კრიტერიუმები
ჰანიფინის და რაჯკას კრიტერიუმები[68][69]
ჰანიფინის და რაჯკას კრიტერიუმებით ეგზემის დიაგნოზის დასმისთვის საჭიროა, რომ პაციენტს აღენიშნებოდეს 4 ძირითადი კრიტერიუმიდან სულ მცირე 3, ხოლო 23 მცირე კრიტერიუმიდანაც ასევე 3.
ძირითადი კრიტერიუმები:
ქავილი
დერმატიტი, რომელიც მოზრდილებში აზიანებს მომხრელ ზედაპირებს და ჩვილებში - სახესა და გამშლელ ზედაპირებს
ქრონიკული ან მორეციდივე დერმატიტი
კანის ან რესპირატორული ატოპია ცხოვრების ან ოჯახურ ანამნეზი.
მცირე კრიტერიუმები შეგვიძლია დავყოთ 4 კატეგორიად.
ნიშნები სახეზე: სახის სიფერმკრთალე, სახის ერითემა, ჰიპოპიგმენტური კერები, თვალის გარშემო სიმუქე, ინფრაორბიტალური ნაკეცები (დენი-მორგანის ნაკეცები), ჰეილიტი, განმეორებითი კონიუნქტივიტი, ნაკეცები კისრის წინა მხარეს.
ტრიგერები: საკვები, ემოციური ფაქტორი, გარემო ფაქტორები და კანის გამღიზიანებლები.
გართულებები: მიდრეკილება კანის ინფექციებისადმი, უჯრედული იმუნიტეტის დარღვევა, კანის ტესტის დაუყოვნებელი რეაქტიულობა, IgE-ს დონის მომატება, კერატოკონუსი, წინა სუბკაფსულური კატარაქტა.
სხვა: გამოვლინება ადრეულ ასაკში, მშრალი კანი, იხთიოზი, დახაზული ხელისგულები, პილარული კერატოზი, ხელის მტევნისა და ტერფის დერმატიტი, ძუძუს დვრილის ეგზემა, თეთრი დერმატოგრაფიზმი, პერიფოლიკულური გამოხატვა.
რანდომიზებულ კონტროლირებად კვლევებში, საერთაშორისო დონეზე, ჰანიფინის და რაიკას კრიტერიუმები (The Hanifin and Rajka criteria) ეგზემის ყველაზე ხშირად გამოყენებული დიაგნოსტიკური კრიტერიუმებია.[70]
დანიიის ალერგიის კვლევითი ცენტრის კრიტერიუმები[71]
დანიის ალერგიის კვლევითი ცენტრის კრიტერიუმებზე დაფუძნებით ეგზემის დიაგნოზისთვის საჭიროა ჩამოთვლილი პუნქტების არსებობა.
1. ცხოვრების ანამნეზში: ქავილი უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში ან გასინჯვისას ქავილის ან ფხანის შესამჩნევი ნიშნები.
2. ეგზემა ჩამოთვლილი ოთხიდან სულ მცირე ორ მიდამოში:
სახე ან კისერი
ტანი
ზედა და ქვედა კიდურების გამშლელი ან მომხრელი ზედაპირები.
ან ანამნეზში ეგზემის არსებობა ჩამოთვლილი ხუთი მიდამოდან სულ მცირე ორში, უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში:
იდაყვის ან მუხლქვეშა ფოსო
მაჯები ან კოჭები
სახე ან კისერი
მტევნები, მკლავები ან ფეხები
სხეული.
3. მუდმივი ქავილის გამომწვევი ეგზემა უკანასკნელი 6 კვირის განმავლობაში.
გაერთიანებული სამეფოს სამუშაო ჯგუფის დიაგნოსტიკური კრიტერიუმები[72][73][74]
პაციენტებს ანამნეზში უნდა აღენიშნებოდეთ კანის ქავილი და ჩამოთვლილთაგან სულ მცირე, 3:
მომხრელი ზედაპირების (იდაყვის ან მუხლქვეშა ფოსოს, კოჭების, მაჯების ან კისრის) დაზიანების ანამნეზი
შესამჩნევი დერმატიტი მომხრელ ზედაპირებზე
ცხოვრების ანამნეზში ასთმა ან თივისმიერი ცხელება (ან ატოპიური დაავადების ანამნეზი მშობლებსა ან და-ძმებში, თუ პაციენტი 4 წლამდე ასაკისაა)
მეტწილად მშრალი კანის ანამნეზი გასული წლის განმავლობაში
გამოვლინება 2 წლამდე ასაკში.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას