დიფერენციული დიაგნოზები
სიფილისის ინფექცია
ნიშნები / სიმპტომები
წყლულები (შანკრები), ტიპურად, ერთეულია, გამკვრივებული და უმტკივნეულო.
საზარდულის უმტკივნეულო ლიმფადენოპათიის მიზეზები ჩვეულებრივ ბილატერალურია.
შეიძლება ადგილი ჰქონდეს Haemophilus ducreyi-ით შერეული ინფექციის დროს.
უფრო ხშირად დაკავშირებულია სისტემურ სიმპტომებთან, როგორიცაა ცხელება და გამონაყარი.[15][24]
ფართო კონდილომა ხშირად დაკავშირებულია გამონაყართან.
კვლევები
პლაზმის სწრაფი რეაგინის ტესტი (RPR) დადებითია,
RPR ტესტი არასპეციფიკურია და უნდა დადასტურდეს სეროლოგიით Treponema pallidum-ზე.
HSV ინფექცია
ნიშნები / სიმპტომები
დაიანებები ვეზიკულებიდან.
წყლულები უფრო მცირე ზომიაა, ვიდრე შანკროიდი სუფთა ფუძით.
ლიმფადენოპათია ჩვეულებრივ ბილატერალურია და არაფლუქტუაციური.
შეიძლება ადგილი ჰქონდეს H ducreyi-ით შერეული ინფექციის დროს.
უფრო ხშირად დაკავშირებულია სისტემურ სიმპტომებთან, როგორიცაა ცხელება, თავის ტკივილი და შეუძლოდ ყოფნა.[13][15][22][24]
კვლევები
ჰერპესის დნმ განისაზღვრება PCR-ით, ჰერპრესის დადებითი კულტურებით ან დაზიანების ბიოფსიის ცენკის ნაცხის დადებითობით.[Figure caption and citation for the preceding image starts]: ნიმუშის ცენკის ანალიზი გვიჩვენებს მრავალბირთვიან გიგანტურ უჯრედებს, რაც ჰერპეს ვირუსის არსებობაზე მიუთითებსადაპტირებულია წყაროდან: J. Miller, Public Health Image Library, CDC (1975) [Citation ends].
ვენერიული ლიმფოგრანულომა
ნიშნები / სიმპტომები
საზარდულის მტკივნეული ლიმფადენოპათია დაკავშირებული გენიტალური დაწყლულების გარეშე.
კვლევები
ბუბონის ასპირატის კულტურა ან PCR დადებითია Chlamydia trachomatis-ზე.
საზარდულის გრანულკომა
ტრავმული წყლულები
კვლევები
დიაგნოზი კლინიკურია
კანის ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა
ნიშნები / სიმპტომები
არ არის განმასხვავებელი მახასიათებლები.
კვლევები
PCR, კულტურა და სეროლოგია ინფექციაზე უარყოფითია.
დაზიანების ბიოფსია საბოლოო დიაგნოზს გვაძლევს.
ბეჰჩეტის სინდრომი
ნიშნები / სიმპტომები
პირის ღრუს დაზიანებები უფრო ხშირია.
სისტემური სიმპტომები, როგორიცაა ცხელება, ართრალგიები, უვეიტი და მუცლის ტკივილი ხშირია.[24]
კვლევები
პათერგიის ანალიზი დადებითია, რაც იწვევს პუსტულის ფორმირებას 48 სთ-ში.
კანის მედიკამენტოზური რეაქცია
ნიშნები / სიმპტომები
ახლო წარსულში ანტიბიოტიკების ან ქიიოთერაპიის გამოყენება.[24]
კვლევები
კანის ბიოფსია დიაგნოსტიკურია.
კრონის დაავადება
ნიშნები / სიმპტომები
პაციენტებს ძირითადად პერიანალური დაზიანებები აქვთ.
უფრო მეტად აქვთ სისტემური სიმპტომები, როგორიცაა ცხელება, ფაღარათი, წონაში კლება და მუცლის ტკივილი.
საზაარდული ლიმფადენოპათია იშვიათია.[24]
კვლევები
კოლონოსკოპია და ბიოფსია სადიაგნოსტიკოა.
გონორეის ინფექცია
ნიშნები / სიმპტომები
არ არის დაკავშირებული გენიტალურ წყლულებთან.
უფრო ხშირად უკავშირდება სისტემურ სიმპტომებს, როგორიცაა ცხელება, გამონაყარი და ართრიტი.[24]
საშარდე გზების ინფექციები მამაკაცებში
ნიშნები / სიმპტომები
არ არის დაკავშირებული გენიტალურ წყლულებთან ან საზარდულის ლიმფადენოპათიასთან.[24]
უფრო აქვთ ცცხელება და მუცლის/ფერდის ტკივილი.
კვლევები
შარდის დადებითი კულტურა.
საშარდე გზების ინფექცია ქალებში
ნიშნები / სიმპტომები
არ არის დაკავშირებული გენიტალურ წყლულებთან ან საზარდულის ლიმფადენოპათიასთან.[24]
უფრო აქვთ ცცხელება და მუცლის/ფერდის ტკივილი.
კვლევები
შარდის დადებითი კულტურა.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას