ეპიდემიოლოგია

მსოფლიო მასშტაბით, ინსულტი არის სიკვდილის მეორე ყველაზე ხშირი გამომწვევი და შესაძლებლობების შეზღუდვის მთავარი მიზეზი.[4]​ 2019 წელს დაფიქსირდა 12,2 მილიონი ახალი ინსულტი და 6,55 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა ამის შედეგად.[4]​ ინსულტი არის სიკვდილის მეხუთე წამყვანი მიზეზი და ინვალიდობის ძირითადი მიზეზი აშშ-ში, პრევალენტობით 3.3% და დაახლოებით 795,000 ახალი და განმეორებითი ინსულტი წელიწადში.​[5]

ჰემორაგიული ინსულტი შეადგენს ინსულტის დაახლოებით 10%-ს, მაგრამ პასუხისმგებელია უფრო მეტ სიკვდილზე და ინვალიდობაზე მორგებული სიცოცხლის წლებიდან, ვიდრე იშემიური ინსულტი.[4][5]​​​ ჰემორაგიული ინსულტების სამი მეოთხედი არის ინტრაცერებრალური სისხლდენა, ხოლო დანარჩენი არის სუბარაქნოიდული სისხლდენა.​.[6]​ 2020 წელს ინტრაცერებრალური სისხლდენის გლობალური პრევალენტობა იყო 18,88 მილიონი შემთხვევა.[7] 2010-2020 წლებში ასაკობრივი სტანდარტიზებული გავრცელების მაჩვენებელი 3,33%-ით შემცირდა.[7] გლობალურად, 2021 წელს ინტრაცერებრალური სისხლდენით გამოწვეული სიკვდილიანობა იყო 3,38 მილიონი.[5]​​ ასაკობრივი სტანდარტიზებული სიკვდილიანობის მაჩვენებელი 2010-დან 2021 წლამდე შემცირდა.[5]​​​​[7]​​​​​ 2020 წელს, ასაკობრივი სტანდარტიზებული სიკვდილიანობა ინტრაცერებრალური სისხლდენით ყველაზე მაღალი იყო ოკეანიაში, რასაც მოჰყვა დასავლეთი, ცენტრალური და აღმოსავლეთი სუბსაჰარის აფრიკა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია.[7]​ ჰემორაგიული ინსულტის სავარაუდო გლობალური რისკი 25 წლის ასაკიდან არის 8,2%.[8]

ინტრაცერებრული ჰემორაგიის ინციდენტობა იზრდება ასაკთან ერთად.[4][9] ზოგადად, სიხშირე უფრო მაღალია მამაკაცებში, ვიდრე ქალებში, თუმცა განსხვავება ასაკთან ერთად მცირდება.​​​[5][10]​​​​ შავკანიანებს და აზიური ან ლათინო/ამერიკელ(ესპანური წარმოშობის)ადამიანებს აქვთ ინტრაცერებრალური სისხლდენის უფრო მაღალი მაჩვენებელი, ვიდრე თეთრკანიანებს.​​​[11][12]​​​​​​​

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას