზომას, ლოკალიზაციას და გავრცელებას; იძლევა ჰილარული და/ან შუასაყრის ლიმფადენოპათიის და დაშორებული მეტასტაზების არსებობის შეფასების საშუალებას.

ნახველის ციტოლოგიური გამოკვლევა ავლენს ნახველში ავთვისებიანი უჯრედების არსებობას.

ბრონქოსკოპიულად ვლინდება ენდობრონქიალური დაზიანებები.

ბიოფსიით ხდება ავთვისებიანობის კონფირმაცია.

ფილტვისმიერი ტუბერკულოზი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ხველა, სისხლიანი ხველა და სუნთქვის გაძნელების სიმპტომები ხდება პროგრესირებადი კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის ფონზე.

კვლევები

HRCT ავლენს ფილტვის ზედა წილების არა-ფენოვანი ღრუ კერების არსებობას.

ნახველის კულტურა დადებითია მჟავაგამძლე ბაცილებზე.

არა-ჰოსპიტალური (საზოგადოებაში შეძენილი) პნევმონია

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ხველა, ნახველის პროდუქცია და ცხელების სიმპტომები კლებულობს ანტიბიოტიკოთერაპიის ფონზე.

კვლევები

გულმკერდის რენტგენოგრაფია ავლენს ლაქოვან ინფილტრატებს, რომელიც იწყებს ალაგებას ანტიბიოტიკოთერაპიის ფონზე.

ბრონქიოლოალვეოლური უჯრედების კარცინომა

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ბრონქიოლოალვეოლური უჯრედების კარცინომის და ორგანიზაცული პნევმონიის სიმპტომები მსგავსია.

კვლევები

HRCT-ზე შესაძლოა აღინიშნოს პლევრალური ხიდაკები და ნაპრალების გადაკეცვით ან გადაკვეთით მიმდინარე პროცესი.

2019 წლის კორონავირუსით გამოწვეული დაავადება (COVID-19)

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

სიმპტომების გამოვლენამდე 14 დღით ადრე ცხოვრება/მოგზაურობა ქვეყანაში/რაიონში ან ტერიტორიაზე, სადაც ხდებოდა შიდა გავრცელება ან ახლო კონტაქტი ქონდა COVID-19-ის დადასტურებულ ან შესაძლო შემთხვევასთან.

კორონავირუსებით გამოწვეული ინფექციების ნიშნები და სიმპტომები მსგავსია, რის გამოც შეიძლება ძნელი იყოს კლინიკური მდგომარეობების დიფერენცირება.

კვლევები

რეალურ დროში რევერს ტრანსკრიპტაზას პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (RT-PCR): დადებითია კორონავირუს 2-ით (SARS-CoV-2) RNA გამოწვეულ მძიმე მწვავე რესპირატორულ სინდრომზე.

შეუძლებელია განვასხვავოთ COVID-19-ით გამოწვეული პნევმონია სხვა მიზეზებით გამოწვეული პნევმონიის გულმკერდის ვიზუალიზაციური კვლევით.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას