ეტიოლოგია

შანკროიდს იწვევს Haemophilus ducreyi, საკვები გარემოს მიმართ მომთხოვნი, გრამ-უარყოფით კოკობაცილა. ის მხოლოდ ადამიანის პათოგენია, რომელიც გადაეცემა ადამიანიდან ადამიანს, ძირითადად, დაუცველი სქესობრივი კავშირის ან აუტოინოკულაციის გზით. მან შეიძლება დააინფიციროს კანი, ლორწოვანი ზედაპირები და ლიმფური კვანძები. ადამიანი-მასპინძლის გარეთ მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა ხანმოკლეა.[15]

რისკფაქტორებს მიეკუთვნება დაუცველი სქესობრივი აქტი, დიდი რაოდენობით სქესობრივი პარტნიორი (> 15 წელიწადში), სექს მუშაკთან კონტაქტი, კოკაინის მოხმარება, ცუდი ჰიგიენა და წინდაცვეთის არარსებობა.[20][21][22][23] თითოეულ სქესობრივ აქტზე გავრცელება აღწევდა 0.35-ს.[13]

H ducreyi განავითარა რეზისტენტობა მრავალი ანტიმიკრობული საშუალების მიმართ, მაგრამ იზოლატების უმეტესობა მგრძნობიარე რჩება მაკროლიდების და ქინოლონების მიმართ.[24] შანკროიდი მნიშვნელოვანი კოფაქტორია აივ გავრცელებისთვის.[1]

პათოფიზიოლოგია

Haemophilus ducreyi ძლიერ ინფექციურია. ექსპერიმენტულ მოდელში მხოლოდ 1 კოლონიის წარმომქმნელი ერთეულის ინოკულაცია იწვევდა პაპულის ფორმირებას მოხალისეთა 50%-ში.[25] სხვა კვლევამ გამოავლინა, რომ ქალების 70%, რომლებსაც ინფიცირებულ მამაკაცთან ქონდათ კონტაქტი, განუვითარდათ დაავადება.[26][27] საინკუბაციო პერიოდი 4-7 დღეა. H ducreyi ინფექციურობის მოკლე პერიოდი ახასიათებს და საჭიროებს სქესობრივი პარტნიორების ხშირ ცვლას, რათა შენარჩუნდეს პოპულაციაში.[10][26][28] ამ მიზეზის გამო სექსმუშაკები მნიშვნელოვან რეზერვუარს წარმოადგენენ ეპიდემიების უმრავლესობის დროს.

პათოგენეზი შემდეგნაირად ვითარდება:

  • კანი, რომელიც ინფექციისთვის შესანიშნავ ბარიერს წარმოადგენს, ირღვევა, ჩვულებრივ გაგლეჯით ან ნაჭდევით. H ducreyi შეიჭრება გარღვევის ადგილზე და უპირატესად აზიანებს ლორწოვანის ეპითელიუმს.[29][30]

  • შესვლის ადგილას ეპითელური უჯრედები ინფილტრირებულია პოლიმორფონუკლეარული ლეიკოციტებით და მაკროფაგებით. ეს იწვევს ინტერლეიკინ (IL)-2 და IL-6 სეკრეციას, მონონუკლეარული უჯრედების განახლებას დერმისში, მათ შორის CD4 უჯრედების.[15][29]

  • ანთებითი რეაქცია ვლინდება 1 ან მეტი უმტკივნეულო პაპულის სახით ერითემატოზულ ფუძეზე, რომელბიც მომდევნო რამდეიმე დღის განმავლობაში სპონტანურად ალაგდება ან ჩირქდება და წყლულდება. ქალებში უფრო ხშირია პაპულების სპონტანური ალაგება, ხოლო მამაკაცებში უმეტესად აღინიშნება პროგრესირება პუსტულურ სტადიაში.[31][32]

  • თუ არ ვუმკურნალებთ, წყლულები ნელ-ნელა დესტრუქციას განიცდიან და ეს შესაძლოა თვეების მანძილზე გაგრძელდეს, რაც პერმანენტულ დანაწიბურებას გამოიწვევს.[15]

H ducreyi ასეთი ინფექციურობის მიზეზები არასრულადაა გაგებული. არსებობს შემოთავაზებული ვირულენტობის ფაქტორების რიგი, რომლებიც აშუალებს საწყის ინფექციას (წამწამების და სხვა მემბრანული პროტეინები), იწვევს ქსოვილის დაზიანებას (ჰემოლიზინები, სითბური შოკის ცილები, ლიპოპოლისაქარიდები), და განაპიროებებს მასლინძლის თავდაცვის აცილებას და მის მიმართ რეზისტენტობას (ლიპოპოლისაქარიდი, რეზისტენტობა ალფა- და ბეტა- დეფენსინების მიმართ).[1][29][33][34][35][36]

წინდაცვეთა იცავს ინფექციისგან. ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს ჩუჩის ქვეშ სისველით, რადგანაც ის ხელს უწყობს რეპლიკაციას. აგრეთვე, ჩუჩისა და ლაგამის შიდა ზედაპირის ამომფენი ეპითელიუმი ნაკლებად გარქოვანებულია და უფრო მგრძნობიარეა ნაკაწრების მიმართ, განსაკუთრებით სქესობრივი ურთეირთობის დროს. ის უზრუნველყოფს უფრო მეტ ადგილს მიკრობების შესასვლელად.[20][21][22][13]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას