პროგნოზი
ეგზემა ქრონიკული დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს ცვალებადი მიმდინარეობა. სიმპტომები ალაგდება დაავადებული ბავშვების დაახლოებით 60 %-ში პუბერტატულ პერიოდში, თუმცა რეციდივის წილი 50%-ს შეადგენს.[1][10][11] დაავადების მიმდინარეობის პროგნოზირება რთულია, თუმცა გარკვეული ფაქტორები პაციენტებს უფრო აგრესიული მიმდინარეობის რისკის ქვეშ აყენებს (მაგ., ატოპიური სენსიბილიზაცია, დაავადების სიმძიმე).[176]
მსუბუქი დაავადების მქონე ბევრ პაციენტში შემანარჩუნებელი მკურნალობა ხერხდება კანის დამარბილებლებით, გამწვავებების დროს სხვა ტოპიკური აგენტების ხანგამოშვებით გამოყენებასთან ერთად. პაციენტებს, დაავადების უფრო მძიმე ფორმით, ხშირად ესაჭიროებათ კომბინირებული თერაპია, რომელიც მოიცავს ულტრაიისფერი სხივებით თერაპიას და სისტემურ იმუნოსუპრესანტებს.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას