B ჯგუფის სტრეპტოკოკის მტარებლობის სიხშირე განსხვავდება ასაკისა და ეთნიკურობის მიხედვით.[5]Francois Watkins LK, McGee L, Schrag SJ, et al. Epidemiology of invasive group B streptococcal infections among nonpregnant adults in the United States, 2008-2016. JAMA Intern Med. 2019 Apr 1;179(4):479-88.
https://www.doi.org/10.1001/jamainternmed.2018.7269
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/30776079?tool=bestpractice.com
[6]The American College of Obstetricians and Gynecologists. Prevention of group B streptococcal early-onset disease in newborns: ACOG Committee Opinion Summary, Number 797. Obstet Gynecol. 2020 Feb;135(2):489-92.
https://journals.lww.com/greenjournal/Fulltext/2020/02000/Prevention_of_Group_B_Streptococcal_Early_Onset.41.aspx
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/31977793?tool=bestpractice.com
ორსული ქალების დაახლოებით 10-30% კოლონიზებულია B ჯგუფის სტრეპტოკოკით სწორ ნაწლავში ან საშოში; ჩარევის გარეშე, აღნიშნული ორსულების ახალშობილების 1-2%-ს გამოუვლინდება ადრეული ინფექცია B ჯგუფის სტრეპტოკოკით.[6]The American College of Obstetricians and Gynecologists. Prevention of group B streptococcal early-onset disease in newborns: ACOG Committee Opinion Summary, Number 797. Obstet Gynecol. 2020 Feb;135(2):489-92.
https://journals.lww.com/greenjournal/Fulltext/2020/02000/Prevention_of_Group_B_Streptococcal_Early_Onset.41.aspx
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/31977793?tool=bestpractice.com
ინვაზიური ნეონატალური ინფექციის სიხშირე მნიშვნელოვნად განსხვავდება მსოფლიოს გარშემო და აშშ-ში ბოლო წლების განმავლობაში იკლებს. აშშ-ში, 1999-დან 2005 წლამდე, ადრეული დაავადების გამოვლინების სიხშირე იყო - 0.35 ყოველ 1000 ცოცხალ ახალშობილზე (მშობიარობიდან 0-6 დღე), ხოლო 0.33 ყოველ 1000 ცოცხალ ახალშობილზე მოგვიანებითი გამოვლინების დაავადებისთვის (მშობიარობიდან 7-89 დღე).[3]Phares CR, Lynfield R, Farley M, et al. Epidemiology of invasive group B streptococcal disease in the United States, 1999-2005. JAMA. 2008 May 7;299(17):2056-65.
https://jama.ama-assn.org/cgi/content/full/299/17/2056
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/18460666?tool=bestpractice.com
თუმცა, 2018 წელს გამოიცა აშშ-ს ყოველწლიური ეპიდზედამხედველობის ანგარიში, რომლის მიხედვითაც ადრეული გამოვლინებების შემთხვევათა სიხშირემ დაიკლო 0.25 ყოველ 1000 ცოცხალ ახალშობილამდე, ხოლო მოგვიანებითი გამოვლინების დაავადების სიხშირე გახდა 0.28 ყოველ 1000 ცოცხალ ახალშობილზე. სიხშირე ყველაზე დაბალი იყო 2-დან 4 წლამდე და 5-დან 17 წლამდე ასაკის ადამიანებში - 0.1 შემთხვევა 100000 მოსახლეზე.[7]National Center for Health Statistics. Active bacterial core surveillance (ABCs) report: emerging infections program network - group B streptococcus, 2018 [internet publication].
https://www.cdc.gov/abcs/reports-findings/survreports/gbs18.html
ინგლისში საავადმყოფოში დაფიქსირებული ახალშობილთა B ჯგუფის სტრეპტოკოკის შემსწავლელმა ერთმა რეტროსპექტულმა კვლევამ ვერ აღმოაჩინა ინციდენტობის მნიშვნელოვანი ცვლილება 1998 და 2017 წლებს შორის, საშუალო წლიური ინციდენტობით - 1,28 ყოველ 1000 ცოცხალ დაბადებულზე (95% სარწმუნოების ინტერვალი 1,26-დან 1,30-მდე).[8]Kadambari S, Trotter CL, Heath PT, et al. Group B streptococcal disease in England (1998-2017): a population-based observational study. Clin Infect Dis. 2021 Jun 1;72(11):e791-8.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/32989454?tool=bestpractice.com
თუმცა, ეპიდზედამხედველობის მონაცემების ანალიზის შედეგად გამოვლინდა სხვა სურათი: მოიმატა ნეონატალური B ჯგუფის სტრეპტოკოკის ადრეული გამოვლინების დაავადების სიხშირემ- იყო 0.28 შემთხვევა (2008 წელს) და გახდა 0.57 შემთხვევა (2015 წელს) ყოველ 1000 ცოცხალ ახალშობილზე; რაც შეეხება მოგვიანებითი გამოვლინების დაავადებას, ასევე იმატა სიხშირემ- იყო 0.11 შემთხვევა (1991 წელს) და გახდა 0.31 შემთხვევა (2015 წელს) ყოველ 1000 ცოცხალ ახალშობილზე.[9]Lamagni TL, Keshishian C, Efstratiou A, et al. Emerging trends in the epidemiology of invasive group B streptococcal disease in England and Wales, 1991-2010. Clin Infect Dis. 2013 Sep;57(5):682-8.
https://cid.oxfordjournals.org/content/57/5/682.long
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/23845950?tool=bestpractice.com
[10]British Paediatric Surveillance Unit. Annual report 2015-2016. Jan 2017 [internet publication].
https://www.rcpch.ac.uk/sites/default/files/2018-06/bpsu_ar1516_web_0.pdf
მოგვიანებითი გამოვლინების დაავადების სიხშირის მატება შესაძლოა დაკავშირებული იყოს მაღალი რისკის მქონე, დღენაკლი ბავშვების მზარდ რაოდენობასთან. მაჩვენებლები წააგავს ფინეთის, ნიდერლანდების და ნორვეგიის მაჩვენებლებს. ადრეული გამოვლინების დაავადების სტატისტიკური მრავალფეროვნება შესაძლოა აიხსნას განსხვავებული პრევენციული სტრატეგიებით; აშშ-ში ადრეული დაავადების ინციდენტობამ იკლო 80%-ით (1990-იანი წლებიდან) მას შემდეგ, რაც დაინერგა მშობიარობის დროს ანტიბიოტიკური პროფილაქტიკა B ჯგუფის სტრეპტოკოკის წინააღმდეგ.[6]The American College of Obstetricians and Gynecologists. Prevention of group B streptococcal early-onset disease in newborns: ACOG Committee Opinion Summary, Number 797. Obstet Gynecol. 2020 Feb;135(2):489-92.
https://journals.lww.com/greenjournal/Fulltext/2020/02000/Prevention_of_Group_B_Streptococcal_Early_Onset.41.aspx
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/31977793?tool=bestpractice.com
[11]Schrag SJ, Zell ER, Lynfield R, et al. A population-based comparison of strategies to prevent early-onset group B streptococcal disease in neonates. N Engl J Med. 2002 Jul 25;347(4):233-9.
https://www.nejm.org/doi/full/10.1056/NEJMoa020205#t=article
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/12140298?tool=bestpractice.com
ნაწილობრივ ეს ფაქტი აიხსნება ეროვნული მასშტაბით დაავადების მოხსენების/შეტყობინების გაუმჯობესებითა და სავალდებულო ეპიდზედამხედველობით.
კვლავ ვლინდება განსხვავება ინფექციის სიხშირეებს შორის თეთრკანიან და შავკანიან ბავშვებში, როგორც ადრეული, ასევე მოგვიანებითი გამოვლინების დაავადების შემთხვევაში. აშშ-ს ეპიდზედამხედველობის მონაცემების მიხედვით, 2018 წელს შავკანიან ახალშობილებში ადრეული გამოვლინების ინფექციის შემთხვევათა ინციდენტობა იყო 0.32 ყოველ 1000 ცოცხალ ახალშობილზე, ხოლო თეთრკანიანებში- 0.24 ყოველ 1000 ცოცხალ ახალშობილზე; რაც შეეხება მოგვიანებით გამოვლენილ ინფექციას, შავკანიანებში მონაცემი უტოლდებოდა 0.52 შემთხვევას ყოველ 1000 ცოცხალ ახალშობილზე, ხოლო თეთრკანიან ახალშობილებში- 0.22 შემთხვევას ყოველ 1000 ცოცხალ ახალშობილზე.[7]National Center for Health Statistics. Active bacterial core surveillance (ABCs) report: emerging infections program network - group B streptococcus, 2018 [internet publication].
https://www.cdc.gov/abcs/reports-findings/survreports/gbs18.html
არაორსულ მოზრდილებში ინვაზიური ინფექციის სიხშირე მნიშვნელოვნად განსხვავდება ქვეყნებს შორის; თუმცა, ზრდასრულთა B ჯგუფის სტრეპტოკოკული დაავადების მზარდი ინციდენტობა ფიქსირდება მთელს მსოფლიოში. ერთმა მეტაანალიზმა, რომელიც მოიცავდა 1975 წლიდან 2018 წლამდე მონაცემებს, აღრიცხა ჯამური სავარაუდო ინციდენტობა - 2.86 შემთხვევა 100,000 მოსახლეზე ჩრდილოეთ ამერიკაში, სამხრეთ ამერიკაში, ევროპაში, აზიაში, ავსტრალიასა და აფრიკაში.[12]Navarro-Torné A, Curcio D, Moïsi JC, et al. Burden of invasive group B Streptococcus disease in non-pregnant adults: a systematic review and meta-analysis. PLoS One. 2021;16(9):e0258030.
https://journals.plos.org/plosone/article?id=10.1371/journal.pone.0258030
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/34591924?tool=bestpractice.com
მოზრდილებში კოლონიზაციის სიხშირე მსგავსია ასაკის განურჩევლად, მაგრამ B ჯგუფის სტრეპტოკოკული დაავადება უფრო პრევალენტური და მძიმე ხდება 65 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში.[12]Navarro-Torné A, Curcio D, Moïsi JC, et al. Burden of invasive group B Streptococcus disease in non-pregnant adults: a systematic review and meta-analysis. PLoS One. 2021;16(9):e0258030.
https://journals.plos.org/plosone/article?id=10.1371/journal.pone.0258030
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/34591924?tool=bestpractice.com
[13]Farley MM. Group B streptococcal disease in nonpregnant adults. Clin Infect Dis. 2001 Aug 15;33(4):556-61.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/11462195?tool=bestpractice.com
შეერთებულ შტატებში, არაორსულ მოზრდილებში ინფექცია წარმოადგენს ინვაზიური B ჯგუფის სტრეპტოკოკული დაავადების შემთხვევების უმეტესობას, 2008 წლიდან 2016 წლამდე ინციდენტობის მატებით 8,1-დან 10,9-მდე 100000 ზრდასრულზე.[5]Francois Watkins LK, McGee L, Schrag SJ, et al. Epidemiology of invasive group B streptococcal infections among nonpregnant adults in the United States, 2008-2016. JAMA Intern Med. 2019 Apr 1;179(4):479-88.
https://www.doi.org/10.1001/jamainternmed.2018.7269
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/30776079?tool=bestpractice.com
ინციდენტობა უფრო მაღალი იყო მამაკაცებში და გაიზარდა ასაკთან ერთად.[5]Francois Watkins LK, McGee L, Schrag SJ, et al. Epidemiology of invasive group B streptococcal infections among nonpregnant adults in the United States, 2008-2016. JAMA Intern Med. 2019 Apr 1;179(4):479-88.
https://www.doi.org/10.1001/jamainternmed.2018.7269
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/30776079?tool=bestpractice.com
საერთო ჯამში, ინციდენტობა შავკანიან მოსახლეობაში მნიშვნელოვნად უფრო მაღალი იყო თეთრკანიან მოსახლეობასთან შედარებით, თუმცა, სიხშირის აბსოლიტური განსხვავება დროთა განმავლობაში შემცირდა და 2016 წლიდან ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვანი აღარ იყო.[5]Francois Watkins LK, McGee L, Schrag SJ, et al. Epidemiology of invasive group B streptococcal infections among nonpregnant adults in the United States, 2008-2016. JAMA Intern Med. 2019 Apr 1;179(4):479-88.
https://www.doi.org/10.1001/jamainternmed.2018.7269
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/30776079?tool=bestpractice.com