ეპიდემიოლოგია

შანკროიდი ენდემური იყო მთელი მსოფლიოს მასშტაბით მე-20 საუკუნემდე, მაგრამ ახლა ყველაზე ხშირია კარიბის რეგიონში, აფრიკაში, აზიაში (ტაილანდის გარდა) და ლათინურ ამერიკაში. 1995 წლის განმავლობაში დაახლოებით 7 მილიონი ახალი შეთხვევა გამოვლინდა მსოფლიო მაშტაბით.[9] თუმცა, დიაგნოსტირების გამო და სტიგმის გამო, ჭეშმარიტი რაოდენობა უცნობია.[10] ზოგიერთ ქვეყანაში შანკროიდის პრევალენტობა მნიშვნელოვნად შემცირდა, რასაც მიაწერენ გენიტალური წყლულოვანი დაავადების თერაპიულ სინდრომულ მართვას და მნიშვნელოვან სოციალურ ცვლილებებს.[8] აშშ-ში პრევალენტობამ პიკს მიაღწია 1947 წელს 9500-ზე მეტი შემთხვევით და მას შემდეგ დრამატულად შემცირდა.[11] 2021 წელს აშშ-ში შანკროიდის მხოლოდ 3 შემთხვევა დაფიქსირდა.[11]

გამოვლინების პერიოდული პიკები დაკავშირებულია ათაშანგის შემთხვევათა კონკურენტულ ზრდასთან, კოკაინის მოხმარებასთან და სქესობრივ კავშირთან ნარკოტიკების სანაცვლოდ.[1][12] თუმცა, შანკროიდი არასრულადაა აღრიცხული, რადგანაც მხოლოდ კულტურით დადასტურებული შემთხვევები ითვლება. კვლევებმა აჩვენა, რომ პარტნიორების მინიმალური რაოდენობა პოპულაციაში 15-20-ია წლის განმავლობაში.[10] თითოეულ სქესობრივ აქტზე გავრცელების სიხშირე მაღალია, მაგრამ უცნობია გავრცელების ალბათობა ერთეული ექსპოზიციის შედეგად 0.35-ია.[13]

ტაილანდში, 100% კონდომების გამოყენების პოლიტიკა და სექსმუშაკების საცდელი მკურნალობა კომერციულ სექს დაწესებულებებში ძალიან ეფექტურია; 1998 წლიდან შანკროიდის შემთხვევები არ დაფიქსირებულა. აფრიკაში, სადაც წინდაცვეთის სიხშირე დაბალია და აივ-ის ინციდენტობა მაღალი, შანკროიდი ენდემური რჩება. პრევალენტობა უფრო დაბალია კონდომების მაღალი გამოყენების შემთხვევაში (კენია) და სექს მუშაკების რეგულარული გასინჯვისა და მკურნალობის დროს. გენიტალური წყლულების დაავადების სინდრომული მკურნალობა (ყველა პაციენტის კოინფექციის ერთდროული მკურნალობა) განხორციელდა სხვადასხვა რეგიონში, როგორიცაა სენეგალი და ინდოეთი, რაც წარმატებით ამცირებს ინციდენტობას.[10][14]

მამაკაცებსა და ქალებში ინფექციის თანაფარდობა ენდემურ რეგიონებში 3:1-ია, ხოლო 25:1 განვითარებულ ქვეყნებში. უსიმპტომო მტარებლობა იშვიათია.[15]

Haemophilus ducreyi გამოვლინდა აგრეთვე როგორც არასქესობრივი გზით გადაცემული კანის წყლულების გამომწვევი სამხრეთ წყნარი ოკეანის რეგიონში და აფრიკაში. ეპიდემიოლოგიურმა კვლევებმა ტროპიკული გრანულომის აღმოფხვრის პროგრამების შესაფასებლად ტროპიკული გრანულომის ენდემური ზონებში დაადგინა, რომ H ducrey არის კიდურების წყლულების ეტიოლოგიური აგენტი.[2][3][4][5][6][7][8][16] კვლევამ ლიჰირ აილენდში, პაპუა-ახალი გვინეა, აღმოაჩინა H ducreyi დნმ ასიმპტომური ბავშვების კანზე, ბუზებში და ფომიტებზე.[17] ენდემურ ზონებში H ducreyi საყოველთაო ხასიათი საჭიროებს შემდგომ შეფასებას.[17][16] კანის წყლულებიდან იზოლირებულ H ducreyi შტამებს აქვთ გენომის თანმიმდევრობები, რომლებიც გენიტალური წყლულების გამომწვევი H ducreyi I კლადის და II კლადის შტამების მსგავსია.[18][16][6][19]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას