ეპიდემიოლოგია
სუნთქვის მწვავე უკმარისობის შესახებ სწავლების თანახმად, ევროპის სხვადასხვა ქვეყნების ინტენსიურ განყოფილებებში, ამ მდგომარეობის ინციდენტობა არის 77.6 ყოველ 100 000 წელზე შვედეთში, დანიასა და ისლანდიაში; 88.6 ყოველ 100 000 წელზე გერმანიაში და 149.5 ყოველ 100 000 წელზე ფინეთში; სიკვდილობის მაჩვენებელი დაახლოებით 40%-ია.[7][8][9] ლიტერატურაში უფრო ახალი კვლევების მონაცემები არ არის.
აშშ-ში სუნთქვის მწვავე უკმარისობით განპირობებული ჰოსპიტალიზაციის რაოდენობა გაიზარდა 2001 წლის 1,007,549-დან 1,917,910-მდე 2009 წელს. იმავე პრიოდში სიკვდილობა შემცირდა 27.6%-დან 20.6%-მდე. მექანიკური ვენტილაციის (არაინვაზიური ან ინვაზიური) მაჩვენებლები საკმაოდ სტაბილურია ამ 9 წლის განმავლობაში; თუმცა არაინვაზიური ვენტილაციის გამოყენება გაიზარდა 4%-დან 10%-მდე.[10] სუნთქვის მწვავე უკმარისობით განპირობებული სიკვდილობა ხშირად დაკავშირებულია ადამიანის ზოგად ჯანმრთელობასთან და ორგანოთა სისტემური დისფუნქციის პოტენციურ განვითარებასთან, რაც შესაძლოა გამოვლინდეს მწვავე დაავადების დროს.
სუნთქვის მწვავე უკმარისობა ხშირად დაკავშირებულია ფილტვის ინფექციებთან, მათგან ყველაზე გავრცელებულია პნევმონია. ადამიანები 65 წლის ასაკის ზემოთ და ადრე არსებული ჯანმრთელობის პრობლემებით იმყოფებიან პნევმონიის განსაკუთრებული რისკის ქვეშ.[11] დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრების თანახმად, აშშ-ში ქვემო სასუნთქი გზების დაავადებების სიკვდილობის მაჩვენებელი 2015 წელს იყო 47,8 ყოველ 100 000 ადამიანზე; გრიპის და პნევმონიის შედეგად გარდაიცვალა 15,2 ადამიანი ყოველ 100 000-ზე, სიხშირე უფრო მაღალი იყო ხანდაზმულ ასაკობრივ ჯგუფებში.[12]
კორონავირუსის (COVID-19) პანდემიამ წამოაყენა ახალი გამოწვევები მწვავე რესპირატორული უკმარისობის ამოცნობის, მკურნალობისა და გართულებებისთვის მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომის მქონე პაციენტების უფრო დიდ პოპულაციაში(ARDS).[13] ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ARDS-თან დაკავშირებული სიკვდილიანობა თითქმის ხუთჯერ გაიზარდა შეერთებულ შტატებში 2020 წლის განმავლობაში და COVID-19-ის დიაგნოზი იმ წელს ARDS-თან დაკავშირებული ყველა სიკვდილიანობის 80%-ზე მეტს აღენიშნებოდა.[14]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას