მიდგომა
დამატებითი ქირურგიული ჩარევა (მაგ. აბსცესის დრენაჟი) შეიძლება საჭირო გახდეს ცალკეულ შემთხვევებში.
აღნიშნულ მონოგრაფიაში აღწერილია მხოლოდ დადასტურებული B ჯგუფის სტრეპტოკოკული ინფექციის მკურნალობა. აღნიშნული ინფექციების ემპირიული მკურნალობისათვის გთხოვთ იხილოთ სპეციფიკური ინფექციის ცალკეული მონოგრაფია. ადგილობრივი გაიდლაინები ანტიბიოტიკოთერაპიის შესახებ განსხვავდება და ეს უნდა გაითვალისწინოთ.
ადრეული ან მოგვიანებითი გამოვლინების ნეონატალური ინფექცია (ასაკი- 0-89 დღე)
აშშ-ს გაიდლაინებში, ბენზილპენიცილინი ან ამპიცილინი რეკომენდებულია ახალშობილებში B ჯგუფის სტრეპტოკოკის დადასტურებისას.[2][64] ბენზილპენიცილინი სასურველია, რადგან მას აქვს ვიწრო ანტიმიკრობული სპექტრი.
დიდ ბრიტანეთში გაიდლაინები რეკომენდაციას უწევენ ბენზილპენიცილინს გენტამიცინთან ერთად დადასტურებული GBS მენინგიტის დროს.[63]
გლიკოპეპტიდი (მაგ., ვანკომიცინი) არის შესაფერისი ალტერნატივა პენიცილინის მიმართ მძიმე ალერგიის მქონე პაციენტებში; თუმცა, ამ შემთხვევაში საჭიროა ბავშვთა ინფექციონისტის კონსულტაცია.
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია კლინიკურ სინდრომზე. გაურთულებელი მენინგიტის მქონე პაციენტებს უნდა ჩაუტარდეთ ინტრავენური მკურნალობა 14 დღის განმავლობაში.[2] უფრო რთული კურსის მქონე ადამიანებს შეიძლება დასჭირდეთ თერაპიის უფრო ხანგრძლივი ვარიანტი. საშარდე გზების ინფექციით (UTI), ბაქტერიემიით (წყაროს გარეშე) ან პნევმონიით დაავადებული პაციენტებისთვის ხანგრძლივობა ჩვეულებრივ შეადგენს 10 დღეს.[2] თუ დოზა ან ხანგრძლივობა საკმარისი არ არის, შესაძლებელია რეციდივის განვითარება. ჩვილები და ბავშვები
ყველაზე ხშირი გამოვლინებებია:
უცნობი ეტიოლოგიის სეფსისი, მენინგიტი, პნევმონია, სეპტიკური ართრიტი და პერიტონიტი. მკურნალობა დამოკიდებულია ინფექციის კერაზე.[3] მკურნალობა დამოკიდებულია ინფექციის კერაზე.
ბენზილპენიცილინი ან ამპიცილინი + გენტამიცინი.
დაუყოვნებლივ დაიწყეთ მკურნალობა, თუ უფროსი გადაწყვეტილების მიმღები ადგენს საეჭვო სეფსისის დიაგნოზს. მიჰყევით თქვენს ადგილობრივ პროტოკოლს (მაგ. "სეფსისი ექვსი" ან სეფსისისგან გადარჩენის კამპანიის 1-საათიანი ზრუნვის პაკეტი) საეჭვო სეფსისის (ან სეფსისის რისკის) მქონე ნებისმიერი პაციენტის გამოკვლევისთვის და სამკურნალოდ, 1 საათის ფარგლებში.[88] SCCM and ESICM: Surviving Sepsis Campaign - pediatric patients Opens in new window
პირველი რიგის მკურნალობა: ბენზილპენიცილინის ან ამპიცილინის სწრაფი გამოყენება + გენტამიცინი.
პენიცილინზე ალერგიის მქონე პაციენტები: მეორე ან მესამე რიგის ცეფალოსპორინი (მაგ. ცეფუროქსიმი, ცეფოტაქსიმი ან ცეფტრიაქსონი) შეიძლება გამოგვადგეს ალერგიის ტიპის მიხედვით, ან გლიკოპეპტიდი (მაგ. ვანკომიცინი) გენტამიცინით ან მის გარეშე. მკურნალობის კურსი:[89]
სულ მცირე 10 დღე. ხანგრძლივობა დამოკიდებულია კლინიკურ გამოვლინებაზე, გართულებების რისკსა და თერაპიაზე თავდაპირველ პასუხზე.
იხ. სეფსისი ბავშვებში.
მენინგიტი
პირველი რიგის თერაპია: ბენზილპენიცილინი ან ამპიცილინი + გენტამიცინი.
პენიცილინზე ალერგიის შემთხვევაში: გაიარეთ კონსულტაცია ინფექციური დაავადებების სპეციალისტთან, რადგანაც გამოვლინება იშვიათია და მართვა- რთული.
მკურნალობის კურსი: 14-21 დღე.
პნევმონია
პენიცილინზე ალერგიის მქონე პაციენტები:
პენიცილინზე ალერგიის მქონე პაციენტები: მეორე ან მესამე რიგის ცეფალოსპორინი შეიძლება გამოგვადგეს ალერგიის ტიპის მიხედვით, ან გამოვიყენებთ მაკროლიდს (მაგ. კლარითრომიცინი) ან გლიკოპეპტიდს (მაგ. ვანკომიცინი).[89]
სულ მცირე 10 დღე.
იხ. პნევმონიის მიმოხილვა.
სეპტიური ართრიტი
პენიცილინზე ალერგიის მქონე პაციენტები:
პენიცილინზე ალერგიის მქონე პაციენტები: მეორე ან მესამე რიგის ცეფალოსპორინი შეიძლება გამოგვადგეს ალერგიის ტიპის მიხედვით, ან გლიკოპეპტიდი (მაგ. ვანკომიცინი) გენტამიცინთან ან მის გარეშე, შერჩეულ შემთხვევებში.[89]
საჭიროა სახსრის ასპირაცია; რეკომენდებულია ფორმალური გამორეცხვა საოპერაციო დარბაზში.
მკურნალობის კურსი: 3-4 კვირა.
იხ. სეპტიკური ართრიტი.
პერიტონიტი
პირველი რიგის თერაპია: ცეფუროქსიმი + მეტრონიდაზოლი, ან ამპიცილინი/სულბაქტამი გენტამიცინით, ან მის გარეშე.
პენიცილინზე ალერგიის მქონე პაციენტები: ცეფალოსპორინი შეიძლება გამოგვადგეს ალერგიის ტიპის მიხედვით, + მეტრონიდაზოლი. შესაძლებელია სხვა რეჟიმების გამოყენება, თუმცა საჭიროა ინფექციონისტის კონსულტაცია.
ინფექცია ხშირად პოლიმიკრობულია. თუ ეჭვია პოლიმიკრობულ ინფექციაზე (მაგ. პერიტონიტი), შეიძლება საჭირო გახდეს ფართო სპექტრის ანტიბიოტიკები, რომლებიც შეირჩევა ინფექციის კერის მიხედვით.
მოზრდილები
ყველაზე ხშირი ინფექციებია: ცელულიტი, სეფსისი, მენინგიტი და საშარდე გზების ინფექცია. ექოკარდიოგრაფია ნაჩვენებია ენდოკარდიტზე (B ჯგუფის სტრეპტოკოკული ინფექციის გართულება) ეჭვის შემთხვევაში. რისკფაქტორების არსებობა მკურნალობა დამოკიდებულია ინფექციის კერაზე.
სეფსისი
დაუყოვნებლივ დაიწყეთ მკურნალობა, თუ უფროსი გადაწყვეტილების მიმღები ადგენს საეჭვო სეფსისის დიაგნოზს. მიჰყევით თქვენს ადგილობრივ პროტოკოლს (მაგ. "სეფსისი ექვსი" ან სეფსისისგან გადარჩენის კამპანიის 1-საათიანი ზრუნვის პაკეტი) საეჭვო სეფსისის (ან სეფსისის რისკის) მქონე ნებისმიერი პაციენტის გამოკვლევისთვის და სამკურნალოდ, 1 საათის ფარგლებში.[88] SCCM and ESICM: Surviving Sepsis Campaign - adult patients Opens in new window
პირველი რიგის მკურნალობა: ბენზილპენიცილინის ან ამპიცილინის სწრაფი გამოყენება.
პენიცილინზე ალერგიის მქონე პაციენტები: მეორე ან მესამე რიგის ცეფალოსპორინი შეიძლება გამოგვადგეს ალერგიის ტიპის მიხედვით ან გლიკოპეპტიდი (მაგ. ვანკომიცინი).[89]
გენტამიცინი შეიძლება დაინიშნოს დამატებითი თერაპიის შერჩეულ შემთხვევებში, თუმცა უმჯობესია ინფექციონისტთან კონსულტაცია. მკურნალობის კურსი:
სულ მცირე 10 დღე. ხანგრძლივობა დამოკიდებულია კლინიკურ გამოვლინებაზე, გართულებების რისკსა და თერაპიაზე თავდაპირველ პასუხზე.
იხ. სეფსისი მოზრდილებში.
მენინგიტი
პენიცილინზე ალერგიის მქონე პაციენტები:
პენიცილინზე ალერგიის შემთხვევაში: გაიარეთ კონსულტაცია ინფექციური დაავადებების სპეციალისტთან, რადგანაც გამოვლინება იშვიათია და მართვა- რთული.
მკურნალობის კურსი: 14-21 დღე.
იხ. ბაქტერიული მენინგიტი.
ცელულიტი
პენიცილინზე ალერგიის მქონე პაციენტები:
მეორე ან მესამე რიგის ცეფალოსპორინი შეიძლება გამოგვადგეს ალერგიის ტიპის მიხედვით, ასევე გამოიყენება გლიკოპეპტიდი (მაგ. ვანკომიცინი), მაკროლიდი, კლინდამიცინი ან ქინოლონი (მაგ. ლევოფლოქსაცინი)[89]
მკურნალობის კურსი: 10 დღე.
იხ. ცელულიტი და წითელი ქარი (ერისიპელასი).
საშარდე გზების ინფექცია(UTI)
პირველი რიგის თერაპია: ამოქსიცილინი ან ამპიცილინი (გაურთულებელი ინფექციები); ბენზილპენიცილინი ან ამპიცილინი, გენტამიცინით ან მის გარეშე (გართულებული ინფექციები, როგორიცაა პიელონეფრიტი).
პენიცილინზე ალერგიის მქონე პაციენტები: ტრიმეთოპრიმი, ან ნიტროფურანტოინი (გაურთულებელი შემთხვევები) ან ვანკომიცინი, გენტამიცინით ან მის გარეშე (გართულებული ინფექციები). ცეფალოსპორინი ან ქინოლონი (მაგ. ლევოფლოქსაცინი) შეიძლება შესაბამისი იყოს, ალერგიის ტიპის მიხედვით.[89]
მკურნალობის კურსი: 3-7 დღე (გაურთულებელი ინფექციები); 14 დღე (გართულებული ინფექციები). პნევმონია
იხ. საშარდე გზების ინფექციები კაცებში და საშარდე გზების ინფექციები ქალებში.
პნევმონია
პენიცილინზე ალერგიის მქონე პაციენტები:
მეორე ან მესამე რიგის ცეფალოსპორინი შეიძლება გამოგვადგეს ალერგიის ტიპის მიხედვით, ასევე გამოიყენება გლიკოპეპტიდი (მაგ. ვანკომიცინი), ლინეზოლიდი, მაკროლიდი (მაგ. კლარითრომიცინი) ან ქინოლონი (მაგ. ლევოფლოქსაცინი).[89]
ლევოფლოქსაცინი). შერჩეულ შემთხვევებში შესაძლებელია რიფამპიცინის ან გენტამიცინის დამატებით თერაპიად გამოყენება, თუმცა საჭიროა კონსულტაცია ინფექციონისტთან.
მკურნალობის კურსი: 10 დღე.
იხ. პნევმონიის მიმოხილვა.
სეპტიური ართრიტი
პენიცილინზე ალერგიის მქონე პაციენტები:
პენიცილინზე ალერგიის მქონე პაციენტები: მეორე ან მესამე რიგის ცეფალოსპორინი შეიძლება გამოგვადგეს ალერგიის ტიპის მიხედვით, კლინდამიცინი ან გლიკოპეპტიდი (მაგ. ვანკომიცინი).[89]
გენტამიცინი შეიძლება იყოს დამატებითი თერაპია შერჩეულ შემთხვევებში, თუმცა საჭიროა კონსულტაცია ინფექციონისტთან.
საჭიროა სახსრის ასპირაცია; რეკომენდებულია ფორმალური გამორეცხვა საოპერაციო დარბაზში.
მკურნალობის კურსი: 3-4 კვირა.
იხ. სეპტიკური ართრიტი.
კონიუნქტივიტი, სინუსიტი, შუა ყურის ანთება, მუცლისშიდა ინფექციები ხშირად პოლიმიკრობულია. ინფექციების თაობაზე დეტალური რეკომენდაციების სანახავად იხილეთ ცალკეული მოდულები.
B ჯგუფის სტრეპტოკოკული ინფექცია უფრო ხშირია ხანდაზმულ პაციენტებში. ღვიძლის და თირკმლის უკმარისობა უნდა გავითვალისწინოთ ზოგიერთი მედიკამენტის დანიშვნისას.
კლინიცისტებმა უნდა იცოდნენ, რომ ფტორქინოლონები ასოცირებულია უნარშემზღუდველ და პოტენციურად შეუქცევად ჩონჩხკუნთოვან ან ნერვული სისტემის მხრივ გვერდით მოვლენებთან.[90][91] აშშ სურსათისა და წამლის სააგენტომ (FDA) გამოსცა გაფრთხილებები აორტის აშრევების, მნიშვნელოვანი ჰიპოგლიკემიის და ფსიქიური ჯანმრთელობის მხრივ არასასურველი ეფექტების გაზრდილი რისკის თაობაზე იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ფთორქინოლონებს.[92][93]
ქალები ორსულობისას და მშობიარობის შემდეგ
ორსულებსა და მშობიარობის შემდეგ ქალებში B ჯგუფის სტრეპტოკოკით გამოწვეული ინფექციები შეიძლება მოიცავდეს უსიმპტომო ბაქტერიურიას (ორსული ქალები > 105 კოლონიის წარმომქმნელი ერთეული მლ-ზე), საშარდე გზების ინფექციას, ქორიოამნიონიტს, პოსტნატალურ ენდომეტრიტს და პოსტნატალური ჭრილობის ინფექციას. ანტიბაქტერიული თერაპიის არჩევანზე გავლენას ახდენს ალერგიის ისტორია, ანტიმიკრობული მგრძნობელობის ტესტის შედეგები და ნაყოფზე პოტენციური ზემოქმედება ან დედის რძეში შეღწევადობა. თუ ეჭვი გაქვთ ბეტა-ლაქტამის მიმართ მძიმე ალერგიაზე, რეკომენდებულია ალერგიული ტესტირება.[6] ანტენატალური მკურნალობა არაეფექტურია ინფექციის მტარებლობის აღმოსაფხვრელად ან ახალშობილთა დაავადების პრევენციისთვის; ამიტომ ორსულებმა ასევე უნდა მიიღონ ინტრანატალური პროფილაქტიკური თერაპია.[94]
ქორიოამნიონიტი და ენდომეტრიტი (B ჯგუფის სტრეპტოკოკული კოლონიზაცია)
ინფექცია ხშირად პოლიმიკრობულია; ამიტომ, საწყისი ემპირიული სამკურნალო რეჟიმების შერჩევის დროს უნდა ვიხელმძღვანელოთ ალერგიის ანამნეზით და ხშირი პათოგენების მიმართ გამოვლენილი ინ ვიტრო მგრძნობელობებით (მათ შორის პათოგენები Enterobacteriaceae და Bacteroides sp.
დამხმარე თერაპია
ყველა პაციენტი, ასაკის მიუხედავად, უნდა იღებდეს დამხმარე თერაპიას (გაურთულებელი საშარდე გზების ინფექციების გარდა). ძირითადი მიზანია ნორმალური რესპირატორული, კარდიოლოგიური და ნევროლოგიური ფუნქციის აღდგენა და შენარჩუნება. B ჯგუფის სტრეპტოკოკული ინფექცია შეიძლება სწრაფად პროგრესირდეს. კლინიკური გაუარესება შეიძლება გაგრძელდეს ანტიბიოტიკოთერაპიის დროული ჩართვის მიუხედავად.
თავდაპირველი შეფასება უნდა ემორჩილებოდეს პედიატრიული და მოზრდილების სიცოცხლის მხარდამჭერი თერაპიის პრინციპებს: უნდა შეფასდეს პაციენტის სასუნთქი გზა, სუნთქვა, სისხლის მიმოქცევა და ჩაიდგას დიდი კალიბრის ინტრავენური კათეტერები სითხის გადასხმისათვის.
კომპენსირებული შოკის ან რესპირატორული დისტრესის სიმპტომების მქონე პაციენტებმა უნდა მიიღონ დამატებითი ჟანგბადი. დეკომპენსირებული შოკის, ჰიპოქსიის, სუნთქვის მძიმე დარღვევის, შეცვლილი ცნობიერების ან მომატებული ინტრაკრანიული წნევის მტკიცებულების შემთხვევაში საჭიროა ინტუბირება და მექანიკური ვენტილაცია. იხ. შოკი.
ვაზოპრესორები უნდა გამოვიყენოთ ჰიპოტენზიის ან დაბალი პერფუზიის მქონე პაციენტებში, რომლებიც არ პასუხობენ რეჰიდრატაციას.
სითხეები ფრთხილად უნდა გადაესხათ პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ ინტრაკრანიული წნევის მატების, მიოკრადიუმის ინფარქტის ან მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომის მტკიცებულება. გულფილტვის მხარდაჭერა შეიძლება საჭირო გახდეს ინტენსიური თერაპიის პირობებში.
დადასტურებული B ჯგუფის სტრეპტოკოკული პნევმონია მიზნობრივი ანტიბიოტიკოთერაპია
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას