კრიტერიუმები
შოკის ინდექსი[59]
შოკის ინდექსი (SI) განისაზღვრება, როგორც გულისცემის სიხშირის (დარტყმა წუთში) შეფარდება სისტოლურ არტერიულ წნევასთან (მმ ვწყ.სვ). აღნიშნული კლინიკურად ინფორმატიული მაჩვენებელია, რომლის გამოთვლა პაციენტის საწოლთანაა შესაძლებელი. მისი მეშვეობით ფასდება შოკის დონე და სიკვდილობა შესაძლო სისხლდენისა და ინფექციასთან დაკავშირებული შოკური მდგომარეობის დროს. შოკის ინდექსის ნორმაა 0.5-დან - 0.7-მდე. შოკის ინდექსი >1.0 დაკავშირებულია მნიშვნელოვან შოკთან და ცუდ გამოსავალთან, რაც განპირობებულია სისხლის მიმოქცევის უკმარისობით. ხანდაზმული ასაკი, ჰიპერტენზია და კაცლიუმის არხების ბლოკერებით ან ბეტა ბლოკერებით მიმდინარე მკურნალობამ შესაძლოა შეასუსტოს შოკის ინდექსის კავშირი შოკსა და სიკვდილობასთან.[59]
სეფსისის სკრინინგის ინსტრუმენტები
სეფსისის სკრინინგის ინსტრუმენტების მნიშვნელობა არის სეფსის ადრეული იდენტიფიკაცია. ის შედგება მანუალური მეთოდებისგან ან ავტომატურად გამოიყენება ჯანმრთელობის ელექტრონული ჩანაწერი (EHR), რომელიც მოიცავს ადრეული გაფრთხილების ქულათა ეროვნულ სისტემას -National Early Warning Score-ს (NEWS), ადრეული გაფრთხილების მოდიფიცირებულ ქულებს-Modified Early Warning Score-ს (MEWS) და ორგანოთა უკმარისობის თანმიმდევრული შეფასების-quick Sequential Organ Failure Score-ს (qSOFA) კრიტერიუმებს. ამ ინსტრუმენტების დიაგნოსტიკური სიზუსტე ფართოდ ცვალებადობს, მაგრამ ის მნიშვნელოვანი კომპონენტია სეფსისის ადრეული იდენტიფიცირებისთვის, დროული ჩარევის მიზნით.[2]
ადრეული გაფრთხილების ქულები ეფუძნება რამდენიმე ფიზიოლოგიურ პარამეტრს; რაც უფრო დიდია ნორმიდან გადახრა, მით უფრო მაღალია ქულა. თითოეული პარამეტრი ფასდება ინდივიდუალურად და შემდეგ ჯამდება საბოლოო ქულა.
NEWS ეფუძნება ექვსი ინდივიდუალური პარამეტრის შეფასებას, რომელთაგან თითოეულს ენიჭება ქულა 0-დან 3-მდე. ეს პარამეტრებია: სუნთქვის სიხშირე, ჟანგბადის გაჯერება(სატურაცია), ტემპერატურა, არტერიული წნევა, გულისცემის სიხშირე და ცნობიერების დონე. აგრეგირებული NEWS2 ქულა ადგენს საჭირო მოქმედებების დონეს, რაც გულისხმობს კლინიკური გადაწყვეტილების მიმღების პოზიციას, განხილვის სისწრაფეს და მკურნალობის ყველაზე შესაფერის ადგილს. თუ ჯამური ქულა ≥7, ეს სიკვდილობის მაღალ რისკზე მიუთითებს და საჭიროებს კრიტიკული მედიცინის სპეციალისტის მიერ დაუყოვნებელ შეფასებას და პაციენტის გადაყვანას ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, სასიცოცხლო ნიშნების უწყვეტი მონიტორინგისთვის.[24]
MEWS ემყარება ხუთ ფიზიოლოგიურ პარამეტრს (სისტოლური არტერიული წნევა, გულისცემის სიხშირე, სუნთქვის სიხშირე, ტემპერატურა და AVPU ქულა- სიფხიზლე, ხმა, ტკივილი, რეაქციის დაკარგვა).[60] 5 ან მეტი ქულა ასოცირდება სიკვდილის გაზრდილ რისკთან, კრიტიკული მედიცინის და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოთავსებასთან. ის ავლენს გაუარესების რისკის ქვეშ მყოფ პაციენტებს, რომლებიც საჭიროებენ მოვლის უფრო მაღალ დონეს ინტენსიურ ან კრიტიკული მედიცინის განყოფილებებში.[60]
qSOFA იყენებს სამ ცვლადს სიკვდილის და ინტენსიური მოვლის განყოფილებაში ხანგრძლივი ყოფნის პროგნოზირებისთვის პაციენტებში, სეფსისის დადასტურებული ან საეჭვო შემთხვევით: გლაზგოს კომის ქულა <15, სუნთქვის სიხშირე ≥22 სუნთქვა/წუთში და სისტოლური არტერიული წნევა ≤100 მმ.ვწყ.სვ. როდესაც ამ ცვლადებიდან რომელიმე ორი ერთდროულად აღინიშნება, პაციენტი განიხილება, როგორც qSOFA დადებითი.
კვლევებმა აჩვენა, რომ qSOFA უფრო სპეციფიკურია, მაგრამ ნაკლებად მგრძნობიარე, ვიდრე სისტემური ანთებითი რეაქციის სინდრომის (SIRS) ოთხი კრიტერიუმიდან ორი, ინფექციით გამოწვეული ორგანოს დისფუნქციის ადრეული გამოვლენისთვის.[2]სეფსისისთვის არც SIRS და არც qSOFA არ არის იდეალური სკრინინგის ინსტრუმენტი და მკურნალმა ექიმმა უნდა იცოდეს მათი გამოყენების შეზღუდვის შესახებ.[2]მიუხედავად იმისა, რომ დადებითი qSOFA კლინიცისტს უნდა მიანიშნებდეს ყველა რესურსის პირობებში სეფსისის შესაძლო არსებობაზე, მისი დაბალი სენსიტიურობის გამო, სეფსისის დაძლევის კამპანია (Surviving Sepsis Campaign) ნაკლებად უწევს რეკომენდაციას qSOFA-ს, NEWS-თან ან MEWS-თან შედარებით, როგორც ერთ ინსტუმენტს სეფსისის ან სეპტიკური შოკის სკრინინგისთვის.[2]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას