კრიტერიუმები

ცერებრალური ამილოიდური ანგიოპათიის დასკვნითი დიაგნოზის დადგენა შესაძლებელია მხოლოდ თავის ტვინის ქსოვილის ბიოფსიაზე დაყრდნობით, რომელზეც უნდა აღინიშნებოდეს ამილოიდური ჩანართები ცერებრული სისხლძარღვების კედლებზე. რუტინულ კლინიკურ პრაქტიკაში გამოიყენება ბოსტონის მოდიფიცირებული კრიტერიუმები, რომელთა მეშვეობით შესაძლო დიაგნოზი დგინდება ნეიროვიზუალიზაციითა და არსებული კლინიკური ნიშნების კომბინაციით.

ბოსტონის კრიტერიუმი[95]

გამოიყენება ფონურად მიმდინარე ცერებრალური ამილოიდური ანგიოპათიის, როგორც წილოვანი ინტრაცერებრალური ჰემორაგიის გამომწვევი მიზეზის ალბათობის დასადგენად.

  • განსაზღვრული ინტრაცერებრალური ამილოიდური ანგიოპათია: აუტოფსიით დამტკიცება

  • შესაძლო ინტრაცერებრალური ამილოიდური ანგიოპათია მხარდამჭერი პათოლოგიით: ბიოფსიურ ან რეზექციულ ნიმუშზე ერთი ან რამდენიმე წილოვანი ჰემორაგია ინტრაცერებრალურ ამილოიდურ ანგიოპათიასთან ერთად.

  • შესაძლო ინრაცერებრალური ამილოიდური ანგიოპათია: მრავლობითი წილოვანი ჰემორაგია, რომელიც შესაძლოა მოიცავდეს წილოვან მიკროსისხლდენებს ექოგრადიენტული სექვენსირების MRI-ზე; 55 ან მეტი წლის ასაკის პაციენტი.

  • მოსალოდნელი ინტრაცერებრალური ამილოიდური ანგიოპათია: ერთი წილოვანი ჰემორაგია; პაციენტი 55 წლის ან უფროსი

შენიშვნა: ერთი ან რამდენიმე ჰემორაგიის სხვა შესაძლო გამომწვევი მიზეზები გამორიცხულია, როგორიცაა თრომბოციტოპენია ან ოჯახური კავერნოზული მალფორმაციები. ჰემორაგიები და მიკროსისხლდენები უნდა იყოს წარმოდგენილი მხოლოდ წილოვან რეგიონში.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას