დიფერენციული დიაგნოზები

სებორეული დერმატიტი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

დამახასიათებელია ცხიმოვანი ქერცლი, რომელიც არ იწვევს ქავილს. ხშირად ვლინდება ლოყებზე, სკალპზე, კიდურებსა და ტანზე. ეგზემისგან განსხვავებით, ხშირად დაზიანებულია საფენის მიდამო.

კვლევები

ამ დაზიანებების დიფერენცირებისთვის საუკეთესო მეთოდი გასინჯვაა.

გამღიზიანებელი კონტაქტური დერმატიტი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ბავშვებში ხშირია საფენის არეში, სახესა და გამშლელ ზედაპირებზე, რაც გამოწვეულია გამღიზიანებელ ნივთიერებებთან ექსპოზიციით. როგორც წესი, ნაკლებად მქავანაა, ვიდრე ეგზემა.

კვლევები

გამღიზიანებლის მოცილება იწვევს კლინიკურ გაუმჯობესებას.

კანის აპლიკაციური სინჯი შეიძლება დადებითი იყოს შესაბამის გამღიზიანებელზე.

კანის ბიოფსიისთვის შესაძლოა შეზღუდული როლი ჰქონდეს (მაგ., როცა კანის აპლიკაციური სინჯი უარყოფითია, აღინიშნება ქრონიკული დაავადება ან დიაგნოზი გაურკვეველია), რომლის საშუალებითაც შესაძლებელია კონტაქტური დერმატიტის არსებობის გამოვლენა. თუმცა, აღნიშნული მეთოდით ვერ ხდება გამღიზიანებელი კონტაქტური დერმატიტის ალერგიული კონტაქტური დერმატიტისგან განსხვავება.

ალერგიული კონტაქტური დერმატიტი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

კარგად შემოფარგლული ერითემატოზული დაზიანებები, ხშირად სპონგიოზური პაპულებით, ვეზიკულებითა და ფუფხით. დაზიანებები ძირითადად, მქავანა და ასიმეტრიულია (ეგზემისგან განსხვავებით, რომლის დროსაც დაზიანებები სიმეტრიულადაა განლაგებული). გამონაყარი ვითარდება სპეციფიკურ ალერგენთან კონტაქტის გამო, შესაბამისად, გამომწვევი აგენტის მოცილება იწვევს სიმპტომების კუპირებას.

კვლევები

ალერგიული სტიმულის მოცილებით დერმატიტი კუპირდება.

კანის სინჯი შეიძლება დადებითი იყოს შესაბამის ალერგენზე.

კანის ბიოფსიისთვის შესაძლოა შეზღუდული როლი ჰქონდეს (მაგ., როცა კანის აპლიკაციური სინჯი უარყოფითია, აღინიშნება ქრონიკული დაავადება ან დიაგნოზი გაურკვეველია), რომლის საშუალებითაც შესაძლებელია კონტაქტური დერმატიტის არსებობის გამოვლენა. თუმცა, აღნიშნული მეთოდით ვერ ხდება გამღიზიანებელი კონტაქტური დერმატიტის ალერგიული კონტაქტური დერმატიტისგან განსხვავება.

მუნი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ძლიერი ქავილი, განსაკუთრებით ღამით. პაპულებსა ან ვეზიკულებთან ერთად შესაძლოა აღინიშნებოდეს ჩარღმავებები, რაც აადვილებს დიაგნოსტიკას. ყველაზე ხშირად ზიანდება: მაჯები, კოჭები, ხელისა და ფეხისგულები, თითებს შორის სივრცეები, იღლიები, წელი და საზარდული. პაციენტები ხშირად აღნიშნავენ მსგავსი სიმპტომების არსებობას ოჯახის წევრებსა ან სხვა მჭიდრო კონტაქტში მყოფ ადამიანებში.[66]

კვლევები

მიკროსკოპიით შესაძლოა გამოვლინდეს: ტკიპები, მისი კვერცხები ან ტკიპის ფეკალიები.

ფსორიაზი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

კარგად შემოფარგლული, ერითემატოზული დაზიანებები ვერცხლისფერი ქერცლით, რომელიც მეტწილად გამშლელ ზედაპირებზე გვხვდება, განსაკუთრებით, იდაყვებისა და მუხლების მიდამოებში.

ფრჩხილების დაღარვა ფსორიაზის დროს უფრო მცირე ზომის ღარებით ვლინდება და მეტად ხშირია, ვიდრე ეგზემის შემთხვევაში.

კვლევები

დიაგნოზი, ჩვეულებრივ, კლინიკურია. ეგზემისა და ფსორიაზის დიფერენცირებისთვის ლაბორატორიული ტესტირება, როგორც წესი, საჭირო არ არის.

თუ დიაგნოზი გაურკვეველია, შესაძლოა გამოვიყენოთ კანის ბიოფსია, რომელსაც შეზღუდული როლი აქვს და ყოველთვის ვერ ავლენს ფსორიაზის კლასიკურ სურათს.

ფუნგოიდური მიკოზი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ფუნგოიდური მიკოზის (კანის T უჯრედული ლიმფომის) საწყისი სტადია შესაძლოა წააგავდეს ეგზემას. ხშირად ვხვდებით რანდომულად განლაგებულ ერითემატოზულ ფოლაქებს, არცთუ ისე იშვიათად ვლინდება ქერცლი. ეგზემისგან განსხვავებით, ფუნგოიდური მიკოზის მქონე პაციენტებს დიაგნოზი შედარებით გვიან, საშუალოდ 50 წლის ასაკიდან უდგინდებათ.[67]

კვლევები

ფუნგოიდური მიოკზის დიაგნოზისთვის საჭიროა კანის ბიოფსია.

დამატებითი კვლევები, რომელიც მოიცავს უჯრედულ გამდინარე ციტომეტრიას, შეგვიძლია გამოვიყენოთ დიაგნოზის დასადასტურებლად.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას