კვლევები

1-ად შესაკვეთი გამოკვლევები

თავის ტვინის CT საკონტრასტო ნივთიერების გარეშე

ტესტი
შედეგი
ტესტი

ყველაზე მნიშვნელოვანი კვლევაა, ვინაიდან განასხვავებს ჰემორაგიულ ინსულტს იშემიურისგან.[71][Figure caption and citation for the preceding image starts]: CT სკანირებაზე ინტრაკრანიული ჰემორაგიამასაჩუსეტის საავადმყოფოს პერსონალის შემთხვევების ფაილები; გამოყენებულია ნებართვით [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@1736af20 ​არაკონტრასტული კომპიუტერული ტომოგრაფიის გამოყენება შეიძლება ასევე, როგორც შემდგომი გამოკვლევა, რათა შეფასდეს გაფართოებისა და მასის ეფექტის გაუარესება.[13]

შესაძლოა CT ანგიოგრაფიასთან კომბინაცია.[9]

შედეგი

დაბალი სიმკვრივის მქონე დაზიანება

ბიოქიმიური ანალიზი

ტესტი
შედეგი
ტესტი

ინსულტის სადიაგნოსტიკოდ არ არის ხელმისაწვდომი სისხლის ანალიზი.

ქიმიური ანალიზი იმ მდგომარეობების გამოსარიცხად, რომლებიც ინსულტს ჰგავს (მაგ. ჰიპოგლიკემია, იტოქსიკაცია, ელექტროლიტების დარღვევა). პათოლოგიური შედეგი მიუთითებს სიმპტომების ალტერნატიულ გამომწვევ მიზეზზე.

შრატის გლუკოზის მომატება სავარაუდოდ ვითარდება სტრესისა და ინტრაკრანიული ჰემორაგიის სიმძიმის შედეგად და არის გაზრდილი სიკვდილობისა და ცუდი შედეგის მარკერი.[9]

შედეგი

ნორმის ფარგლებში

FBC

ტესტი
შედეგი
ტესტი

საჭიროა თრომბოციტოპენიის, როგორც ჰემორაგიის გამომწვევი მიზეზის გამორიცხვა.

თრომბოციტების დაბალი რაოდენობა მიუთითებს სისხლდენის მეორად მიზეზზე და ასოცირდება სიკვდილიანობასთან.[9]

ანემია დაკავშირებულია ცუდ შედეგებთან და ჰემორაგიულ გაფართოებასთან.[9]

შედეგი

როგორც წესი ნორმალურია

შედედების ტესტები

ტესტი
შედეგი
ტესტი

საჭიროა კოაგულოპათიის, როგორც ჰემორაგიის გამომწვევი მიზეზის გამორიცხვა.

თუ მომატებულია, შედეგები მიუთითებს ჰემორაგიის მეორეულ გამომწვევ მიზეზზე.

პაციენტებში, რომლებიც პერორალურად იღებენ პირდაპირი თრომბინის ინჰიბიტორებს, განსახილვევია შედედების დროის შემოწმება.

პაციენტებში, რომლებიც ანტიაგრეგანტულ აგენტებს იღებენ, განსახილველია თრომბოციტების ფუნქციის ტესტების შემოწმება.

შედეგი

როგორც წესი ნორმალურია

ელექტროკარდიოგრამა

ტესტი
შედეგი
ტესტი

ჰემორაგიული ინსულტი შესაძლოა გაართულოს მიოკარდიუმის იშემიამ.

დაბნეულმა, კომატოზურმა ან აფაზიურმა პაციენტებმა შესაძლოა ვერ შესძლონ თქვან აქვთ თუ არა ანგინა. მცხვილი კორონარული არტერიის დისტრიბუციაში დიდი ინვერსიული T ტალღები ვარაუდობენ, რომ ცერებრალური წარმოშობის ECG ცვლილებებია, ვიდრე მწვავე კორონარული სინდრომი.[89]

შედეგი

მიოკარდიული იშემიის ნიშნები, ცერებრალური T კბილები

თრომბოციტების ფუნქციის ანალიზი

ტესტი
შედეგი
ტესტი

ხარისხობრივი და რაოდენობრივი ანალიზები დაკავშირებულია თრომბოციტების აგრეგაციის პათოლოგიებთან, რადგან ზრდის ჰემორაგიული ინსულტის ადრეული გაფართოების რისკს. შემდგომი კვლევებია საჭირო იმის უკეთ გასაგებად ცვლის თუ არა ამ რისკს თრომბოციტების ტრანსფუზია.

შედეგი

თრომბოციტების პათოლოგიური აგრეგაცია

შარდის სკრინინგი მედიკამენტებზე

ტესტი
შედეგი
ტესტი

სიმპათომიმეტური წამლებისა და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების ანამნეზი დაგეხმარებათ გააკეთოთ ჰემორაგიული ინსულტის ეტიოლოგიის დიაგნოზი და წარმართოთ მედიკამენტური მართვა.[9]

შედეგი

დადებითი ან უარყოფითი

ორსულობის ტესტი რეპროდუქტიული ასაკის ქალებში

ტესტი
შედეგი
ტესტი

ინსულტის ნებისმიერი ტიპით წარმოდგენილ პაციენტებში ორსულობის სტატუსის გაგებამ შესაძლოა შეცვალოს დაავადების მედიკამენტოზური მართვა და თვით ორსულობაც.[9] პერინატალური ანგიოპათია, ეკლამფსია, HELLP (ჰემოლიზი [H], ღვიძლის ფერმენტების მომატება [EL] და დაბალი თრომბოციტების [LP]) სინდრომი და სინუსური ვენური თრომბოზი შეიძლება გამოიწვიოს ცერებრალური სისხლდენა ორსულ ქალებში.[9]

შედეგი

დადებითი ან უარყოფითი

ღვიძლის ფუნქციური სინჯი

ტესტი
შედეგი
ტესტი

ღვიძლის მნიშვნელოვანი დისფუნქციის არსებობამ შესაძლოა დაარღვიოს კოაგულაციური სისტემა და განაპირობოს სისხლდენა, აგრეთვე ხელი შეუწყოს ცერებრალური შეშუპების (უმეტესად განპირობებულია ამონიას დარღვეული მეტაბოლიზმით) და ინტრაკრანიული ჰიპერტენზიის განვითარებას, განსაკუთრებით ღვიძლის მწვავე უკმარისობის შემთხვევებში.

შედეგი

დარღვეული

ინტრაცერებრალური ჰემორაგიული (ICH) ქულა

ტესტი
შედეგი
ტესტი

ავადმყოფობის სიმძიმის დამახარისხებელ სკალებს შორის ყველაზე ფართოდ გამოყენებული ინტრაცერებრული ჰემორაგიის გამოვლინების შემდეგ შედეგების პროგნოზირებისათვის.

ინტრაკრანიული ჰემორაგიის ქულის ელემენტებია: ინტრაცერებრული ჰემორაგიის მოცულობა (>30 სმ2 = 1 ქულა); გლაზგოს კომის ქულა (3-4 = 2 ქულა, 5-12 = 1 ქულა), პარკუჭშიდა ჰემორაგია (დიახ = 1), ინტრაცერებრული ჰემორაგიის ადგილმდებარეობა ინფრატენტორიულად (დიახ = 1 ქულა), და ასაკი (>80 წელი = 1 ქულა).[25]

შედეგი

ინტრაცერებრალური ჰემორაგიის ადრეული გამოვლინების შემდეგ დაავადების პროგნოზის ქულა

გასათვალისწინებელი კვლევები

CT ანგიოგრაფია და ვენოგრაფია

ტესტი
შედეგი
ტესტი

რეკომენდებულია ცერებრალური ვენების თრომბოზის მაკროვასკულური მიზეზების გამორიცხვის მიზნით პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ლობარული სპონტანური ინტრაცერებრალური სისხლდენა და ასაკი <70 წელზე ნაკლები; ან ღრმა/უკანა ფოსო სპონტანური ინტრაცერებრალური სისხლდენა და ასაკი <45 წელი; ან ღრმა/უკანა ფოსო და ასაკი 45-დან 70 წლამდე ჰიპერტენზიის ისტორიის გარეშე.[9]

შესაძლოა ნაკლებად ინფორმატიული იყოს >45 წლის ასაკის პაციენტებში ,რომელთაც აღენიშნებათ ჰიპერტენზია და ჰემორაგიები ძირითად ადგილებში (მაგ. ბაზალური განგლია, თალამუსი, ტვინის ღერო ან ნათხემი).[90]

აქვს უფრო მაღალი სივრცითი რეზოლუცია მაგნიტურ რეზონანსულ ანგიოგრაფიასთან დაკავშირებით. CTA-ს აქვს მგრძნობელობა და სპეციფიკა, რომელიც აღემატება 90%-ს კათეტერულ არტერიოგრაფიასთან შედარებით მეორადი მიზეზების იდენტიფიცირებისთვის, როგორიცაა არტერიოვენური მალფორმაცია ან ანევრიზმა.[13][73][74][75][76]

ლაქოვანი ნიშნის არსებობა (ჰემატომაში მაღალი სიმკვრივის მქონე კონტრასტული ნივთიერება კომპიუტერულ-ტომოგრაფიულ გამოსახულებაზე) დაკავშირებულია ჰემატომის შემდგომი გაფართოების უფრო მაღალ რისკთან.[13][77][78][79][80][Figure caption and citation for the preceding image starts]: CT ანგიოგრამაზე ნიშანი (ისრის თავი) მიუთითებს ჰემატომაში მაღალისიმკვრივის მქონე კონტრასტული მატერიალის არსებობაზე; ეს დაკავშირებულია ჰემატომის შემდგომი გავრცელების უფრო დიდ რისკთანFoothills სამედიცინო ცენტრის პერსონალური ფაილები; გამოყენებულია ნებართვით [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@2f18533d

შედეგი

ანევრიზმა, არტერიოვენური მალფორმაცია ან ცერებრალური სინუსი/ვენური თრომბოზი

მაგნიტურ რეზონანსული ანგიოგრაფია და ვენოგრაფია

ტესტი
შედეგი
ტესტი

მითითებულია, თუ CT ანგიოგრაფია/CT ვენოგრაფია შეუძლებელია (მიუწვდომლობის ან კონტრასტული ალერგიის გამო) ან თუ არსებობს შეშფოთება თირკმლის უკმარისობის შესახებ. შეიძლება ასევე სასარგებლო იყოს სისხლძარღვთა დეფექტების გამოსარიცხად, თუ ეტიოლოგია გაურკვეველია.[13]​ რეკომენდირებულია ცერებრალური ვენების თრომბოზის მაკროვასკულური მიზეზების გამოსარიცხად პაციენტებში: ლობარული სპონტანური ინტრაცერებრალური სისხლდენა და ასაკი <70 წელზე ნაკლები; ან ღრმა/უკანა ფოსო სპონტანური ინტრაცერებრალური სისხლდენა და ასაკი <45 წელი; ან ღრმა/უკანა ფოსო და ასაკი 45-დან 70 წლამდე ჰიპერტენზიის ისტორიის გარეშე.[9]

შესაძლოა ნაკლებად ინფორმატიული იყოს (პაციენტთა განსაზღვრულ ჯგუფში დადებითი ანგიოგრაფიის სიხშირე) >45 წლის ასაკის პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ჰიპერტენზია და ჰემორაგიები ტიპურ მიდამოებში (მაგ. ბაზალური განგლია, თალამუსი, ტვინის ღერო ან ნათხემი).[90]

შედეგი

ანევრიზმა, არტერიოვენური მალფორმაცია ან ცერებრალური სინუსი/ვენური თრომბოზი

სტანდარტული(ინვაზიური) ანგიოგრაფია

ტესტი
შედეგი
ტესტი

თუ არსებობს არტერიოვენოზური მალფორმაციის (AVM) ეჭვის მაღალი მაჩვენებელი, მაგრამ არაინვაზიური გამოსახულება არ არის დიაგნოსტიკური, რეკომენდებულია ჩვეულებრივი ინვაზიური ანგიოგრაფია.[9][13]​ ჩვეულებრივ ინვაზიურ ანგიოგრაფიას შეუძლია აჩვენოს მცირე AVM-ები, რომლებიც სხვაგვარად გამოტოვებული იქნებოდა არაინვაზიური ტექნიკით, მაგრამ მისი რუტინული გამოყენება ბევრ ცენტრში ჩანაცვლებულია სისხლძარღვთა უფრო უსაფრთხო, არაინვაზიური ვიზუალიზაციის მეთოდებით.[13]​ რეკომენდებულია სპონტანური ინტრავენტრიკულური სისხლდენის შემთხვევაში ინტრაპარენქიმული სისხლდენის გარეშე, რათა გამოირიცხოს სისხლდენის მაკროვასკულარული მიზეზი.[9]​ მწვავე პერიოდში, კათეტერული არტერიოგრაფიამ შეიძლება გამოტოვოს სისხლძარღვთა მანკები, რომლებიც გამოვლენილია განმეორებითი არტერიოგრაფიით რამდენიმე კვირის შემდეგ.[13][82]

შესაძლოა ნაკლებად ინფორმატიული იყოს >45 წლის ასაკის პაციენტებში ,რომელთაც აღენიშნებათ ჰიპერტენზია და ჰემორაგიები ძირითად ადგილებში (მაგ. ბაზალური განგლია, თალამუსი, ტვინის ღერო ან ნათხემი).[90]

შედეგი

ანევრიზმა ან არტერიოვენური მალფორმაცია

თავის ტვინის მაგნიტურ რეზონანსული გამოსახვა (MRI)

ტესტი
შედეგი
ტესტი

რეკომენდებულია, როდესაც ზოგიერთი დაავადების პროცესი დიფერენციალური დიაგნოსტიკის ნაწილია (მაგ., სისხლძარღვთა მანკი, სიმსივნე, ცერებრალური ინფარქტი ან ცერებრალური სინუსი/ვენური თრომბოზი), რომელიც შეიძლება ადვილად არ იყოს გამოვლენილი CT-ზე.[2][13]​​[83][84]​​ MRI სასარგებლოა ალტერნატიული ეტიოლოგიის შესაფასებლად 55 წლამდე ასაკის პაციენტებში, რომლებსაც არ აქვთ ტიპიური ჰიპერტენზიული სისხლდენა.[13][85][83]

შედეგი

ანევრიზმა, არტერიოვენური მალფორმაცია, სიმსივნე, ცერებრალური სინუსი/ვენური თრომბოზი, ცერებრალური ინფარქტი

diffusion-weighted imaging (DWI) ტვინის MRI და გრადიენტული ექოს sequence (GRE)

ტესტი
შედეგი
ტესტი

საუკეთესოდ სრულდება GRE sequence-ით, კონტრასტით ან მის გარეშე.

DWI-ზე მწვავე იშემიური ინფარქტი ნათლად ჩანს.

MRI GRE sequence ადგენს ინსულტის არმქონე ხანდაზმულ პაციენტების 5-დან-20%ში უსიმპტომო მიკროსისხლდენებს.

თუ მიკროსისხლდენები შემთხვევით ნაპოვნია მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის დროს, საჭიროა ფონური მიზეზის სასწრაფო გამოკლვევა და არტერიული წნევის კონტროლი, რათა უზრუნველვყოთ განმეორებითი ინტრაკრანიული ჰემორაგიის პრევენცია.[91]

წილოვან მიდამოებში მრავლობითი მიკროჩაქცევების აღმოჩენა მკვეთრად მიუთითებს ცერბრული ამილოიდური ანგიოპათიის არსებობაზე.[15]

ჰემორაგიის სენსიტიურობა CT-ის ექვივალენტურია; შესაძლოა დადგინდეს მეორეული გამომწვევი მიზეზები, როგორიცაა ინფარქტი, სიმსივნე ან კავერნოზული მალფორმაციები.[92]

ინსულტის ზოგ სპეციალურ ცენტრში, უპირატესი ვიზუალიზაციური საწყისი კვლევაა MRI.

შედეგი

gradient-ექოზე მწვავე ჰემორაგია ჰიპოინტენსიურია (მუქი)

თავის ტვინის MRI susceptibility-weighted გამოსახულებასთან ერთად

ტესტი
შედეგი
ტესტი

მგრძნობელობაზე შეწონილი ვიზუალიზაცია შესაძლოა უფრო მგრძნობიარე იყოს მიკროსისხლდენების და მცირე ზომის ცერებრული კავერნული მალფორმაციების იდენტიფიცირების კუთხით, ვიდრე მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის გრადიენტი-ექოს სექვენირება.[87][Figure caption and citation for the preceding image starts]: 80 წლის ქალი წარმოდგენილია რამდენიმე დაბალი სიმკვრივის მქონე წერტილოვანი კერით (შავი წერტილები) MRI-გრადიენტ-ექოს (GRE) ნაწილზე (მარცხნივ), რაც მიუთითებს ცერებრალური ამილოიდური ანგიოპათიით გამოწვეულ რამდენიმე წილოვან მიკროსისხლდენაზე. MRI susceptibility weighted image (SWI) sequence (მარჯვნივ) ავლენს რამდენიმე დამატებით მიკროსისხლდენას, რომელიც არ გამოჩნდა GRE sequence-ზე.Foothills სამედიცინო ცენტრის პერსონალური ფაილები; გამოყენებულია ნებართვით [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@7e3ba557

შედეგი

ჰიპოინტენსიური დაზიანებები

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას