ეპიდემიოლოგია

შოკის ყველაზე გავრცელებული ფორმაა სეპტიკური შოკი, რომელიც აღენიშნებათ ინტენსიური თერაპიის განყოფილების პაციენტებს.[5] გამოთვლილია, რომ მოზრდილებში სეპტიკური შოკის ყოველწლიური ინციდენტობა თითოეულ 1000 მოსახლეზე 0.3-დან 0.7-ს შეადგენს.[6][7][8][9] მიოკარდიუმის ინფარქტი, პაციენტთა 7%-დან 9%-მდე რთულდება შოკით (კარდიოგენური შოკი).[10][11][12][13][14] აშშ-ში კარდიოგენური შოკი შეადგენს გულის მწვავე უკმარისობის 2%-დან 5%-მდე წილს, ხოლო ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში პრევალენტობა 14%-დან 16%-მდე მერყეობს.[15] აშშ-ში კარდიოგენური შოკით საავადმყოფოში ყოველწლიურად 30 000-დან 40 000-მდე პაციენტი ხვდება, ხოლო ევროპაში ყოველწლიურად ხდება 70000-დან 80000-მდე ადამიანის ჰოსპიტალიზაცია.[16]

ჰიპოვოლემიური შოკი მსოფლიოში შოკის ყველაზე გავრცელებული ფორმაა ბავშვებში, რაც განვითარებად ქვეყნებში დიარეით მიმდინარე ავადმყოფობების გახშირებითაა გამოწვეული, განსაკუთრებით ჩვილებში.[17] ტრავმა, ჰიპოვოლემიური შოკის ყველაზე ხშირი მიზეზი მსოფლიოში, აშშ-ში 1-დან 44 წლამდე ასაკის ადამიანებში სიკვდილის წამყვანი მიზეზია.[18]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას