პირველადი პრევენცია
პრევენცია ეფუძნება რელევანტური სამედიცინო მდგომარეობების ან ტრავმის რისკის არსებობის ცოდნას და ფონური დაავადებების ან დაზიანებების კონტროლს ან კორექციას.
ამ დროს სტანდარტულია სუნთქვის უკმარისობის რისკის ქვეშ მყოფი პაციენტების ვაქცინაცია გრიპის და პნევმოკოკის ვაქცინებით (მაგ: ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მქონე პაციენტები, ასთმა) იმ მიზნით, რომ დაგვეხმაროს სუნთქვის უკმარისობის პრევენციაში, მოწყვლად ჯგუფებში.
ფილტვის დაავადების დროს მოწევის შეწყვეტა ამცირებს ფილტვის დისფუნქციის პროგრესირებას.[21]
მეორეული პრევენცია
ფილტვების ქრონიკული რელევანტური დაავადების (მაგ: ასთმა) მქონე პაციენტების უწყვეტი სამედიცინო მკურნალობა და მონიტორინგი გვეხმარება მწვავე გართულებების შეზღუდვაში და ამცირებს სუნთქვის უკმარისობის რისკს.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას