პირველადი პრევენცია

მტკიცებულები არ ამყარებს ბავშვებში ატოპიური დაავადებების პრევენციისათვის დედის დიეტის სპეციფიკურ ინტერვენციებს ან ორსულობის დროს ალერგენებისგან თავის არიდებას.

არსებობს გარკვეული მტკიცებულება, რომ მეძუძურ დედებში კვებითი ანტიგენებისაგან თავის არიდება შესაძლოა ამცირებდეს ეგზემის სიმძიმეს ჩვილებში და ასევე ამცირებდეს ატოპიური ეგზემის განვითარების რისკს მაღალი რისკის მქონე ქალების ბავშვებში; საჭიროა უფრო ფართომასშტაბიანი კვლევების ჩატარება.[41]

ერთ-ერთ პრევენციულ ზომად მოწოდებულია პრობიოტიკებით მკურნალობა, თუმცა მეთოდის შესახებ ხელმისაწვდომი მონაცემები მწირი ან ძალიან დაბალი ხარისხისაა.[42][43][44]

კოქრეინის სისტემურმა მიმოხილვამ დაადგინა, რომ კანის მოვლის ჩარევების (მაგ., დამარბილებლების) გამოყენება სიცოცხლის პირველ წელს მაღალი ალბათობით ვერ უზრუნველყოფს ეგზემის პრევენციას ჯანმრთელ ჩვილებში და შესაძლოა გაზარდოს კიდეც კანის ინფექციის რისკი.[45] [ Cochrane Clinical Answers logo ]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას