პროგნოზი

ტკივილი ჩვეულებრივ ლაგდება მკურნალობის დაწყებიდან 3 დღეში. წყლულები ხორცდება მკურნალობის დაწყებიდან 1-2 კვირაში. უფრო დიდ წყლულებს შესაძლოა 2 კვირაზე მეტი დრო დასჭირდეს შესახორცებლად. ფლუქტუაციური ლიმფადენიტის ალაგებას შესაძლოა უფრო მეტი ხანი დასჭირდეს. ზოგჯერ შესაძლოა აუცილებელი გახდეს განმეორებითი ასპირაცია ან გაკვეთა და დრენაჟი. ანტიბიოტიკებით მკურნალობის პროგნოზი კარგია.[66] ზოგიერთ შემთხვევაში დანიაწიბურება მაინც შესაძლოა გამოვლინდეს, წარმატებული მკურნალობის დროსაც კი. რეციდივი იშვიათია.[13][45][63]

თუ 3-7 დღის მკურნალობის დასრულების შემდეგ გაუმჯობესება არ მოხდა:[40]

  • ალტერნატიულ დიაგნოზზე და/ან სხვა პათოგენით კოინფექციაზე უნდა ვიფიქროთ.

  • პაციენტი შესაძლოა არ ემორჩილებოდეს მკურნალობას.

  • შესაძლოა იყოს რეზისტენტობა ანტიბიოტიკებზე; უნდა ვცადოთ ალტერნატიული ანტიბიოტიკი. შესაბამისი აგენტის შესარჩევად უნდა ჩატარდეს სენსიტიურობის ანალიზი.

  • პაციენტს შესაძლოა აივ-ინფექცია ქონდეს. თუ არ არის ცნობილი ოაციენტი აივ-დადებითია თუ არა, აივ ინფექციაზე უნად ვიფიქროთ მაშინაც კი, როცა საწყისი ანალიზის შედეგი უარყოფითია.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას