პროგნოზი

სიკვდილიანობის მაჩვენებელი უფრო მაღალია ჰემორაგიული ინსულტის შემდეგ (68%), ვიდრე იშემიური ინსულტის შემდეგ (57%).[5][161]​​​ ყველა პაციენტის მხოლოდ 20-30% გრძნობს თავს კარგად დამოუკიდებლად ცხოვრებისთვის 3-6 თვის შემდეგ.[162][163]

ჰემორაგიის მოცულობა შედეგის ძლიერი პროგნოზული ფაქტორია.[164].ხანდაზმული ასაკი, დაქვეითებული ცნობიერება ჰოსპიტალიზაციისას და პარკუჭოვანი ჰემატომის გახეთქვა ასევე ასოცირდება უარეს შედეგებთან.[25]

ინტრაცერებრალური ჰემორაგიის ქულა არის მარტივი დატმკიცებული საშუალება სიკვდილისა და ფუნქციური შედეგის პროგნოზირებითვის.[25][165] მსგავსი ქულის (FUNC ქულა) გამოყენებაა შესაძლებელი 3 თვიანი ფუნქციური შედეგის პროგნოზირებისთვის.[166] ასეთი კლინიკური დახარისხების ქულები შესაძლოა გამოსადეგი იყოს პაციენტების დახარისხებისთვის საწყისი სიმძიმიდან გამომდინარე, ამ რიცხვების გამოყენება დიდი სიფრთხილითაა საჭირო კლინიკურ პრაქტიკაში, ვინაიდან ისინი დაკავშირებულია მოსალოდნელი შედეგის გადაჭარბებულ შეფასებასთან.[167]

გაიდლაინების რეკომენდაციით, ინტრაცერებრული ჰემორაგიის მქონე თითოეულ პაციენტს უნდა ჰქონდეს წვდომა მულტიდისციპლინურ რეაბილიტაციასთან.[9] კოხრეინის ერთ-ერთმა მიმოხილვამ აჩვენა, რომ კარდიორესპირატორული ვარჯიში (განსაკუთრებით სიარულით მიმდინარე) ამცირებს ქმედუუნარობას, სავარაუდოდ, ბალანსის და მობილობის გაუმჯობესების ხარჯზე. შერეული ვარჯიში აუმჯობესებს სიარულსს და ბალანსს, თუმცა ნაკლებად. ინსულტის შემდეგ სავარიჯშო ინტერვენციები ჩაითვალა უსაფრთხოდ.[168]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას