კვლევები
1-ად შესაკვეთი გამოკვლევები
წყლულის ნაცხის გრამის წესით შეღებვა და ბუბონის აპსირატები
ტესტი
შესაძლოა სარგებლიანი იყოს განსაკუთრებით, თუ კლასიკური სურათი აღინიშნება.[Figure caption and citation for the preceding image starts]: Haemophilus ducreyi გრამის წესით შეღებვაადაპტირებულია გ. ჰემონდიდან, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გამოსახულების ბიბლიოთეკა, CDC (1978) [Citation ends].
გრამის წესით შეღებვა არ არის საიმედო ნიშანი (სენსიტიურობა 5%-63%; სპეციფიკურობა 51%-99%) გენიტალური წყლულების უმეტესობის პოლიმიკრობული ფლორის გამო.[50]
შედეგი
გრამ-უარყოფითი კოკობაცილა ან წვრილი ბაცილა ჯაჭვის სახით (განსხვავებული "თევზის ქერცლისებრი" წყობა)
წყლულის ნაცხის კულტურა ან ბუბონის ასპირატი
ტესტი
სადიაგნოსტიკო სტანდარტი, მიუხედავად შედარებით დაბალი მგრძნობელობისა (53%-92%).[51]
გაზრდიალია MH-HB და/ან GC-HgS ნიადაგზე.
კოლონიები ან სპორების არწარმომქმნელი, არალორწოვანი; შესაძლოა იყოს გამჭვირვალედან მღვრიემდე მოყვითალო-ყავისფერი, ყვითლი ან მოყვითალო-ნაცრისფერი. შტამები კატალაზა ნეგატიურები, ოქსიდაზა და ბეტა-ლაქტამაზა დადებითია და საჭიროებს X მაგრამ არა V ფაქტორს ზრდისთვის. დამახასითებელია მაღალი თვითშეწებება და შესაძლოა ოდნავ ინტაქტური იყოს აგარზე.[15][49][60]
შედეგი
Haemophilus ducreyi-ის იდენტიფიცირება
Haemophilus ducreyi PCR
ათაშანგის სეროლოგია (FTA-ABS ტესტი, Treponema pallidum ნაწილაკების აგლუტინაცია [TPPA], ტრეპონემული ფერმენტული იმუნოალანალიზი [EIA])
ტესტი
კლასიკურად, ტრეპონემის ანტისხეულების სპეციფიკური ანალიზი გამოიყენებოდა სიფილისის ინფექციის დასადასტურებლად, თუ RPR ანალიზი დადებითი იყო. ბოლო დროს ზოგიერთი კლინიკა იყენებს სიფილისის რევერსირებულ ალგორითმს, სადაც ტრეპონემის ანტისხეულების ავტომატური სპეციფიკური ანალიზი, როგორიცაა ტრეპონემის ფერმენტული იმუნოანალიზი (EIA), თავიდან ტარდება სისხლის შრატზე; RPR ანალიზი შემდეგ ტარდება, როდესაც სპეციფიკური ანტისხეულების ტესტი დადებითია. ანალიზი უნდა გამეორდეს 3 თვეში, თუ სიფილისის საწყისი ანალიზი უარყოფითია.
შედეგი
ჩვეულებრივ უარყოფითია; დადებითია სიფილისის კო-ინფექციის ან ადრე გადატანილი სიფილისის ინფექციის დროს
სწრაფი პლაზმის რეაგინი (RPR),
ტესტი
კლასიკურად ეს საწყისი ანალიზი იყო სიფილისის გამოსარიცხად დიფერენციალური დიაგნოზისთვის ან კოინფექციის სახით.
უარყოფითი შედეგი გამორიცხავს სიფილისს. დადებით შედეგს ესაჭიროება დადასტურება სპეციფიკური სეროლოგიით.
თუმცა, ბოლო დროს ზოგიერთი კლინიკური ლაბორატორია იყენებს სიფილისის რევერსირებულ ალგორითმს, სადაც ტრეპონემის ანტისხეულების ავტომატური სპეციფიკური ანალიზი (ფერმენტული იმუნოანალიზი EIA), ტარდება თავიდან. RPR ანალიზი შემდეგ ტარდება, როდესაც სპეციფიკური EIA ანალიზი დადებითია. ანალიზი უნდა გამეორდეს 3 თვეში, თუ სიფილისის საწყისი ანალიზი უარყოფითია.
შედეგი
ჩვეულებრივ უარყოფითია; დადებითია სიფილისის კოინფექციის ან გადატანილი ინფექციის დროს
HSV PCR და ვირუსული კულტურები
ტესტი
HSV-ს გამსოარიცხად დიფერენციალური დიაგნოზის ან კოინფექციის დროს.
შედეგი
ჩვეულებრივ უარყოფითია; დადებითია ჰერპესული კოინფექციების დროს
გასათვალისწინებელი კვლევები
Haemophilus ducreyi სეროლოგია
Haemophilus ducreyi-ის სენსიტიურობა ანტიბიოტიკების მიმართ.
ტესტი
არ გამოიყენება რუტინულად H ducreyi კულტურის მიღების სირთულის, სტანდარტიზაციის არარსებობის და ინტერპრეტაციული გაიდლაინების არარსებობის გამო.
გამოიყნებეა იმ შემთხვევებში, როცა ანტიბიოტიკებზე რეაგირება არ არის.
კვლევებმა აჩვენა ინ ვიტრო რეზისტენტობა ტეტრაციკლინებზე, სულფონამიდებზე, პენიცილინებზე და ამოქსიცილინ/კლავულანატზე.
იზოლატების უმეტესობა მგრძნობიარე რჩება რიფამპიცინის, ქინოლონების, მაკროლიდების, ცეფტრიაქსონის და სტრეპტომიცინის მიმართ.[15][58][59]
შედეგი
სენსიტიურია რიფამპიცინის, ქინოლონების, მაკროლიდების, ცეფტრიაქსონის და სტრეპტომიცინის მიმართ
წყლულის ბიოფსია
ტესტი
იშვიათად არის საჭირო.
ცენკის ნაცხი გამოიყენება დიაგნოზის დასასმელად ან ჰერპეს ინფექციის გამოსარიცხად, თუ ჰერპეს ინფექციაზე მარალი ეჭვი არსებობს და ვირუსის PCR -ის და კულტურის შედეგები არადამაჯერებელია.[Figure caption and citation for the preceding image starts]: ნიმუშის ცენკის ანალიზი გვიჩვენებს მრავალბირთვიან გიგანტურ უჯრედებს, რაც ჰერპეს ვირუსის არსებობაზე მიუთითებსადაპტირებულია წყაროდან: J. Miller, Public Health Image Library, CDC (1975) [Citation ends].
ასევე გამოიყენება ბრტყელუჯრედოვანი კარცინომის გამოსარიცხად.
შედეგი
ჩვეულებრივ უარყოფითია; ცენკის ნაცხი დადებითია ჰერპესის კონინფექციის დროს
Treponema pallidum ბნელი ველის მიკროსკოპია
ტესტი
სიფილისის ანტისხეულების პირდაპირი ფლუორესცენტული ანალიზის ალტერნატივა
შედეგი
ჩვეულებრივ უარყოფითია; დადებითია სიფილისის კოპინფექციის დროს
ახალი ტესტები
Haemophilus ducreyi ანტიგენის პირდაპირი ან არაპირდაპირი ტესტირება
ტესტი
მონოკლონური ანტისხეულები იქმნება ლიპოოლიგოსაქარიდის ან HbA ანტიგენების განსასაზღვრად.
იზღუდება ჯვარედინი რეაქტიულობით და არ არის ხელმისაწვდომი კომერციულად.
კულტურასთან შედარებით, ანტისხეულის პირდაპირი ფლუორესცენტული ანალიზის სენსიტიურობა 93%-ია წყლულის ნიმუშებისთვის, მაგრამ სპეციფიკურობა სუსტია (63%).[1]
შედეგი
დადებითია H ducreyi ანტიგენებზე
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას