ახალი ტიპის მკურნალობა

ექსტრაკორპორალური მემბრანული ოქსიგენაცია (ECMO)

ექსტრაკორპორალურმა მემბრანულმა ოქსიგენაციამ (ECMO) შესაძლოა თავისი როლი შეასრულოს კარდიოგენული შოკის მართვაში, მექანიკური პულმონური და ცირკულატორული მხარდაჭერის უზრუნველყოფით, მედიკამენტებისა და ქირურგიული თერაპიისადმი რეფრაქტორული შოკური მდგომარეობის დროს.[118][119][120] ECMO ასევე შეიძლება სასარგებლო იყოს სეფსისით გამოწვეული მძიმე მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომის დროს, როდესაც ჩვეულებრივი მექანიკური ვენტილაცია ვერ ხერხდება, იმ ცენტრებში, სადაც ექსპერტიზა და ინფრასტრუქტურა არსებობს[2]

პოლიმიქსინ B ჰემოპერფუზია

მეტაანალიზმა აჩვენა, რომ პოლიმიქსინ B ჰემოპერფუზია, მეთოდი, რომელიც მოცირკულირე ენდოტოქსინებს აშორებს პოლიმიქსინ B-ს ადსორბციული კარტრიჯის მეშვეობით ექსტრაკორპორალური გზით, ამცირებს სიკვდილობას მწვავე სეფსისისა და სეპტიკური შოკის მქონე პაციენტთა სპეციფიკური სიმძიმის ქვეჯგუფებში.[121] თუმცა, ერთ-ერთ შემდგომ რანდომიზებულ კონტროლირებად კვლევაში მიზანმიმართულმა პოლიმიქსინ B-ს ჰემოპერფუზიამ არ შეამცირა 28 დღიანი სიკვდილობის მაჩვენებელი პაციენტებში, სეპტიკური შოკით (უფრო მწვავე მდგომარეობის და სიკვდილის უფრო მაღალი რისკით, წინა კვლევებში ჩართულ პაციენტებთან შედარებით) და ენდოტოქსინის დონის მომატებით.[122] Surviving Sepsis Campaign გაიდლაინები გვირჩევენ არ გამოიყენონ პოლიმიქსინი B სეფსისის ან სეპტიური შოკის მქონე პაციენტებში, რამდენიმე ფაქტორის საფუძველზე. ეს გულისხმობს გაურკვევლობას რამდენიმე საკითხზე, როგორიცაა სასარგებლო ეფექტები, არასასურველი გვერდითი ეფექტების პოტენციური სიხშირე, მნიშვნელოვანი ხარჯი და რესურსების ინტენსიურობა.[2]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას