კვლევები

1-ად შესაკვეთი გამოკვლევები

ლაქტატი (არტერიული სისხლის აირი)

ტესტი
შედეგი
ტესტი

ლაქტატის მაღალი დონე ნაკლებად სენსიტიური და ასევე ნაკლებად სპეციფიკურია შოკისთვის, ვიდრე ზოგადად არის მიჩნეული. ლაქტატის დონე განისაზღვრება მისი წარმოქმნის სიხშირით (ჰიპოქსია, გლიკოლიზი) და კლირენსით. ლაქტატის მაღალი დონე მიუთითებს უფრო მძიმე ფორმის ჰიპოპერფუზიასა და შოკზე. ყველაზე ხშირად გამოყენებული ჰიპერლაქტაციდემიის ზღვრული მაჩვენებლები მერყეობს: >2 მმოლი/ლ (>18 მგ/დლ).[41] ვენური ლაქტატის დაბალი ან ნორმალური მაჩვენებელი გამორიცხავს არტერიულ სისხლში ლაქტატის მომატებულ რაოდენობას.

შედეგი

>2 მმოლ/ლ (>18 მგ/დლ) მიანიშნებს ქსოვილის ჰიპოპერფუზიაზე

სისხლის აირები

ტესტი
შედეგი
ტესტი

აციდემია ხშირი ნიშანია, განსაკუთრებით მძიმე ფორმის შოკის დროს. ის შესაძლოა იყოს მეტაბოლური, ლაქტატის მაღალი დონის და თირკმლის მწვავე დაზიანების გამო და/ან რესპირატორული, რაც განპირობებულია ჰიპერკაპნიით.

ჰიპოქსია ჟანგბადის არასაკმარის მიწოდებაზე მიუთითებს და დამატებით ჟანგბადი საჭიროა განსაკუთრებით მაშინ, თუ ის <60 მმ.ვწყ.სვ. (<8 კპა). აღნიშნული, ხელმისაწვდომობის შემთხვევაში, დამხმარეა წინა შედეგთან შესადარებლად.

ტუტის დეფიციტი მოცულობის დეფიციტის ხარსიხზე მიუთითებს და განსაკუთრებით ინფორმატიულია მწვავე სისხლდენის დროს.

სულ უფრო ხშირად გამოიყენება ვენური სისხლის აირების განსაზღვრა, რადგან ის, არტერიული სისხლის აირებთან შედარებით, ნაკლებად ინვაზიური და ნაკლებად მტკივნეულია.[34]

შედეგი

არტერიული: pH <7.35 მიუთითებს აციდოზზე; PaO2 ნორმალური ან დაბალი (ნორმის დიაპაზონია 80-100 მმ.ვწყ.სვ./9.3-დან 13.3 კპა-მდე); ტუტის დეფიციტი 2-დან -2 მეკვ/ლ-მდე ნორმაა საბაზისო მაჩვენებლისთვის ; ვენური: pH <7,31 მიუთითებს აციდოზზე; ტუტის დეფიციტი 6-დან 8 მეკვ/ლ-მდე საბაზისო მაჩვენებლისთვის ნორმაა

FBC

ტესტი
შედეგი
ტესტი

ჰემოგლობინის მაჩვენებლით ჩვეულებრივ ვერ ფასდება დაკარგული სისხლის მოცულობა და ტენდენცია უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე აბსოლუტური სურათი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ჰემოგლობინი ძალიან დაბალია.

შედეგი

ჰემოგლობინი <100 გ/ლ (<10 გ/დლ) მიუთითებს სისხლდენაზე, როგორც გამომწვევ მიზეზზე; თუმცა ადრეულ სტადიაზე, ვაზოკონსტრიქციის გამო, შესაძლოა, ნორმაშიც იყოს; სეფსისის დროს ლეიკოციტები შეიძლება იყოს <4 ან >12 x 10^3/მიკროლიტრი

შარდოვანა და კრეატინინი

ტესტი
შედეგი
ტესტი

შესაძლოა გამოვლინდეს თირკმლის ფუნქციის დაზიანების ნიშნები, თუ თირკმლის პერფუზია დარღვეულია.[32][42]

შედეგი

შეიძლება იყოს მომატებული; შარდოვანას შეუსაბამოდ მომატებული მაჩვენებლები აღინიშნება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილიდან სისხლდენის, დეჰიდრატაციის ან გულის უკმარისობის დროს

სისხლის შრატში ელექტროლიტების შემცველობა

ტესტი
შედეგი
ტესტი

სისხლის შრატის ელექტროლიტები უნდა განისაზღვროს დასაწყისში და შემდგომ რეგულარულად, პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესებამდე.[32][43]

შედეგი

შრატის ელექტროლიტების შემცველობა ხშირად დარღვეულია (მაგ., ჰიპერკალიემია ტრავმის დროს, თირკმლის მწვავე დაზიანება და დიაბეტური კეტოაციდოზი; ჰიპოკალიემია დიარეით ან ღებინებით; ჰიპერნატრიემია დამწვრობის დროს და დიარეა ან ღებინება; ჰიპონატრიემია ტრავმის დროს და ზოგჯერ დიარეა და ღებინება)

კოაგულოგრამა (INR, აქტივირებული PTT)

ტესტი
შედეგი
ტესტი

საბაზისო ტესტი, განსაკუთრებით ცენტრალური ვენის კათეტერის ჩადგმამდე.

შედეგი

შეიძლება გახანგრძლივდეს (მაგ., დისემინირებული სისხლძარღვშიდა შედედება, რომელიც დაკავშირებულია სეპტიკურ შოკთან)

სისხლის გლუკოზა

ტესტი
შედეგი
ტესტი

შესაძლოა გამოვლინდეს ჰიპო- ან ჰიპერგლიკემია.[35]

შედეგი

შესაძლოა იყოს დაბალი ან მაღალი

ანიონური სხვაობა

ტესტი
შედეგი
ტესტი

მომატებული გლუკოზისთვის ანიონური სხვაობის შეფასება დიაბეტური კეტოაციდოზის შესაფასებლად. ასევე აღინიშნება სხვადასხვა ფორმის ალკოჰოლური ინტოქსიკაციის დროს.[44]

ანიონური სხვობა ითვლება გაზომილი ნატრიუმის კონცენტრაციიდან შრატის ქლორიდისა და ბიკარბონატის ჯამის გამოკლებით.[45][46]

შედეგი

ანიონური სხვაობა შესაძლოა გაიზარდოს (>10-12 მილიექვივალენტი/ლ)

CRP

ტესტი
შედეგი
ტესტი

CRP-ის მაღალი დონე (>200 მგ/დლ [>1904,8 ნანომოლი/ლ]) მძიმე ფორმის ანთებაზე მიუთითებს. რაც უფრო მაღალია მისი დონე, მით უფრო მეტია ანთების ხარისხი. უფრო დაბალი კონცენტრაცია (<200 მგ/ლ [<1904.8 ნანომოლი/ლ]) შესაძლოა აღინიშნოს სეპტიკური მდგომარეობის დროს, თუმცა ასევე მიოკარდიუმის ინფარქტის ან ოპერაციის შემდეგ.

შედეგი

მაღალი მაჩვენებელი მიანიშნებს ინფექციასა და ანთებაზე; გამომწვევ მიზეზად უნდა განიხილებოდეს სეფსისი

პროკალციტონინი

ტესტი
შედეგი
ტესტი

პროკალციტონინის მომატებული დონე დაკავშირებულია სეფსისთან და შეიძლება დაგვეხმაროს სეფსისის სისტემური ანთებითი რეაქციის სინდომის გამომწვევი მიზეზებისგან დიფერენცირებაში.[47][48] 90 დღიანი შემდგომი მეთვალყურეობის პერიოდში PCT-ის მაღალი დონე დაკავშირებულია სეფსისით სიკვდილობასთან. სხვა პრო-ანთებითი მდგომარეობები, როგორიცაა მწვავე პანკრეატიტი, ტრავმა, მნიშვნელოვანი ქირურგიული ჩარევა და დამწვრობა, ასევე შეიძლება იწვევდნენ პროკალციტონინის მატებას.[49] პროკალციტონინის დონე, ლაქტატის დონესთან შედარებით, შეიძლება უფრო გვიან შეიცვალოს, თუმცა, ორივე მარკერის კომბინაციას დიდი მნიშვნელობა აქვს 24-48 საათის განმავლობაში გამოსავლის პროგნოზირებისთვის.[50] მოზრდილებში, სეფსისის ან სეპტიკური შოკის საწყისი დიაგნოზით, ინფექციის წყაროს ადეკვატური კონტროლით, როცა თერაპიის ოპტიმალური ხანგრძლივობა გაურკვეველია, ანტიმიკრობული პრეპარატების შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად, კლინიკურ შეფასებასთან ერთად რეკომენდებულია პროკალციტონინის გამოყენება.[2]

შედეგი

მაღალი მაჩვენებელი მიანიშნებს სეფსისზე

ელექტროკარდიოგრამა

ტესტი
შედეგი
ტესტი

ძალიან ინფორმატიულია შოკის ეტიოლოგიის, კონკრეტულად კი კარდიოგენული მიზეზების განსაზღვრისთვის.[1][3][15][31]

ფილტვის ემბოლიისას შესაძლოა ნანახი იყოს მარჯვენა ნახევრის გადაძაბვის კლასიკური დამახასიათებელი სურათი S1Q3T3, თუმცა მისი არარსებობა არ გამოირცხავს გამომწვევ მიზეზად ფილტვის ემბოლიას; ხშირად ვლინდება მხოლოდ სინუსური ტაქიკარდია.

გულის ტამპონადის დროს შესაძლოა აღინიშნოს QRS-ის დაბალი ან ცვალებადი ამპლიტუდა.

შედეგი

შეიძლება გამოვლინდეს შოკის მიზეზი: არითმია (პარკუჭოვანი ან სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია, გულის ბლოკადა) ან კორონარული იშემია (ST სეგმენტის ელევაცია, ჰისის კონის ახალი ბლოკადა, T კბილის ინვერსია); შესაძლოა გამოავლინოს ფონური ელექტროლიტური დისბალანსის ნიშნები (მაგ., ჰიპოკალიემია ან ჰიპერკალიემია)

გასათვალისწინებელი კვლევები

გულმკერდის რენტგენი

ტესტი
შედეგი
ტესტი

ხშირად დამხმარეა შოკის მიზეზის დადგენისთვის (მაგ., პნევმონია, აორტის გაფართოება, გულის სფეროსებრი ფორმა გულის ტამპონადის დროს).[1][3]

თუ საეჭვოა დაჭიმული პნევმოთორაქსი, გულმკერდის რენტგენოგრაფია, როგორც წესი, საჭირო არ არის; დეკომპრესია პირველი რიგის ჩარევაა.

შედეგი

შეუძლია გამოავლინოს ჰემოთორაქსი, შუასაყრის გაფართოება აორტის გაგლეჯასთან ერთად; გულის ჩრდილი შესაძლოა მიანიშნებდეს ტამპონადაზე, თუმცა ეს დიაგნოსტიკური ნიშანი არ არის; შეუძლია გამოავლინოს პნევმონია, როგორც სეპტიკური შოკთან დაკავშირებული მიზეზი ან დაავადება.

ფოკუსირებული სონოგრაფიული სკანირება ტრავმის შესაფასებლად [FAST]

ტესტი
შედეგი
ტესტი

შეიძლება სწრაფად გაკეთდეს პაციენტის საწოლთან თავისუფალი სითხის (ჩვეულებრივ, სისხლი) გამოსავლენად პერიკარდიუმსა (პერიკარდიული გამონაჟონი) ან მუცლის ღრუში (რაც მიანიშნებს ინტრააბდომინურ ტრავმაზე). მგრძნობელობა დამოკიდებულია კვლევის ჩამტარებელ ოპერატორზე.

შედეგი

ადგენს მუცლის ღრუში თავისუფალი სითხის არსებობას ან პერიკარდიულ გამონაჟონს

ექოკარდიოგრაფიამ

ტესტი
შედეგი
ტესტი

შეიძლება გამოავლინოს პერიკარდიუმის ტამპონადა (როცა FAST სკანირება არ არის ხელმისაწვდომი), მიოკადიუმის ფუნქციის დარღვევა (ინფარქტი, მიოკარდიტი), მარჯვენა პარკუჭის უკმარისობა (ინფარქტი, ფილტვის ემბოლია), მწვავე კრიტიკული სარქვლოვანი დაავადება (ენდოკარდიტი, ქორდის გაგლეჯა) და ჰიპოვოლემია (პარკუჭებისა და ღრუ ვენის მცირე დიამეტრი).[1][15][51][52][53][54]

შედეგი

გულის წუთმოცულობა და დარტყმითი მოცულობა, პერიკარდიული გამონაჟონი, მარცხენა პარკუჭის დაბალი განდევნის ფრაქცია, რეგიონული აკინეზია, პარკუჭების დილატაცია და კუმშვადობა, სარქვლის დისფუნქცია

ნახშიროჟანგის დონე ამოსუნთქვის ბოლოს (კაპნოგრაფია)

ტესტი
შედეგი
ტესტი

გვერდითი ნაკადის ან პირდაპირი კაპნოგრაფია (ენდოტრაქეული ინტუბაციისას) შეიძლება სასარგებლო იყოს ფილტვის ვენტილაციასთან შესაბამისი პერფუზიის შესაფასებლად. კრიტიკული თერაპიის პირობებში, კაპნოგრაფიით გაზომილი ნახშირორჟანგის მოსალოდნელზე დაბალი (ან კლებადი) დონე ამოსუნთქვის ბოლოს დაკავშირებულია ფილტვის პერფუზიისა და ვენტილაციის შეუსაბამობასთან. ეს შეიძლება დაგვეხმაროს შოკის არსებობის დადგენაში.[36]

შედეგი

შეიძლება შეფასდეს ფილტვის პერფუზიისა და ვენტილაციის შესაბამისობის დარღვევა

გულმკერდის ულტრაბგერითი კვლევა

ტესტი
შედეგი
ტესტი

ინფორმატიულია პლევრის ღრუში სითხის და შეხორცებების, ასევე აორტის ბოლქვის ანევრიზმის იდენტიფიცირებისთვის.

შეიძლება ასევე ნანახი იყოს აშრევების ნაფლეთი, თუმცა აორტის აშრევებისა და რეტროპერიტონეული სისხლდენის დასადგენად ულტრაბგერით კვლევის მგრძნობელობა შედარებით დაბალია. თუ რომელიმე ეს მდგომარეობა საეჭვოა, კვლევის უპირატესი მეთოდია კომპიუტერული ტომოგრაფია.

შედეგი

შესაძლოა გამოავლინოს პლევრული გამონაჟონი ან აორტის ბოლქვის ანევრიზმა; შეიძლება ასევე ფილტვის ქსოვილის გამკვრივების იდენტიფიცირება გულის უკმარისობის ან პნევმონიის გამო.

მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა

ტესტი
შედეგი
ტესტი

ინფორმატიულია პერიტონეუმის ღრუში სისხლის არსებობის ან მუცლის აორტის ანევრიზმის დასადგენად. ულტრაბგერითი გამოკვლევით შეიძლება შევაფასოთ ქვედა ღრუ ვენის (IVC) დიამეტრი, პულსაცია და კოლაფსისადმი მიდრეკილება, რაც გამოიყენება ინტრავასკულური საერთო მოცულობის გამოსათვლელად; ჰიპოვოლემიის დროს IVC-ის დიამეტრი და პულსაცია შემცირებულია, ხოლო კოლაფსისადმი მიდრეკილება - გაზრდილი.

შეიძლება ასევე ნანახი იყოს აშრევების ნაფლეთი, თუმცა აორტის აშრევებისა და რეტროპერიტონეული სისხლდენის დასადგენად ულტრაბგერით კვლევის მგრძნობელობა შედარებით დაბალია. თუ რომელიმე ეს მდგომარეობა საეჭვოა, კვლევის უპირატესი მეთოდია კომპიუტერული ტომოგრაფია.

შედეგი

შესაძლოა მუცლის აორტის ანევრიზმისა და პერიტონული სისხლის დეტექცია

გულმკერდის, მუცლისა და მენჯის CT

ტესტი
შედეგი
ტესტი

კომპიუტერული ტომოგრაფიით შეიძლება ძალიან რაციონალურად დადგინდეს ან გამორიცხოს შოკის შესაძლო ბევრი ეტიოლოგია, მაგრამ პოტენციურად საფრთხის შემცველია პაციენტებში, ჰემოდინამიკურად არასტაბილური მდგომარეობით. სტაბილური მდგომარეობის მიღწევისთანავე ხდება მათი გადამისამართება ვიზუალიზაციური კვლევებისთვის. ძალიან ინფორმატიულია მრავლობითი ტრავმის მქონე პაციენტებში.[55][56]

შედეგი

შესაძლოა განისაზღვროს ჰემორაგიის ადგილი, ინფექციის ან ინფარქტის კერა, ფილტვის ემბოლია, აორტის აშრევება ან ანევრიზმა

ფილტვის კომპიუტერული ტომოგრაფიული ანგიოგრაფია

ტესტი
შედეგი
ტესტი

ფილტვის კომპიუტერული ტომოგრაფიული ანგიოგრაფიით (CPTA) შესაძლებელია ფილტვის ემბოლიის (PE) იდენტიფიცირება, სხვა სათანადო შეფასების ინსტრუმენტებთან ერთად. CPTA გამოკვლევის უპირატესი ინსტრუმენტია ფილტვის ემბოლიის დასკვნითი დადასტურებისთვის და მისი გამოყენება მიზანშეწონილია პაციენტთა უმრავლესობასთან (მაგრამ არა ყველასთან).[57][58]

შედეგი

ფილტვის ემბოლია დასტურდება ფილტვის არტერიის თრომბოზის პირდაპირი ვიზუალიზაციით; ვლინდება სანათურის როგორც ნაწილობრივი, ისე სრული ავსების დეფექტი

შარდის ანალიზი და შარდის სწრაფი ტესტი ორსულობაზე

ტესტი
შედეგი
ტესტი

ინფორმატიულია ინფექციის ნიშნების გამოსავლენად საეჭვო სეფსისის დროს. რეპროდუქციული ასაკის ქალებში შარდის სწრაფი ტესტი ორსულობაზე.

შედეგი

საშვილოსნოსგარე ორსულობის დრო დადებითია ადამიანის ბეტა ქორიონული გონადოტროპინი; ინფექციის ნიშნებია სისხლი, ნიტრიტები და ლეიკოციტები; კეტონები შეიძლება აღინიშნოს დიაბეტური კეტოაციდოზის ან ღებინების და დიარეის დროს

მენჯის ულტრაბგერითი გამოკვლევა

ტესტი
შედეგი
ტესტი

თუ შარდის სწრაფი ტესტი ორსულობაზე დადებითია, ინფორმატიულია საშვილოსნოსგარე შესაძლო ორსულობის შეფასებისთვის.

შედეგი

შესაძლოა გამოავლინოს ექტოპიური საშვილოსნო ან საშვილოსნოს ღრუში ნაყოფის არარსებობა, რაც მიანიშნებს საშვილოსნოსგარე ორსულობაზე

ლულოვანი ძვლების რენტგენი

ტესტი
შედეგი
ტესტი

ბარძაყის ძვლის მოტეხილობამ შეიძლება გამოიწვიოს შოკი სისხლის დაკარგვის გამო, განსაკუთრებით, ხანდაზმულებში.

შედეგი

ლულოვანი ძვლების მოტეხილობა

ხერხემლის სვეტის რენტგენი

ტესტი
შედეგი
ტესტი

ინფორმატიულია ნეიროგენული შოკის შემთხვევაში, როცა საეჭვოა ხერხემლის დაზიანება.

შედეგი

ხერხემლის მოტეხილობა

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას