განხილვები პაციენტთან

საჭიროა თითოეული პაციენტის განათლება კანის სათანადო მოვლის თაობაზე და გამომწვევი ფაქტორებისგან (მაგ., სახლის მტვრის ტკიპების, გამღიზიანებლებისა და საკვებისმიერი ალერგენების) თავის არიდებასთან დაკავშირებით.[51][181]​​​ მგრძნობიარე კანის მქონე პაციენტებში სიმპტომების გამწვავების თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია გამაღიზიანებელი ტანსაცმლის თავიდან აცილება (მაგ., უხეში ბოჭკოებით მატყლი) ურჩიეთ პაციენტებს, რომ მათ არ სჭირდებათ ნორმალური ყოველდღიური ფიზიკური აქტივობის შეზღუდვა.[51]

ამასთან, მათ უნდა ესმოდეთ, რომ ეგზემა ქრონიკული დაავადებაა და კანის დამარბილებლები საჭიროა კანის ბარიერული ფუნქციის შესანარჩუნებლად მაშინაც კი, როდესაც დაავადება კარგადაა კონტროლირებადი. ეგზემის სიმძიმიდან გამომდინარე, დაავადების კონტროლისთვის შესაძლოა დაგვჭირდეს სხვა ტოპიკური ან სისტემური მედიკამენტი.

ეგზემა ასოცირდება დეპრესიასთან, შფოთვასთან და ცხოვრების ხარისხის დაქვეითებასთან. ძნელია იმის დადგენა, არის თუ არა ფსიქოლოგიური დისტრესი ამ მდგომარეობის მიზეზი თუ შედეგი; ხშირ შემთხვევაში ალბათ ორივეა. არსებობს დადებითი კორელაცია დედის სტრესსა და შთამომავლობის ეგზემას შორის. მიუხედავად იმისა, რომ დიდი კვლევების მტკიცებულებები არ არის, პაციენტები აცხადებენ, რომ სტრესი იწვევს დაავადების გამწვავებას და ქავილს შეაფასეთ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები შეხვედრის დროს და შესთავაზეთ რეფერირება ფსიქოლოგიური დახმარებისთვის ან საგანმანათლებლო პროგრამებზე, რათა გაუმკლავდეთ სტრესს, საჭიროების შემთხვევაში.[51]

ბავშვის ეგზემის სიმძიმე უნდა განიხილებოდეს მშობლებთან ან მზრუნველებთან.[46] ეგზემით დაავადებული ბავშვების მშობლებისა და მეურვეებისთვის სასარგებლოა გაწერილი ინსტრუქციების კომპლექტის მიწოდება, რომელიც მოიცავს: კანის მოვლას, აბაზანის მიღების რეჟიმს და სხვა სტრატეგიას, რაც დაეხმარება მათ ბავშვის კანის დაავადების ეფექტურად მართვაში.[46]

მკურნალობის გაწერილი გეგმა კლინიკაში არ უნდა ანაცვლებდეს პაციენტის განათლების პროცესს.[162] ბევრი მშობელი მადლიერია, რომ აქვს გაწერილი ინსტრუქცია, რასაც სახლში დაბრუნების შემდეგ, ექიმის მითითებების გათვალისწინებით, ბავშვის მოვლისთვის გამოიყენებს.[163][164]

იდეალურ შემთხვევაშიც კი როცა მშობელი,მეურვე ან მზრუნველი,უვლიან პაციენტს,ზრუნავენ მათზე, ეგზემა მაინც სტრესია დაავადებული პაციენტისთვის. როდესაც ფსიქოლოგიური სტრესია გამოხატული ან მომვლელი შეშფოთებულია, შესთავაზეთ მხარდაჭერა და განახორციელეთ საჭირო რეფერალი.[46][179][182] პაციენტების მშობლების მხარდაჭერა და მათი ცხოვრების გაუმჯობესება დადებით გავლენას ახდენს მოვლის სხვა ძირითად კომპონენტებზე.[183]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას