მონიტორინგი

პაციენტები უნდა შეაფასონ ანტიბიოტიკოთერაპიიდან 3-7 დღის შემდეგ, რათა დადგინდეს თუ მოხდა სიმპტომების გაუმჯობესება. ტკივილი ჩვეულებრივ ლაგდება 3 დღეში და წყლული ხორცდება ჩვეულებრივ 1-2 კვირაში. ფლუქტუაციური ლიმფადენიტის (ბუბონები) ალაგება შესაძლოა უფრო გახანგრძლივდეს. შესაძლოა აუცილებელი გახდეს დაზიანებული ლიმფური კვანძების განმეორებითი ასპირაცია ან გაკვეთა და დრენაჟი.[66] თუ დიაგნოსტირების დროს აივ-ის ან სიფილისის ანალიზების შედეგები უარყოფითია, ანალიზი უნდა გამეორდეს 3 თვის შემდეგ.[1][24][40]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას