გართულებები
დამოკიდებულია ინდივიდუალური ფაქტორების ცვლილებაზე. მკურნალობის ვარიანტებია სასუნთქი გზების დადებითი წნევით უწვეტი ვენტილაცია, მექანიკური ვენტილაცია და დიურეზულები შარდის წარმოქმნის გაზრდისთვის. შესაძლოა გამოიწვიოს მწვავე რესპირატორული დისტრესსინდომი.
ნებისმიერი ეტიოლოგიის ჰიპოპერფუზიამ შესაძლოა გამოიწვიოს მულტიორგანული უკმარისობა, რომელიც შეიძლება შეუქცევადი იყოს. აღნიშნულის პრევენცია საუკეთესოდ ხორციელდება მოცულობის აღდგენითა და ფონური მიზეზის დროული მკურნალობით.
რისკი დამოკიდებულია დოზაზე, ხანგრძლივობასა და აგენტზე. ასევე მნიშვნელოვანია პაციენტის ფაქტორი, კერძოდ, პერიფერიული არტერიების ოკლუზიური დაავადების არსებობა და მის ხარისხი. მკურნალობის ძირითადი ვარიანტია ვაზოპრესორების დოზის შემცირება და ამპუტაცია.
შედედების კასკადი პათოლოგიურად აქტიურდება და შედედების ფაქტორები იშლება სისხლძარღვებში პატარა კოლტების ფორმირებით. ამას შედეგად მოჰყვება პათოლოგიური სისხლდენა კანიდან და ლორწოვანი გარსებიდან, რასაც ეწოდება დისემინირებული სისხლძარღვშიგა შედედება (DIC). DIC შეიძლება განვითარდეს შოკის ნებისმიერი ფორმის დროს, ასევე ორგანიზმის მიერ ენდოტოქსინის გამოთავისუფლების დროს, რაც განპირობებულია სეფსისით. DIC შოკის სერიოზული შედეგია და ხშირად იწვევს თირკმლის მწვავე დაზიანებასა და სიკვდილს.
შოკს საუკეთესოდ მართავენ კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში. მუდმივი ვენეპუნქცია და კათეტერები, ტრავმა და ტრავმის შედეგები, პაციენტის ხანგრძლივი ჰოსპიტალიზაცია და ანტიბიოტიკების გამოყენება ხელს უწყობს ჰოსპიტალური ინფექციის რისკის გაზრდას. სეფსისის დროს ემპირიულად დანიშნული ანტიბიოტიკოთერაპია უნდა შემცირდეს პათოგენის იდენტიფიცირებისა და მგრძნობელობის დადგენისთანავე.[2][123]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას