ლებრიკიზუმაბი
ლებრიკიზუმაბმა, ახალმა მაღალი აფინურობის მონოკლონურმა ანტისხეულმა, რომლის სამიზნეა IL-13, აჩვენა სწრაფი, დოზადამოკიდებული ეფექტურობა ზომიერიდან მძიმე ეგზემის მქონე მოზრდილებში.[165]Guttman-Yassky E, Blauvelt A, Eichenfield LF, et al. Efficacy and safety of lebrikizumab, a high-affinity interleukin 13 inhibitor, in adults with moderate to severe atopic dermatitis: a phase 2b randomized clinical trial. JAMA Dermatol. 2020 Apr 1;156(4):411-20.
https://jamanetwork.com/journals/jamadermatology/fullarticle/2761466
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/32101256?tool=bestpractice.com
ლებრიკიზუმაბი დამტკიცებულია ევროპაში (მაგრამ არა აშშ-ში) ზომიერი და მძიმე ეგზემის სამკურნალოდ მოზრდილებში და ≥12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში სხეულის მასით მინიმუმ 40 კგ, რომლებიც კანდიდატები არიან სისტემური თერაპიისთვის.[166]Müller S, Maintz L, Bieber T. Treatment of atopic dermatitis: recently approved drugs and advanced clinical development programs. Allergy. 2024 Jun;79(6):1501-15.
https://onlinelibrary.wiley.com/doi/10.1111/all.16009
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/38186219?tool=bestpractice.com
ნემოლიზუმაბი
ნემოლიზუმაბი ადამიანის მონოკლონური ანტისხეულია IL-31 A რეცეპტორის საწინააღმდეგოდ. რამდენიმე კვლევამ აჩვენა ქავილის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება პაციენტებში, ზომიერიდან მძიმე ფორმის ეგზემით; გვერდითი მოვლენების შესახებ საჭიროა დამატებითი მონაცემები.[167]Ruzicka T, Hanifin JM, Furue M, et al; XCIMA Study Group. Anti-Interleukin-31 receptor A antibody for atopic dermatitis. N Engl J Med. 2017 Mar 2;376(9):826-35.
https://www.nejm.org/doi/10.1056/NEJMoa1606490
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/28249150?tool=bestpractice.com
[168]Kabashima K, Matsumura T, Komazaki H, et al; Nemolizumab-JP01 Study Group. Trial of nemolizumab and topical agents for atopic dermatitis with pruritus. N Engl J Med. 2020 Jul 9;383(2):141-50.
https://www.nejm.org/doi/10.1056/NEJMoa1917006
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/32640132?tool=bestpractice.com
[169]Renert-Yuval Y, Guttman-Yassky E. Systemic therapies in atopic dermatitis: the pipeline. Clin Dermatol. 2017 Jul - Aug;35(4):387-97.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/28709570?tool=bestpractice.com
[170]Lee DE, Clark AK, Tran KA, et al. New and emerging targeted systemic therapies: a new era for atopic dermatitis. J Dermatolog Treat. 2018 Jun;29(4):364-74.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/28853956?tool=bestpractice.com
[171]Tan XL, Thomas BR, Tan YJ, et al. Effects of systemic therapies on pruritus in adults with atopic dermatitis: a systematic review and meta-analysis. Clin Exp Dermatol. 2022 Apr;47(4):658-66.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/34643956?tool=bestpractice.com
ომალიზუმაბი
ომალიზუმაბი ადამიანის რეკომბინანტური მონოკლონური ანტისხეულია, რომელიც ახდენს IgE-ის მაღალი აფინურობის Fc რეცეპტორის ინჰიბირებას. ამჟამად ის დამტკიცებულია ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციების და საშუალოდან მძიმე ფორმის პერსისტული ასთმის მკურნალობისთვის იმ პაციენტებში, რომელთაც აქთ კანის დადებითი ტესტი ან ინ ვიტრო რეაქტიულობა მრავალწლიანი აეროალერგენისადმი. ერთ რანდომიზებულ, პლაცებო კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში კანქვეშა ომალიზუმაბი მნიშვნელოვნად ამცირებდა ეგზემის სიმძიმეს და აუმჯობესებდა ცხოვრების ხარისხს პედიატრიულ პოპულაციაში, ატოპიითა და მძიმე ეგზემით, საწყის ეტაპზე IgE-ს მიმატების მიუხედავად.[172]Chan S, Cornelius V, Cro S, et al. Treatment effect of omalizumab on severe pediatric atopic dermatitis: the ADAPT randomized clinical trial. JAMA Pediatr. 2020 Jan 1;174(1):29-37.
https://jamanetwork.com/journals/jamapediatrics/fullarticle/2755655
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/31764962?tool=bestpractice.com
ორიმილასტი
Orismilast, საკვლევი ფოსფოდიესტერაზა-4 (PDE4) ინჰიბიტორი, მინიჭებული აქვს სწრაფი გზა აშშ-ს სურსათისა და წამლების ადმინისტრაციის (FDA) ზომიერი და მძიმე ეგზემის სამკურნალოდ.[173]ClinicalTrials.gov. Study to assess the efficacy and safety of orismilast in atopic dermatitis (ADESOS). NCT05469464. Oct 2023 [internet publication].
https://www.clinicaltrials.gov/study/NCT05469464
რეტინოიდები
პერორალური რეტინოიდები შესაძლოა სასარგებლო იყოს იმ პაციენტებში, რომელთაც აქვთ ტოპიკური მკურნალობისა და/ან ფოტოთერაპიის მიმართ რეფრაქტორული ეგზემა. კოქრეინის ერთ-ერთ მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ არსებობს მაღალი სიზუსტის მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც მტევნის მძიმე ქრონიკული ეგზემის მქონე პაციენტებისთვის ალიტრეტინოინი აუმჯობესებს სიმპტომების კონტროლს. სარგებელი უფრო აშკარა გახდა ალიტრეტინოინის მაღალი დოზების გამოყენებისას.[174]Christoffers WA, Coenraads PJ, Svensson Å, et al. Interventions for hand eczema. Cochrane Database Syst Rev. 2019 Apr 26;(4):CD004055.
https://www.cochranelibrary.com/cdsr/doi/10.1002/14651858.CD004055.pub2/full
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/31025714?tool=bestpractice.com
ალიტრეტინოინი აშშ-ში ხელმისაწვდომია მხოლოდ ტოპიკური ფორმულაციის სახით, თუმცა სხვა ქვეყნებში ხელმისაწვდომია მისი პერორალური ფორმაც.
კვების რაციონის ცვლილება
მტკიცებულები არ ამყარებს ბავშვებში ატოპიური დაავადებების პრევენციისათვის დედის დიეტის სპეციფიკურ ინტერვენციებს ან ორსულობის დროს ალერგენებისგან თავის არიდებას. არსებობს გარკვეული მტკიცებულება, რომ მეძუძურ დედებში კვებითი ანტიგენებისაგან თავის არიდება შესაძლოა ამცირებდეს ეგზემის სიმძიმეს ჩვილებში და ასევე ამცირებდეს ატოპიური ეგზემის განვითარების რისკს მაღალი რისკის მქონე ქალების ბავშვებში; საჭიროა უფრო ფართომასშტაბიანი კვლევების ჩატარება.[41]Kramer MS, Kakuma R. Maternal dietary antigen avoidance during pregnancy or lactation, or both, for preventing or treating atopic disease in the child. Cochrane Database Syst Rev. 2012 Sep 12;(9):CD000133.
https://www.cochranelibrary.com/cdsr/doi/10.1002/14651858.CD000133.pub3/full
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/22972039?tool=bestpractice.com
ერთ-ერთ პრევენციულ ზომად მოწოდებულია პრობიოტიკებით მკურნალობა, თუმცა მეთოდის შესახებ ხელმისაწვდომი მონაცემები მწირი ან ძალიან დაბალი ხარისხისაა.[42]Cuello-Garcia CA, Brożek JL, Fiocchi A, et al. Probiotics for the prevention of allergy: a systematic review and meta-analysis of randomized controlled trials. J Allergy Clin Immunol. 2015 Oct;136(4):952-61.
https://www.jacionline.org/article/S0091-6749(15)00636-3/fulltext
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/26044853?tool=bestpractice.com
[43]Makrgeorgou A, Leonardi-Bee J, Bath-Hextall FJ, et al. Probiotics for treating eczema. Cochrane Database Syst Rev. 2018 Nov 21;(11):CD006135.
https://www.cochranelibrary.com/cdsr/doi/10.1002/14651858.CD006135.pub3/full
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/30480774?tool=bestpractice.com
[44]Tan-Lim CSC, Esteban-Ipac NAR, Recto MST, et al. Comparative effectiveness of probiotic strains on the prevention of pediatric atopic dermatitis: a systematic review and network meta-analysis. Pediatr Allergy Immunol. 2021 Aug;32(6):1255-70.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/33811784?tool=bestpractice.com
აღსანიშნავია, რომ FDA-მ გამოსცა გაფრთხილება, რომ დღენაკლულ ჩვილებს არ უნდა მიეცეთ პრობიოტიკები ინვაზიური ბაქტერიული ან სოკოვანი დაავადების რისკის გამო.[175]US Food and Drug Administration. Dear Healthcare Provider letter: warning regarding use of probiotics in preterm infants. Sep 2023 [internet publication].
https://www.fda.gov/media/172606/download