გართულებები

გართულება
ქრონოლოგია
ალბათობა
გრძელვადიანი
მაღალი

კანის დაავადებები, როგორიცაა ეგზემა, მნიშვნელოვან ფსიქოლოგიურ ზეგავლენას ახდენს როგორც პაციენტზე, ასევე ოჯახზე. ფსიქოლოგიურმა ჩარევებმა, განსაკუთრებით დაავადების მძიმე (მეტწილად ფხანის გამომწვევი) შემთხვევების დროს მოზრდილებში აჩვენა პათოლოგიის მიმართ ამტანობის გაუმჯობესება.[179][180]

გრძელვადიანი
საშუალო

ტოპიკური კორტიკოსტეროიდების არასასურველი ეფექტებია: კანის ატროფია, ჰიპოპიგმენტაცია, სტრიები და პურპურა,ჰიპერტრიქოზი,ტელანგიექტაზიები.[83]​კანის ატროფია, როგორც წესი, ყველაზე საყურადღებოა ექიმებისა და პაციენტებისთვის. ატროფიის რისკის ფაქტორები მოიცავს მაღალი პოტენციალის ადგილობრივ კორტიკოსტეროიდების გამოყენებას, ოკლუზიას, თხელ და ინტერტრიგინულ(დაოდვილება) კანზე გამოყენებას, ხანდაზმული პაციენტის ასაკს და ხანგრძლივ უწყვეტ გამოყენებას. ალერგიული კონტაქტური დერმატიტი ადგილობრივ კორტიკოსტეროიდებზე ან მათ შემადგენლობაში შემავალ სხვა კომპონენტებზე შეიძლება განისაზღვროს პატჩის ტესტირებით.[83]

გრძელვადიანი
დაბალი

ტოპიკური კორტიკოსტეროიდის გამოყენებისას სისტემური არასასურველი ეფექტები იშვიათია და მოიცავს შემდეგ მდგომარეობებს: ჰიპოთალამუსი-ჰიპოფიზი-თირკმელზედა ჯირკვლის დათრგუნვა, სიმაღლეში ზრდის ტემპის შემცირება, კუშინგის სინდრომი და ძვლის სიმკვრივის დაქვეითება​​[94]​ ეს მოვლენები, როგორც წესი, გვხვდება ძლიერი კორტიკოსტეროიდების დიდი რაოდენობით გამოყენებისას. ყველაზე მსუბუქი სიძლიერის ფორმულაციის გამოყენება საშუალებას გვაძლევს, ვუმკურნალოთ დერმატიტით დაავადებულ პაციენტებს მინიმალური არასასურველი ეფექტებით. კატარაქტასთან ან გლაუკომასთან კავშირი გაურკვეველია, მაგრამ რეკომენდებულია პერიოკულარული კორტიკოსტეროიდების გამოყენების მინიმუმამდე შემცირება.[83]

გრძელვადიანი
დაბალი

ყველაზე თანმიმდევრული რისკ-ფაქტორი, რომელიც დაკავშირებულია TSW/TSA-სთან არის ძლიერი ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების გახანგრძლივებული, არასათანადო გამოყენება სახეზე ან ინტერტრიგენულ უბნებში (რაც ნებისმიერ შემთხვევაში მიზანშეწონილი არ იქნება).[83] მიუხედავად იმისა,რომ ამ ჯგუფის რეაქციები ცუდადაა შესწავლილი, დღესდღეობით გვაქვს მონაცემები იმის შესახებ,რომრეაქცია მიმდინარეობს ოთხ საფეხურად: ჩვეულებრივ პრეპარატის შეწყვეტიდან რამდენიმე დღეში ვითარდება მწვავე გამონაყარი ჰიპერემიული,ექსუდაციური კანის ფონზე,, რომელიც ვრცელდება დაუმუშავებელ კანის ზედაპირზე,კანი ხდება გამომშრალი,ქავანა,აქერცლილი, შემდეგ კანი იწყებს აღდგენას,მაგრამ ხდება მეტად მგრძნობიარე,, შესაძლოა განვითარდეს პერიოდული გამონაყარი,კანი აღდგება იმ დონემდე,როგორიც იყო ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების გამოყენების შეწყვეტამდე. აღდგენის პროცესი შეიძლება გახანგრძლივდეს. ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების უწყვეტი გამოყენება ხელახლა უნდა შეფასდეს და შეისწავლოს ალტერნატიული მკურნალობის ვარიანტები, თუ საეჭვო TSW მოხდა.[178]

გრძელვადიანი
დაბალი

არსებობს თეორიული რისკი ტოპიკური კალცინევრინის ინჰიბიტორების გამოყენებისას ავთვისებიანი მდგომარეობის განვითარებისა. აშშ-ის სურსათისა და წამლის სააგენტო აღიარებს, რომ მიზეზობრივი კავშირი არ არის დადგენილი. ამასთან, გვირჩევს, რომ ამ პრეპარატების გრძელვადიანი უსაფრთხოება ასევე არ არის დადგენილი და რეკომენდაციას უწევს მათი გამოყენების შეზღუდვას და გრძელვადიანი დანიშვნისგან შეძლებისდაგვარად, თავის შეკავებას.

ეგზემით დაავადებულ დაახლოებით 8000 პედიატრიულ პაციენტში (44,629 ადამიანი/წელიწადში) ტოპიკური კალცინევრინის ინჰიბიტორების გრძელვადიანი უსაფრთხოების პროსპექტულმა შეფასებამ დააფიქსირა ავთვისებიანი მდგომარეობის ექვსი დადასტურებული შემთხვევა.[99] კიბოს გამოვლენის შემთხვევები დაემთხვა მოსალოდნელს,გასათვალისწინებელია თანხვედრი გამოვლენილი მონაცემები (დაავადების სტანდარტული კოეფიციენტი1,01, 95% CI 0,37-დან 2,20-მდე); ლიმფომები არ გამოვლენილა. ავტორებმა დაასკვნეს, რომ პედიატრიულ პაციენტებს, ეგზემისთვის კალცინევრინის ინჰიბიტორების გამოყენებისას, არ აღენიშნებათ ავთვისებიანი მდგომარეობების განვითარების მომატებული რისკი.[99] ამის საპირისპიროდ, ლიმფომის რისკის შესაფასებლად შემდგომმა სისტემატურმა მიმოხილვამ , რომელიც დაკავშირებულია ადგილობრივ კალცინევრინის ინჰიბიტორებთან მკურნალობასთან, დაასკვნა, რომ ადგილობრივი ტაკროლიმუსის ან ადგილობრივი პიმეკროლიმუსის გამოყენება მნიშვნელოვნად ზრდის ლიმფომის რისკს.[100] ქვეჯგუფის ანალიზებმა აჩვენა, რომ ადგილობრივი ტაკროლიმუსი და ადგილობრივი პიმეკროლიმუსი მნიშვნელოვნად ზრდის არაჰოჯკინის ლიმფომის რისკს, მაგრამ არ აღმოჩნდა ჰოჯკინის ლიმფომის გაზრდილი რისკი.[100]

გრძელვადიანი
დაბალი

სისტემურად შეყვანილმა ფორმულაციებმა აჩვენა ჰიპერტენზიისა და თირკმლების დისფუნქციის განვითარების რისკის გაზრდა.[21][64][147]

ცვლადი
საშუალო

პაციენტებს აქვთ კანის ბაქტერიული ინფექციების განვითარების გაზრდილი რისკი..​ ეგზემის ნებისმიერი გამწვავების დროს გასათვალისწინებელია ინფექცია. კანზე ხშირად ჩანს გამოხატული ერითემა პუსტულებით ან ფუფხით. კანის ზედაპირის კოლონიზაციას, კანის ინფექციის თვალსაჩინო ნიშნების არარსებობის დროსაც კი შეუძლია გამოიწვიოს დაავადების სწრაფი გაუარესება. კანის ნიშნების სიმძიმიდან გამომდინარე, მკურნალობა შესაძლოა მოიცავდეს განზავებული ნატრიუმის ჰიპოქლორიტის აბაზანებს ან ტოპიკურ ან სისტემურ ანტიბიოტიკებს. განიხილეთ ტოპიკური ანტიბიოტიკის გამოყენება, თუ ინფექცია შემოფარგლულია.[112][177] [ Cochrane Clinical Answers logo ]

ცვლადი
საშუალო

არასასურველი ეფექტებია: გულისრევა, ღვიძლის ფერმენტების მომატება, იშვიათ შემთხვევაში პანციტოპენია ან ღვიძლის ან ფილტვის ტოქსიკურობა.[152][153][154]

ცვლადი
საშუალო

არასასურველი ეფექტებია: ჰეპატოტოქსიკურობა და მიელოტოქსიკურობა, ასევე, ხანგრძლივი გამოყენებისას ზოგიერთი ავთვისებიანი მდგომარეობის განვითარების მომატებული რისკი. მიელოტოქსიკურობა უკავშირდება თიოპურინ მეთილტრანსფერაზას (TPMT) აქტივობას, რომელიც აზათიოპრინის მეტაბოლიზმის აუცილებელი ფერმენტია.

შეაფასეთ TPMT აქტივობა თერაპიის დაწყებამდე და შეამცირეთ დოზა პაციენტებში, რომელთაც აქვთ შემცირებული TPMT აქტივობა. გაითვალისწინეთ თიოპურინ მეთილტრანსფერაზაზე ტესტირება იმ პაციენტებში, რომელთა სისხლის საერთო ანალიზი პათოლოგიურია და ეს, აზათიოპრინის დოზის შემცირების მიუხედავად, შენარჩუნებულია.

ცვლადი
დაბალი

ეგზემით დაავადებულ პაციენტებში კანის მძიმე ინფექციაა, რომელიც გამოწვეულია მარტივი ჰერპესის ვირუსით. დამახასიათებელი დაზიანებებია შეჯგუფებული ვეზიულები ან პუსტულები, რომლებიც შესაძლოა მოგვიანებით გადაიზარდოს ამობურცულ მრავლობით წყლულებად. პაციენტებს ხშირად აღენიშნებათ კანის ექსტენსიური ჩათულობა, თუმცა აქტიური დერმატიტის მიდამოები ყველაზე მძიმედ ზიანდება.[1]

პაციენტების მკურნალობა ანტივირუსული წამლებით ხდება.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას