განხილვები პაციენტთან

თუ პოლიმიკრობული რეაქცია გამოირიცხა ან ძალიან მცირეა მისი ალბათობა, რეკომენდებულია ბენზილპენიცილინი ან ამპიცილინი + კლინდამიცინი. დამატებითი თერაპიების გამოყენება, როგორიცაა ჰიპერბარული ჟანგბადი და ინტრავენური იმუნოგლობულინი, ჯერ კიდევ სადავოა. საჭიროა გადაუდებელი ქირურგიული გასუფთავება. მხოლოდ ანტიბიოტიკოთერაპია არ არის საკმარისი.

ქალებს, რომლებსაც მშობიარობისას B ჯგუფის სტრეპტოკოკული ინფექცია ჰქონდათ, უნდა ვურჩიოთ, რომ მომავალში მეანსა და ბებიაქალს შეატყობინონ თავიანთი მდგომარეობის შესახებ, რადგან მათ მომავალ ორსულობებში ანტიბიოტიკებით პროფილაქტიკა დასჭირდებათ. ანტიბიოტიკებით პროფილაქტიკის მიზანი პაციენტს უნდა აუხსნათ.

პაციენტების საინფორმაციო ბროშურები, რომლებიც ხელს უწყობს ცნობიერების ამაღლებას და უზრუნველყოფენ ინფორმირებას ადრეული B ჯგუფის სტრეპტოკოკული ინფექციის პრევენციის შესახებ, ხელმისაწვდომია მეან-გინეკოლოგთა სამეფო კოლეჯის და მეან-გინეკოლოგთა ამერიკული კოლეჯის ვებსაიტებზე. RCOG: group B Streptococcus (GBS) in pregnancy and newborn babies Opens in new window ACOG: group B streptococcus and pregnancy Opens in new window

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას