კვლევები
1-ად შესაკვეთი გამოკვლევები
FBC
ტესტი
სისხლის თეთრი უჯრედების დონე, ხშირად, მომატებულია და ახასიათბს პოლიმორფონუკლეური სიჭარბე. თუმცა, შესაძლოა იყოს ნორმაში, განსაკუთრებით საწყის ეტაპებზე.
ახალშობილებში და სეფსისის მძიმე ფორმის დროს არცთუ ისე იშვიათია ლეიკოპენია ან ნეიტროპენია.
ახალშობილებში და მძიმე სეფსისის დროს ასევე შესაძლოა შეგვხვდეს თრომბოციტოპენიაც.
ზოგჯერ ვითარდება ანემია, განსაკუთრებით ქვემწვავე ან ქრონიკული ინფექციების დროს, მაგ. ოსტეომიელიტის ან ენდოკარდიტის შემთხვევაში.
შედეგი
ლეიკოციტოზი, ანემია, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, ნეიტროპენია
შრატში შარდოვანას აზოტი და კრეატინინი
ტესტი
სეფსისის დროს შესაძლოა განვითარდეს მეტაბოლური პათოლოგიები, მათ შორის თირკმელების ფუნქციის დარღვევა
შედეგი
შარდოვანას და კრეატინინის ნორმალური ან მომატებული დონე
სისხლის შრატში ელექტროლიტების შემცველობა
ტესტი
სეფსისის დროს შესაძლოა განვითარდეს მეტაბოლური დარღვევები.
შედეგი
ნორმალური ან პათოლოგიური
შრატის გლუკოზა
ტესტი
სეფსისის დროს შესაძლოა ჩამოყალიბდეს მეტაბოლური დარღვევები, მათ შორის ჰიპერგლიკემია (დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში) და ჰიპოგლიკემია (ახალშბილებში).
შედეგი
ნორმალური, დაქვეითებული ან მომატებული
კოაგულოგრამა
ტესტი
მძიმე სეფსიის შესაძლოა თან ახლდეს დისემინირებული სისხლძარღვშიდა კოაგულაცია.
შედეგი
ნორმაშია ან ვლინდება პროთრომბინის დროის გახანგრძლივება, ფიბრინის დეგრადაციის პროდუქტების მომატებული შემცველობა, ფიბრინოგენის ან ანტითრომბინის დონის დაქვეითება, თრომბოციტოპენია და დადებითი პასუხი D-დიმერზე
ღვიძლის ფუნქციური სინჯები
ტესტი
ალანინ ამინოტრანსფერაზა და ასპარტატ ამინოტრანსფერაზა შესაძლოა მომატებული იყოს.
შედეგი
ნორმალური ან მომატებული
C-რეაქტიული ცილა (CRP)
ტესტი
როგორც ნებისმიერი ბაქტერიული ინფქეციის შემთხვევაში, ასევე ამ დროს, როგორც წესი, C რეაქტიული ცილის დონე მომატებულია.
მომატების დონე დამოკიდებულია ინფექციის ადგილბდებარეობასა და მასპინძლის ფაქტორებზე.
დაავადების მძიმე ფორმის დროს, C რეაქტიული ცილა, ძირითადად, შეადგენს >952 ნანომოლ/ლ-ს (100 მგ/ლ).
შედეგი
ნორმალური ან მომატებული
სისხლის კულტურა
ტესტი
კულტურა ტარდება ინფექციაზე ეჭვის დროს, თუმცა, იმ შემთხვევაში, როდესაც სისხლის კულტურა დაუყოვნებლივ ვერ სრულდება, მენინგიტის ან მძიმე სეფსისის დროს არ უნდა გადავდოთ ანტიბიოტიკოთერაპია.[Figure caption and citation for the preceding image starts]: B ჯგუფის სტრეპტოკოკი სისხლის აგარზეFrom the collection of Dr Brendan Healy [Citation ends].
სეფსისის დიაგნოზის დამადასტურებელი ანალიზია.
სისხლის კულტურის სისტემის მიხედვით განისაზღვრება სისხლის შესაბამისი მოცულობის მოპოვება. ენდოკარდიტზე ეჭვის შემთხვევაში, სისხლის კულტურას მოვიპოვებთ სამჯერ, განსხვავებული მიდამოდან, დროის სხვადასხვა მონაკვეთში.
სისხლის კულტურის მოპოვებამდე ანტიბიოტიკების გამოყენება მნიშვნელოვნად ამცირებს კულტურის დროს ბაქტერიების ზრდის შანსს.
სისხლის კულტურის უარყოფითი პასუხი არ გამორიცხავს ინფექციას
შედეგი
დადებითია B ჯგუფის სტრეპტოკოკზე (სეფსისი)
თავზურგტვინის სითხის შეღებვა გრამის წესით
ტესტი
თავზურგტვინის სითხის შემოწმება საჭიროა მენინგიტის ნიშნებისა და სიმპტომების მქონე პაციენტებში და სეფსისის მქონე ყველა ახალშობილში.[64]
დადებითი გრამის შეღებვა შესაბამისი კლინიკური სიტუაციის კონტექსტში შეიძლება გვაძლევდეს მენინგიტის წინასწარი დიაგნოსტიკის შესაძლებლობას.
გრამის წესით შეღებვა მიუთითებს სტრეპტოკოკურ ინფექციაზე, თუმცა სარწმუნოდ ვერ ადგენს სტრეპტოკოკის კონკრეტულ ტიპს.
შედეგი
გრამ-დადებითი კოკის ჯაჭვები (მენინგიტი)
თავზურგტვინის კულტურის
ტესტი
თავზურგტვინის სითხის შემოწმება საჭიროა მენინგიტის ნიშნებისა და სიმპტომების მქონე პაციენტებში და სეფსისის მქონე ყველა ახალშობილში.[64]
ადასტურებს B ჯგუფის სტრეპტოკოკულ მენინგიტს.
თავზურგტვინის სითხის კულტურის შედეგზე (ბაქტერიულ ზრდაზე) ანტიბიოტიკებს აქვთ უარყოფითი ზეგავლენა, თუ მათ გამოყენებას სინჯის მოპოვებამდე ვიწყებთ. შესაბამისად, კულტურის უარყოფითი პასუხი არ გამორიცხავს დიაგნოზს.
საუკეთესო შემთხვევაში, ლუმბური პუნქცია უნდა ჩატარდეს პაციენტის შეფასებიდან 30 წუთის ფარგლებში[71]
შედეგი
დადებითია B ჯგუფის სტრეპტოკოკზე (მენინგიტი)
CSF უჯრედების რაოდენობა და დიფერენციალი
ტესტი
თავზურგტვინის სითხის შემოწმება საჭიროა მენინგიტის ნიშნებისა და სიმპტომების მქონე პაციენტებში და სეფსისის მქონე ყველა ახალშობილში.[64]
ბაქტერიული მენინგიტის დროს, თავზურგტვინის სითხის უჯრედული ანალიზი 500-დან 5000 უჯრედი/მმ³-ზეა, დომინირებს (>60%) პოლიმორფონუკლეური ფორმები.
ელვისებრი ინფექციების ან მცირეწლოვანი ჩვილების შემთხვევაში, თავზურგტვინის სითხის უჯრედების რაოდენობა შეიძლება მსუბუქად იყოს მომატებული ან ნორმაში იყოს.
ადრეული ბაქტერიული მენინგიტი დროს შეიძლება შეგვხვდეს გარდამავალი ლიმფოციტური პლეოციტოზი.[69]
შედეგი
ნორმალური, პოლიმორფონუკლეური პლეოციტოზი, ან გარდამავალი ლიმფოციტური პლეოციტოზი (მენინგიტი)
გლუკოზა და ცილა თავზურგტვინის სითხეში
ტესტი
თავზურგტვინის სითხის შემოწმება საჭიროა მენინგიტის ნიშნებისა და სიმპტომების მქონე პაციენტებში და სეფსისის მქონე ყველა ახალშობილში.[64]
ბაქტერიული მენინგიტის მქონე პაციენტთა უმრავლესობას თავზურგტვინის სითხეში გლუკოზის კონცენტრაცია აქვს- ≤2.2 მმოლ/ლ (40 მგ/დლ) ან თავზურგტვინის სითხისა და შრატის გლუკოზის აბსოლუტური თანაფარდობა ≤0.4.[69]
თავზურგტვინის სითხეში ცილის კონცენტრაცია ტიპურ შემთხვევებში მომატებულია.
სწრაფად პროგრესირებადი ინფექციების შემთხვევაში, მაჩვენებელი შეიძლება ოდნავ პათოლოგიური ან ნორმალური იყოს.
შედეგი
გლუკოზა ნორმაშია ან შემცირებულია, ხოლო ცილა მომატებულია (მენინგიტი)
ანტიგენის აღმოჩენა თავზურგტვინის სითხეში
ტესტი
თავზურგტვინის ტესტირება ანტიგენზე დაგვეხმარება დიაგნოსტიკაში, თუმცა პაციენტის მართვის გეგმაზე დიდ გავლენას არ ახდენს.
შესაძლებელია ცრუ დადებითი შედეგების დაფიქსირებაც. ტესტები უნდა გამოვიყენოთ და გავიაზროთ ფრთხილად. დადებითი შედეგი უფრო სანდოა, თუ მას თან ახლავს შესაბამისი გრამის შეღებვის ფირფიტა (მაგ. ჯაჭვებად განლაგებული გრამდადებითი კოკები).
შედეგი
დადებითია ლატექსის აგლუტინაციის ტესტი B ჯგუფის სტრეპტოკოკის ანტიგენზე (მენინგიტი)
სხვა სტერილური ბიოლოგიური სითხეების გრამის წესით შეღებვა
ტესტი
ნაჩვენებია თუ კლინიკური სურათი მიუთითებს ინფექციის შედარებით იშვიათ კერაზე (მაგ. სახსრის ასპირაცია სეპტიკური ართრიტის დროს, ძვლის ნიმუში ოსტეომიელიტის დროს, შარდი საშარდე გზების ინფექციის დროს, ნახველი პნევმონიის შემთხვევაში, კანი ცელულიტის შემთხვევაში, ჩირქის რაიმე გროვა- მაგ. მუცლის შიდა ინფექცია და, ზოგჯერ, სინუსიტი).[37][67] შარდის კულტივირება რეკომენდებულია ახალშობილებისთვის, რომლებთანაც ეჭვია გვიან დაწყებულ დაავადებაზე.[64]
მუცლისშიდა ინფექციის ან ზოგჯერ სინუსიტის გამო). გრამის წესით დადებითი შეღებვა მიუთითებს სტრეპტოკოკულ ინფექციაზე და გვაძლევს სწრაფი წინასწარი დიაგნოზის დასმის საშუალებას. თუმცა, გრამის შეღებვით ვერ დგინდება, თუ რომელი ტიპის სტრეპტოკოკია იზოლირებული.
დიაგნოზს ადასტურებს დადებითი კულტურა.
ნაცხი კულტურისთვის (მაგრამ არა გრამის წესით შეღებილი) უნდა გაიგზავნოს კონიუნქტივიტის და შუა ყურის ანთების მქონე პაციენტების შემთხვევაში, როცა არსებობს დაფის აპკის პერფორაციის მტკიცებულება.
შედეგი
გრამის წესით შეღებვისას ვლინდება ჯაჭვებად განლაგებული გრამდადებითი კოკები; კულტურა დადებითია B ჯგუფის სტრეპტოკოკზე
გულმკერდის რენტგენი
ტესტი
პნევმონია შეგვიძლია დავადასტუროთ გულმკერდის რენტგენზე, მაგრამ გამომწვევ მიკროორგანიზმზე საკმარის ინფორმაციას ვერ გვაწვდის.
B ჯგუფის სტრეპტოკოკული ინფექციის მქონე ახალშობილებს აღენიშნებათ ფილტვის დიფუზური ინფილტრატები.
მარჯვენამხრივი ენდოკარდიტის შემთხვევაში შესაძლებელია სეპტიკური ფილტვის ემბოლიის განვითარება.
შედეგი
წილოვანი კონსოლიდაცია, დიფუზური ინფილტრატები ახალშობილთა ფილტვებში (პნევმონია)
ჩვეულებრივი სახსრის და/ან ძვლის რენტგენი
ტესტი
სეპტიკური ართრიტის და სხვა ძვლებისა და სახსრების ინფექციების ტიპიური ნიშნები.[64]
შედეგი
ინფექციის ნიშნები, მაგალითებია: სახსრის სივრცის გაფართოება ან რბილი ქსოვილების შეშუპება (სეპტიკური ართრიტი); ოსტეოპენია და ძვლის დესტრუქციის მტკიცებულება, კორტიკალური დარღვევები და პერიოსტეალური რეაქცია - შეიძლება აჩვენოს სახსრების გამონაყარი ადგილობრივ სახსრებში (ოსტეომიელიტი)
თავის CT-ით
ტესტი
ხშირად ტარდება ლუმბური პუნქციის წინ, რათა გამოირიცხოს პუნქციის უკუჩვენებები, როგორიცაა მომატებული ინტრაკრანიული წნევა. რეკომენდებულია იმუნოკომპრომისულ პაციენტებში, ასევე ანამნეზში ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადების მქონე პირებში, ახლადგამოვლენილი გულყრების, პაპილედემის, ცნობიერების დონის ცვლილების ან კეროვანი ნევროლოგიური დეფიციტის შემთხვევაში.[69]
შეიძლება სასარგებლო იყოს, თუ მენინგიტის დიაგნოზი დაისმება ისეთი გართულებების შესაფასებლად, როგორიცაა ვენტრიკულიტი ან ტვინის აბსცესი.[64]
შედეგი
ქალასშიდა წნევა ნორმალურია ან მომატებულია ან ქალასშიდა დაზიანებაა, თუ ადგილი აქვს სხვა პათოლოგიებს
გასათვალისწინებელი კვლევები
ექოკარდიოგრაფიამ
ტესტი
ექოკარდიოგრაფია უნდა ჩატარდეს ენდოკარდიტზე ეჭვის შემთხვევაში.
ტრანსეზოფაგური ექოკარდიოგრაფია ხასიათდება უფრო მაღალი მგრძნობელობითა და სპეციფიკურობით, ვიდრე ტრანსთორაკალური ექოკარდიოგრაფია.
თუ ტრანსთორაკალური ექოკარდიოგრაფია უარყოფითია, მაგრამ დიაგნოზზე ეჭვი მაღალია, უნდა ჩატარდეს ტრანსეზოფაგური ექოკარდიოგრაფია. ზოგადად, ტრანსთორაკალური მიდგომით გულის მარჯვენა ნაწილები ცუდად ჩანს.
შედეგი
სარქვლოვანი ვეგეტაცია ან აბსცესი, სარქვლოვანი რეგურგიტაცია (ენდოკარდიტი)
მაგნიტურ რეზონანსული კვლევა(MRI)
ტესტი
შეიძლება სასარგებლო იყოს, თუ მენინგიტის დიაგნოზი დაისმება ისეთი გართულებების შესაფასებლად, როგორიცაა ვენტრიკულიტი ან ტვინის აბსცესი.[64]
შედეგი
ნორმალურია ან ქალასშიდა დაზიანებაა, თუ ადგილი აქვს სხვა პათოლოგიებს
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას