მიდგომა
B ჯგუფის სტრეპტოკოკული ინფექციის გამოვლინება არასპეციფიკურია. არ არსებობს ნიშნები, რომლებიც ინფექციას სხვა ბაქტერიული ინფექციებისაგან განარჩევს. მნიშვნელოვანია დეტალური ანამნეზის შეკრება რისკფაქტორების გამოსავლენად და მიკრობიოლოგიური ნიმუშების სწორად ასაღებად. დადასტურებული შემთხვევა არის კლინიკურად შესაბამისი ავადმყოფობა, როცა B ჯგუფის სტრეპტოკოკი ნორმაში სტერილური სითხიდან/ქსოვილიდან ამოითესება.
აშშ-ში კვლევების უმრავლესობა ავლენს დაავადებების ინციდენტობის მატებას ნებისმიერი ასაკის შავკანიანებში.[3]
ანამნეზი.
ადრეული გამოვლინების ახალშობილთა ინფექცია (0-6 დღე, ტიპურად პირველი 12 სთ)
ბავშვებში B ჯგუფის სტრეპტოკოკული ინფექციების 80% გვხვდება სიცოცხლის პირველი 7 დღის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც მშობიარობისას ან მშობიარობამდე ახალშობილი ექსპოზირებულია ბაქტერიაზე. ექსპოზიცია მოიცავს დაბინძურებული ამნიონური სითხის ასპირაციას.[21] ჩვილების უმრავლესობას დაავადება უვლინდება დაბადებიდან 12 საათის განმავლობაში.
დედის ანამნეზში შეიძლება შეგვხვდეს ცხელება მშობიარობისას, მემბრანების ნაადრევი გახევა, B ჯგუფის სტრეპტოკოკული ბაქტერიურია (მიუთითებს მასიურ კოლონიზაციაზე), წინა ახალშობილი ან ტყუპისცალი, რომელსაც B ჯგუფის სტრეპტოკოკული ინფექცია აქვს, ქორიოამნიონიტი, დედის სპეციფიკური იმუნოგლობულინის დეფიციტი ან ასაკი <20 წ. ძლიერი რისკფაქტორია ნაადრევი მშობიარობაც. ძლიერი რისკფაქტორია ნაადრევი მშობიარობაც.[6][11][21][22][34]
მოგვიანებითი გამოვლინების ახალშობილთა ინფექცია (მშობიარობიდან 7-89 დღე, ტიპურად პირველი 4 კვირა)
გვიან დაწყებული დაავადება ხშირად არ არის დაკავშირებული დედის კოლონიზაციასთან ან სამეანო გართულებებთან.[17][44] დადებითი ტესტი B ჯგუფის სტრეპტოკოკზე დედაში მნიშვნელოვნად ასოცირდება გვიან დაწყებულ დაავადებასთან.[64]
მოგვიანებითი გამოვლინების დაავადების განვითარების ზუსტი მექანიზმი უცნობია, თუმცა აღწერილია ნოზოკომიური გადაცემა.[65]
ყველაზე ხშირი გამოვლინებებია:
B ჯგუფის სტრეპტოკოკული ინფექცია უფრო იშვიათია ჩვილებსა და ბავშვებში. ძირითადი რისკფაქტორებია: თირკმლის დაავადება, ნევროლოგიური დაავადება, ავთვისებიანი მდგომარეობა და იმუნოსუპრესია.[3]
ცხელება ხშირად არის პირველი სიმპტომი, მსგავსად სხვა ბაქტერიული ინფექციებისა.
უცნობი ეტიოლოგიის სეფსისი, მენინგიტი, პნევმონია, სეპტიკური ართრიტი და პერიტონიტი ყველაზე ხშირია 90 დღიდან 14 წლამდე ასაკის ბავშვებში.[3] ინფექციის კერის შესაბამისად, პაციენტებს შეიძლება აღენიშნოთ ჩამოთვლილი სიმპტომები: კონფუზია (სეფსისი); თავის ტკივილი, ფოტოფობია, კისრის ტკივილი ან გაშეშება (მენინგიტი); პროდუქტიული ხველა, დისპნოე, ტაქიპნოე, პლევრიტული ტკივილი, სუნთქვის გაძნელება (პნევმონია); სახრების ერითემა, შეშუპება ან ტკივილი; მოძრაობის დიაპაზონის შემცირება (სეპტიკური ართრიტი); ან მუცლის ტკივილი (პერიტონიტი).
მენინგეალური გარსების ანთების სიმპტომები ხშირად არ ვლინდება <2 წლამდე ბავშვებში.
არაორსული მოზრდილები ასაკის მატებასთან ერთად, ინფექციის ლოკალიზებული სიმპტომები შეიძლება შესუსტებული იყოს, ხოლო სეფსისის ნიშნები- ფარული.
ძირითადი რისკფაქტორებია: ასაკი >60 წელი, მოხუცთა საცხოვრებელში ცხოვრება, დიაბეტი, სიმსუქნე, ღვიძლის ან თირკმლის დაავადება, ცენტრალური ვენური კათეტერის ჩადგმა, უროლოგიური დაავადებები ან საშარდე გზების ინფექცია, კანის მთლიანობის დარღვევა (მაგ. ნაწოლები, წყლულები), ნევროლოგიური დაავადება, იმუნოსუპრესია ან ავთვისებიანი მდგომარეობები.[3][6][19][20][36]
ნაწოლები, წყლულები), ნევროლოგიური დაავადება, იმუნოსუპრესია და ავთვისებიანი მდგომარეობები. ცხელება ხშირი პირველი სიმპტომია, მსგავსად სხვა ბაქტერიული ინფექციებისა, თუმცა ხშირად არ ვლინდება ხანდაზმულებში.
გულმკერდის რენტგენი ნაჩვენებია პნევმონიაზე ეჭვის შემთხვევაში. ძვლებისა და სახსრების რენტგენი ნაჩვენებია სეპტიკურ ართრიტზე ეჭვის შემთხვევაში. შესაბამისად, ინფექციის კერის გათვალისწინებით, შესაძლებელია დამატებითი სიმპტომების გამოვლენა: თავის ტკივილი, ფოტოფობია, კისრის ტკივილი ან გაშეშება (მენინგიტი); დიზურია, გახშირებული შარდვა, გაძლიერებული შარდვა, ჰემატურია, ზურგის/ფერდქვეშ ტკივილი (საშარდე გზების ინფექცია); დისკომფორტი კანზე, ერითემა, სიმხურვალე, მტკივნეულობა ან შეშუპება (ცელულიტი); ან კონფუზია (სეფსისი).
ექოკარდიოგრაფია ნაჩვენებია ენდოკარდიტზე (B ჯგუფის სტრეპტოკოკული ინფექციის გართულება) ეჭვის შემთხვევაში. რისკფაქტორების არსებობა ინფექციის კერის მიხედვით პაციენტები შეიძლება უჩიოდნენ რომელიმე ჩამოთვლილ სიმპტომს: სახსრის ერითემა, შეშუპება ან ტკივილი, ასევე მოძრაობის დიაპაზონის შეზღუდვა (სეპტიკური ართრიტი); პროდუქტიული ხველა, დისპნოე, ტაქიპნოე, პლევრიტული ტკივილი ან გაძნელებული სუნთქვა (პნევმონია); ცხვირიდან გამონადენი ან სახის/კბილის ტკივილი (სინუსიტი); წყლიანი, ლორწოვანი ან ჩირქოვანი გამონადენი თვალიდან, თვალის მტკივნეულობა ან ქუთუთოების შეწებება დილით (კონიუნქტივიტი); ოტალგია (შუა ყურის ანთება) ან მუცლის ტკივილი, ნაწლავური მოქმედების დაქვეითება ან გულისრევა და ღებინება (მუცლისშიდა ინფექცია).
ორსულები
ცხელება ხშირად არის პირველი სიმპტომი, მსგავსად სხვა ბაქტერიული ინფექციებისა.
ახასიათებს მრავალფეროვანი გამოვლინებები, მათ შორის საშარდზე გზების ინფექცია, ქორიოამნიონიტი, სეფსისი, პოსტნატალური ენდომეტრიტი და ჭრილობის პოსტნატალური ინფექცია. ორსულებში, ინფექციის კერის გათვალისწინებით, შესაძლებელია დამატებითი სიმპტომების გამოვლენაც: დიზურია, გახშირებული ან გაძლიერებული შარდვა, ჰემატურია, ზურგის/ფერდქვეშა ტკივილი (საშარდე გზების ინფექცია); კანის დისკომფორტი, ერითემა, სიმხურვალე, მტკივნეულობა ან შეშუპება (ცელულიტი); კონფუზია (სეფსისი); ან მუცლის ქვედა ნაწილის ტკივილი (პოსტნატალური ენდომეტრიტი).
ფიზიკური გამოკვლევა
ადრეულად გამოვლენილი ინფექცია ახალშობილებში
ინფექციის გამოვლინება შეიძლება იყოს არასპეციფიკური და მოიცავდეს: ხმაურიან სუნთქვას, სიფერმკრთალეს ან ჰიპოტონიას. ინფექციის არასპეციფიკური მარკერებია რესპირატორული დისტრესი, ლეთარგია, გაღიზიანებადობა, მადის დაქვეითება.
ახალშობილებს ცხელების მაგივრად ხშირად ტემპერატურის არასტაბილური მაჩვენებლები აღენიშნებათ.
პაციენტთა ამ ჯგუფში ყველაზე ხშირია მენინგიტი, სეფსისი, საშარდე გზების ინფექცია და პნევმონია. ახალშობილებში, ინფექციის კერის გათვალისწინებით, შეიძლება აღინიშნოს ჩამოთვლილი ნიშნები: გულყრები, გაშეშებული კისერი, ყიფლიბანდის გამობერვა, კერნიგის ან ბრუძინსკის ნიშნები (მენინგიტი); ტაქიკარდია, ჰიპოტენზია, ტაქიპნოე, კაპილარების ავსების დაქვეითება (სეფსისი); ბოქვენზედა მტკივნეულობა ან ნეკნ-ხერხემლის კუთხის მტკივნეულობა (საშარდე გზების ინფექცია); ან რესპირატორული დისტრესი, ციანოზი, ნესტოების ბერვა, ნეკნთაშუა ან ნეკნქვეშა შეზნექა, სუნთქვის ხმიანობის დაქვეითება, აუსკულტაციისას ხიხინი, ან პლევრის ხახუნი (პნევმონია).
თუმცა, მენინგეალური გარსების ანთების ნიშნები ხშირად არ ვლინდება, ამიტომაც პაციენტთა ამ ჯგუფში ყოველთვის საჭიროა ლუმბური პუნქციის ჩატარება.
B ჯგუფის სტრეპტოკოკულ ინფექციაზე ეჭვი უნდა მივიტანოთ იმ შემთხვევაში, თუ ჩვილს, დედას ან ორივე მათგანს სეფსისის მტკიცებულება აღენიშნება.
მოგვიანებით განვითარებული ინფექცია ახალშობილებში
ინფექციის გამოვლინება შეიძლება იყოს არასპეციფიკური და მოიცავდეს: ხმაურიან სუნთქვას, სიფერმკრთალეს ან ჰიპოტონიას. ინფექციის არასპეციფიკური მარკერებია რესპირატორული დისტრესი, ლეთარგია, გაღიზიანებადობა, მადის დაქვეითება.
ხშირად ახასიათებს ცხელება ≥38°C (100.4°F).[64]
მენინგიტი ყველაზე ხშირი ინფექციაა. ახალშობილებს შეიძლება გამოუვლინდეთ გულყრები, კისრის გაშეშება, ყიფლიბანდის გამობერვა ან კერნიგის ან ბრუძინსკის ნიშნები.
თუმცა, მენინგეალური გარსების ანთების ნიშნები ხშირად არ ვლინდება, ამიტომაც პაციენტთა ამ ჯგუფში ყოველთვის საჭიროა ლუმბური პუნქციის ჩატარება.
ყველაზე ხშირი გამოვლინებებია:
უცნობი ეტიოლოგიის სეფსისი, მენინგიტი, პნევმონია, სეპტიკური ართრიტი და პერიტონიტი ყველაზე ხშირია 90 დღიდან 14 წლამდე ასაკის ბავშვებში.[3]
პაციენტებს, ინფექციის კერის გათვალისწინებით, შეიძლება აღენიშნოთ ჩამოთვლილი ნიშნები: გულყრები, გაშეშებული კისერი, ყიფლიბანდის გამობერვა, კერნიგის ან ბრუძინსკის ნიშნები (მენინგიტი); ტაქიკარდია, ჰიპოტენზია, ტაქიპნოე, კაპილარების ავსების დაქვეითება (სეფსისი); რესპირატორული დისტრესი, ციანოზი, ნესტოების ბერვა, ნეკნთაშუა ან ნეკნქვეშა შეზნექა, სუნთქვის ხმიანობის დაქვეითება, აუსკულტაციისას ხიხინი, ან პლევრის ხახუნი (პნევმონია); მხურვალე, შეშუპებული, მტკივნეული სახსარი გამონაჟონით (სეპტიკური ართრიტი); ან მტკივნეული, რიგიდული მუცელი, დაცვის რეფლექსი, უკუცემითი ტკივილი ან ნაწლავური ხმიანობის შესუსტება ან გაქრობა (პერიტონიტი).
მენინგეალური გარსების ანთების სიმპტომები ხშირად არ ვლინდება <2 წლამდე ბავშვებში.
არაორსული მოზრდილები ასაკის მატებასთან ერთად, ინფექციის ლოკალიზებული სიმპტომები შეიძლება შესუსტებული იყოს, ხოლო სეფსისის ნიშნები- ფარული.
ასევე შეიძლება შეგვხვდეს სპონტანური აბორტი ორსულობის შუა პერიოდში და ნაადრევი მშობიარობა. ლაბორატორიული ტესტები სისხლი, თავზურგტვინის სითხე, სახსრის სითხე) ბაქტერიის იზოლირებით. უნდა დაითესოს სისხლის კულტურები.
გულმკერდის რენტგენი ნაჩვენებია პნევმონიაზე ეჭვის შემთხვევაში. ძვლებისა და სახსრების რენტგენი ნაჩვენებია სეპტიკურ ართრიტზე ეჭვის შემთხვევაში. პროცედურის უკუჩვენებების გამოსარიცხად თავის CT-ს ხშირად იყენებენ ლუმბურ პუნქციამდე იმ პაციენტებში, რომელთანაც ბაქტერიულ მენინგიტზეა ეჭვი. ნაჩვენებია იმუნოკომპრომისულ პაციენტებში; თავის ტვინის დაავადების ანამნეზის მქონე პაციენტებში; ახლადგამოვლენილი გულყრების შემთხვევაში; პაპილედემის შემთხვევაში; ცნობიერების დონის ცვლილების ან ფოკალური ნევროლოგიური დარღვევის დროს.
ექოკარდიოგრაფია ნაჩვენებია ენდოკარდიტზე (B ჯგუფის სტრეპტოკოკული ინფექციის გართულება) ეჭვის შემთხვევაში. რისკფაქტორების არსებობა ჩვილებსა და ბავშვებში ძირითადი რისკფაქტორებია თირკმლის შორსწასული დაავადება, ნევროლოგიური დაავადება, ავთვისებიანი მდგომარეობა და იმუნოსუპრესია. მოზრდილებში ძირითადი რისკფაქტორებია ასაკი >60 წ, შავკანიანი რასა, ცხოვრება მოხუცებულთა საცხოვრებელში, ორსულობა, საშარდე გზების ინფექცია, შაქრიანი დიაბეტი, იმუნოსუპრესია, თირკმლის/ღვიძლის შორსწასული დაავადება, ცენტრალური ვენური კათეტერის არსებობა, ფონური ავთვისებიანი მდგომარეობა, ნევროლოგიური დაავადება, ცენტრალური კათეტერის ან კანის მთლიანობის დარღვევის არსებობა (მაგ.
ორსულები
ჰიპოტენზია, ტაქიკარდია, კაპილარების სუსტი პერფუზია ან ტაქიპნოე. სისხლძარღვშიდა წნევა მცირდება ვაზოდილატაციის და დეჰიდრატაციის დროს.
ციანოზი, ნესტოების ბერვა, ნეკნთაშუა ან ნეკნქვეშა ჩაღრმავება, სუნთქვის ხმიანობის შესუსტება, აუსკულტაციით ხიხინი და პლევრის ხახუნი. საშარდე გზების ინფექციის სიმპტომები
სინუსიტის სიმპტომები ცხვირიდან გამონადენი ან სახის ტკივილი.
ლაბორატორული ტესტები
ყველა პაციენტს უნდა განესაზღვროს სისხლის საერთო ანალიზი, შრატის შარდოვანა, შრატის ელექტროლიტები, შრატის გლუკოზის დონე, კოაგულაციის პროფილი, ღვიძლის ფუნქციური ტესტები და ანთებითი მარკერები (C-რეაქტიული ცილა) საბაზისო დონის დასადგენად და სეფსისის შესაფასებლად.
პაციენტის ასაკის მიუხედავად, დიაგნოზი დასტურდება ბაქტერიის გამოყოფით, ჩვეულებრივ სტერილური ადგილიდან (მაგ. სისხლი, თავზურგტვინის სითხე, სასახსრე სითხე).
საჭიროა სისხლის კულტივირება, B ჯგუფის სტრეპტოკოკის დადებითი ზრდა მიუთითებს სეფსისზე.[Figure caption and citation for the preceding image starts]: B ჯგუფის სტრეპტოკოკი სისხლის აგარზეFrom the collection of Dr Brendan Healy [Citation ends].
თავზურგტვინის სითხის გამოკვლევა აუცილებელია მენინგიტის ნიშნების და სიმპტომების მქონე პაციენტებში, ასევე სეფსისის მქონე ყველა ახალშობილში.[64] ახალშობილებში სეფსისის და მენინგიტის გარჩევა ხშირად შეუძლებელია.[66] თავზურგტვინის სითხის ნიმუში რუტინულად უნდა გაიგზავნოს ცილის, გლუკოზის, უჯრედული რაოდენობების, მიკროსკოპული კულტურის და მგრძნობელობის დასადგენად. დადებითი გრამის შეღებვა კლინიკური სიტუაციის კონტექსტში შეიძლება გვაძლევდეს მენინგიტის წინასწარი დიაგნოსტიკის შესაძლებლობას, თუმცა B ჯგუფის სტრეპტოკოკის ზრდა კულტურიდან ადასტურებს B ჯგუფის სტრეპტოკოკური მენინგიტის დიაგნოზს. თავზურგტვინის სითხის ანტიგენზე ტესტირება შეიძლება დაგეხმაროთ, განსაკუთრებით თუ ანტიბიოტიკები კულტურის ნიმუშის აღებამდე დაინიშნა. შესაძლებელია გამომწვევი მიკროორგანიზმის უფრო ადრეული იდენტიფიკაცია, რადგან კულტურის შედეგები, როგორც წესი, 24-72 საათი არ იქნება ხელმისაწვდომი. თავზურგტვინის სითხის ანალიზის ინტერპრეტირებისას ყველა პარამეტრი უნდა განიხილოთ - კლინიკური სურათის კონტექსტში.
სხვა სტერილური ადგილებიდან აღებული ნიმუშის კულტივირება ნაჩვენებია თუ სიმპტომები მიუთითებს ინფექციის უჩვეულო ადგილზე (მაგ. სახსრის ასპირატი სეპტიკური ართრიტის დროს, ძვლის ნიმუში ოსტეომიელიტის დროს, შარდის მიკროსკოპული კვლევა ინფექციის დროს, ნახველის კვლევა პნევმონიის დროს).[37][67] შარდის კულტივირება რეკომენდებულია ახალშობილებისთვის, რომლებთანაც ეჭვია გვიან დაწყებულ დაავადებაზე.[64] თუ B ჯგუფის სტრეპტოკოკის რისკფაქტორები ვლინდება მშობიარობისას, საჭიროა ვაგინალური და პლაცენტის ნაცხის აღება და კულტივირება.
კულტივირების შედეგების ინტერპრეტაცია საჭიროებს სრული კლინიკური სურათის გათვალისწინებას. უარყოფითი კულტურა არ ნიშნავს დაავადების გამორიცხვას, განსაკუთრებით თუ ნიმუშები შეგროვდა ანტიბიოტიკების მიღების შემდეგ (მაგ. ახალშობილის დედა თუ იღებდა ანტიბიოტიკებს მშობიარობის დროს).
პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის დიაგნოსტიკური როლი სტერილურ სითხეში B ჯგუფის სტრეპტოკოკის აღმოსაჩენად ჯერჯერობით შეფასების სტადიაზეა, მაგრამ შეიძლება იყოს სწრაფი და სპეციფიკური მეთოდი B ჯგუფის სტრეპტოკოკის დიაგნოსტიკისთვის.[68]
გამოსახულებითი კვლევები
რადიოლოგიურ გამოკვლევებს B ჯგუფის სტრეპტოკოკის დიაგნოსტიკაში შეზღუდული როლი აქვთ, ვინაიდან ამ ინფექციას სპეციფიკური რადიოლოგიური მახასიათებლები არ აქვს. თუმცა, ვიზუალიზაცია შესაძლოა გამოგვადგეს დიაგნოზის გასამყარებლად და ხელი შეგვიწყოს სინჯების შემდგომ მოპოვებაში. დიაგნოსტიკური რადიოლოგიური გამოკვლევა არ უნდა გახდეს მკურნალობის დაგვიანების მიზეზი, როდესაც ეჭვი გვაქ სეფსისზე ან მენინგიტზე.
გულმკერდის რენტგენი ნაჩვენებია პნევმონიაზე ეჭვის შემთხვევაში.
ძვლებისა და სახსრების რენტგენი ნაჩვენებია სეპტიკური ართრიტის ან ძვლის ან სახსრების სხვა ინფექციებზე ეჭვის დროს.[64]
თავის კომპიუტერული ტომოგრაფია (CT) შეიძლება ჩატარდეს წელის პუნქციის ჩატარებამდე პაციენტებში საეჭვო ბაქტერიული მენინგიტით, რათა გამოირიცხოს რაიმე უკუჩვენება პროცედურაზე (მაგ., მომატებული ინტრაკრანიალური წნევა). ნაჩვენებია იმუნოკომპრომისულ პაციენტებში; ცენტრალური ნერვული სისტემის ანამნეზის შემთხვევაში; ახლადგამოვლენილი გულყრების; პაპილედემის; ცნობიერების ცვლილების ან ფოკალური ნევროლოგიური ნაკლოვანების შემთხვევაში.[69]
მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია და კომპიუტერული ტომოგრაფია შეიძლება სასარგებლო იყოს, თუ მენინგიტის დიაგნოზი დაისმება ისეთი გართულებების შესაფასებლად, როგორიცაა ვენტრიკულიტი ან ტვინის აბსცესი.[64]
ექოკარდიოგრაფია ნაჩვენებია ენდოკარდიტზე (B ჯგუფის სტრეპტოკოკის ინფექციის გართულება) ეჭვის დროს.[70]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას